წარმატებული ადვოკატმა, მას შემდეგ რაც მიატოვა თავისი ღარიბი მშობლიური ქალაქი და მოძალადე ოჯახი, 13 წლის შემდეგ ხვდება ბავშვობის დაკარგულ სიყვარულს. ეს შეხვედრა მას აიძულებს შეურიგდეს თავის ტრავმულ წარსულს და მოძებნოს დაკარგული ოჯახი და მათი ტრაგიკული ბედი.
მოვლენა, რომელიც 30 წლის წინ მოხდა, წარსულში ხულიგანი და ახლა ხელმოცარული ჯონი ლოურენსის ცხოვრება სრულიად შეცვალა. ის 30 წლის შემდეგ ისევ გადაწყვეტს ცხოვრება ხელახლა დაიწყოს.
ქერიმი შურისძიებას ეძებს ექრინის მამისგან, რადგან ის მის მამას მკვლელობაში ადანაშაულებს. თავდაპირველი მტრობის მიუხედავად, ისინი ერთიანდებიან ნამდვილი დამნაშავის საპოვნელად და სირთულეების გადალახვისას ერთმანეთში სიყვარულს პოულობენ.
ერთი სკეპტიკოსი სასამართლო ექსპერტი - ფსიქოლოგი, მომავალ მღვდელთან და ერთ დურგალთან ერთად, ცდილობს გამოიძიოს და დაადგინოს ეკლესიაში მრავლად დაგროვილი სავარაუდო სასწაულები, დემონური შეპყრობის ფაქტები და აუხსნელი ფენომენები.
კლარკ კენტი, იგივე სუპერმენი და მისი ჟურნალისტი ცოლი ლუის ლეინი, სუპერმენის მშობლიურ ქალაქ სმოლვილში ბრუნდებიან, სადაც ისინი თავიანთ ორ შვილს ზრდიან და ცდილობენ გაიგონ მათთმა შვილებმა მათი მამის სუპერ ძალები მემკვიდრეობით მიიღეს თუ არა.
მას შემდეგ რაც ახალგაზრდა ქალი ტყუპებს გააჩენს, მოულოდნელად გარდაიცვლება. მისი გულცივი დედა გადაწყვეტს თავად გაზარდოს შვილიშვილი, მაგრამ მეორე შვილიშვილს გააშვილებს.
ქალაქის უმდიდრესი ოჯახის ქალიშვილი, ძალიან განათლებული და კარგი მანერებით გამორჩეულია მთელ ქალაქში, მას უყვარდება ჰალილი, რომელისაც სრულიად სხვა განზრახვები აქვს.
რამდენიმე თინეიჯერისგან შემდგარი ჯგუფი, ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე აუთერ ბანქსის სანაპიროზე მიემგზავრება. ამ სანაპიროზე კი ისინი შემთხვევით ნამდვილი საგანძურის რუკას იპოვნიან და განძის ძებნას შეუდგებიან.
სერიალი აღწერს 1000 წლით ადრე მომხდარ ამბავს ტოლკინის "ჰობიტსა" და "ბეჭდების მბრძანებელში" აღწედილ მოვლენებამდე. სერიალში გვხვდება როგორც ნაცნობი, ასევე ახალი პერსონაჟები, რომლებიც შუახმელეთში ხელახლა გამოღვიძებულ ბოროტებას ებრძვიან.
დილანი და ბარანი იძულებული ხდებიან დაქორწინდნენ, რათა დაასრულონ შუღლი მათ ოჯახებს შორის და გადაარჩინონ ძმა, მაგრამ მათ ბიძას სისხლის ღვრის შეწყვეტა არ სურს.
გოგონა ბავშვთა სახლში გაიზარდა და მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა რომ ის დიდი ქონების პატრონი იყო, იქიდან გამომდინარე რომ მის ბიძას მზაკვრული ჩანაფიქრი ჰქონდა.
ენი ელიოტი თავის გაკოტრების ზღვარზე მყოფ ქედმაღალ ოჯახთან ერთად ცხოვრობს. შვიდი წლის წინ ენიმ გაბედული ფრედერიკ უენტვორტის სიყვარული უარყო, მაგრამ როდესაც ფრედერიკი კვლავ შეიჭრება მის ცხოვრებაში, ახალგაზრდა გმირი იძულებულია წარსულის უკან მოტოვებას და მისი გულის კარნახს შორის რთული არჩევანი
თავმდაბალი, დამოუკიდებელი და ძლიერი ახალგაზრდა ქალს და მდიდარ მამაკაცი ერთმანეთს ხვდებიან და მათ შორის დიდი სიყვარული ჩნდება, ეს კი ვიღაცეებისთვის დიდი დაპირისპირების დაწყების საფუძველი ხდება.
ტოპრაკი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კომაში ვარდება და 5 წლის შემდეგ იღვიძებს, მაგრამ მას არაფერი არ ახსოვს, ამიტომაც ის იძულებულია დაიჯეროს ის რასაც უყვებიან.