asvl

ფრედი, წვრილი კრიმინალია, რომელიც ფულითა და კოკაინით სავსე ჩანთით გარბის. ის მძიმედ დაშავებული, მუცელში ტყვია აქვს მოხვედრილი და ამასთან დროც ეწურება...
არასასურველი ორსულობის მქონე გათხოვილი ქალი ამერიკაში ისეთ დროში ცხოვრობს, როდესაც მას ლეგალური აბორტის გაკეთება არ შეუძლია და დახმარების საპოვნელად გარეუბნელი ქალების ჯგუფთან მუშაობს.
ჟანი ლისაბონში მიემგზავრება იმ განზრახვით, რომ დედის ბინის გაყიდვით ვალები დაფაროს. აეროპორტში ის შემთხვევით ხვდება ჟანს, ახირებულ და გარკვეულწილად შემაწუხებელ ყოფილ თანაკლასელს...
ჯეკ მიმუნი ცნობილი ავანტიურისტია, თუმცა მისი ყველა „თავგადასავალი“ წინასწარ დაწერილი სცენარით და სრულიად უსაფრთხოდ მიმდინარეობს. ერთ დღეს ლამაზი ორელი მას ნამდვილი თავგადასავლისკენ გაიტყუებს. ორელი ძვირფასი თვლებით მოჭედილ ხმალს ეძებს - სწორედ ამ ხმლის ძიებამ გამოიწვია მისი მამის გაუჩინარება.
სიმონი მოხუც მამასთან, ჟოზეფთან ერთად, საფრანგეთის სამხრეთით ცხოვრობს. როდესაც მასშტაბური ხანძარი მათ ხეებით დაფარულ სანაპირო რეგიონს ანადგურებს და გამაფრთხილებელი სირენის ხმა მათ სახლს მიაღწევს, ორივეს ყველაფრის მიტოვება უწევთ, რათა გაიქცნენ. თუმცა, ქარი ძლიერდება და ჰაერი კვამლით ივსება...
ფილმი, ბრწყინვალე არქიტექტორის, ისტორიას მიჰყვება, რომელსაც მოულოდნელად მოუწევს იმ სასახლის მეპატრონისა და პატრიარქის მკვლელობის გამოძიება, რომლის რემონტიც მას დაევალა.
ახალგაზრდა და ლამაზი გოგონა, იღებს მოსაწვევს ბიძაშვილისგან სადაც ის სრულაიდ დაგეგმილად, გოთური შეთქმულებაში აღმოჩნდება.
ისტორია რობინ ჰუდის და მარიანის შესახებ, მაშინ როცა რობინი ომიდან ბრუნდება ყველაფერი მოულოდნელი სცენარით ვითარდება.
ეს არის ისტორია გაჭირვებული პროფესორის შესახებ, რომელიც სულ რაღაცაზე ოცნებობს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ აისრულოს თავისი ამერიკული ოცნება.
სუპერგმირი
სატვირთო გემზე მყოფი საშიში მსჯავრდებულები ერთიანდებიან გაქცევის მცდელობაში, რომელიც მალე გადაიზრდება სისხლიან ბუნტში. მაგრამ როდესაც გაქცეულები აგრძელებენ ტერორის სასტიკ კამპანიას, ისინი მალევე აღმოაჩენენ, რომ მათ შორის ყველაზე ბოროტიც კი არ არის დაცული იმ საშინელებისგან, რომლებიც მათ გაუცნობიერებლად გაავრცელეს გემბანის ქვემოთ სიბნელიდან.
ფედერალური აგენტს სახელმწიფო მოღალატედ გამოაცხადებენ მას შემდეგ, რაც მისი მასპინძლობის ქვეშ მყოფი ტყვე დაკითხვისას იღუპება...
ეს არის ტოტოს და მისი ოჯახის თავგადასავალი, რომელთაც მოუწევთ მეგობრებთან ერთად ბევრი დაბრკოლების გადალახვა.
ახალგაზრდა მეზობლების, დევიდის და რობერტის საღამო კოშმარად გადაიქცევა, მას შემდეგ რაც ისინი შემთხვევით დაეჯახებიან ველოსიპედით მოსეირნე ქალს და შემთხვევის ადგილიდან გაიქცევიან. მაშინ როცა დევიდი სულ უფრო მეტად განიცდის დანაშაულის გრძნობას, რობერტი საერთოდ არ იჩენს სინანულს და ხდება დომინანტი...
13 წლის გოგონა, მოულოდნელად გადაიქცევა ძალიან დიდი წითელ პანდათ, რაც მის ცხოვრებას უცნაურს ხდის.
დეტექტივი იწყებს მამის სიკვდილის გამოძიებას და მიემგზავრება შორეულ ტროპიკულ კუნძულზე, სადაც გაიგებს, რომ ის იყო მკვლელთა ჯგუფის ლიდერი...
მოხუცებულთა თავშესაფრისკენ მიმავალ გზაზე, მადლენი ტაქსის მძღოლს პარიზის დასამახსოვრებელ ადგილებში წაყვანას სთხოვს...
1874 წელი, ძალზედ გულუბრყვილო ახალგაზრდა მამაკაცი, სახელად უილ ენდრიუსი, ჰარვარდს ტოვებს, რათა ქვეყნის გარშემო იმოგზაუროს და რეალური ცხოვრება შეიგრძნოს. კანზასში ჩასვლისას, ის გადაწყვეტს, კამეჩებზე მონადირეების ჯგუფთან ერთად კოლორადოს კლდოვან მთებში წავიდეს.
გარეთ პანდემიაა, მასწავლებელი კი ნერვული აშლილობის ზღვარზეა და სწორედ ამ დროს მას უწევს დისტანციური ლექციის ჩატარება, სადაც მას ესმის თუ როგორ დასცინიან სტუდენტები. ამის გამო კი, ის გადაწყვეტს შური იძიოს მათზე.
ლინა, იშვიათი ჰორმონალური აშლილობით - ჰიპოპიტუიტარიზმით დაავდებული ქალია, რომელმაც შეაფერხა მისი სხეულის ზრდა და შეუნარჩუნა მას ბავშვური პროპორციები, ესტონეთის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გარბის და მიემგზავრება ამერიკაში, სადაც ის თავს მდიდარი წყვილის რიჩარდ და ქეთი მაუეროვების დაკარგულ ქალიშვილად ესთერად ასაღებს.
ახალგაზრდა მამაკაცს ძალიან უყვარს ტყუილები და ცდილობს ეს ყველას დააჯეროს, ერთ დღესაც ის იღვიძებს და აღმოაჩენს რომ მისი ყველა ტყუილი უკვე დადასტურებული რეალობაა.
მონაზონი ემზადება ეგზორციზმის შესასრულებლად და პირისპირ ხვდება დემონურ ძალას, რომელიც მის წარსულთან საიდუმლოებით არის დაკავშირებული.
ტექნიკური მილიარდერი მასპინძლობს მაღალი ფსონების პოკერის თამაშს მეგობრებს შორის, საღამო კი მოულოდნელად თავდაყირა დგება, მას შემდეგ რაც დიდი საიდუმლოებები გამჟღავნდება.
ის ნიანგია და სახელად ლაილი ჰქვია, ის ადამიანებთან ერთად ცხოვრობს და საოცრად უყვარს სიმღერა.
მიკოლა ექსცენტრიული პაციფისტია, რომელსაც სურს კაცობრიობისთვის სასარგებლო იყოს. მაგრამ როდესაც დონბასში ომი იწყება, მიკოლას გულუბრყვილო სამყარო ინგრევა, რადგან ბოევიკები მის ორსულ ცოლს კლავენ და სახლს უწვავენ.
სასიკვდილო ვირუსის ეპიდემიამ, რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის დემილიტარიზებულ ზონაში წარმოიშვა, სრულიად გაანადგურა შეერთებული შტატები და ჩრდილოეთ კორეა. მთავარი გმირი კარტერი სასიკვდილო პანდემიიდან ორი თვის შემდეგ მოტელში იღვიძებს, რომელსაც არაფერი ახსოვს თავისი წარსული ცხოვრების შესახებ.
მოქმედება ხდება სამყაროში, სადაც ობობები პოლიციელები არიან და სწორედ ერთ-ერთი დეტექტივი პოლიციელი ჩადის სან-ფრანცისკოში მას შემდეგ რაც იქ მცხოვრებლებს დიდი საფრთხე დაემუქრებათ.
ძველ საბერძნეთში ლამაზ და აყვავებულ საპორტო ქალაქში იოლკოსში ცხოვრება მშვიდია, სანამ მოსახლეობას პოსეიდონის რისხვა დაემუქრება. ახალგაზრდა, თავგადასავლების მოყვარული თაგვი და კატა, რომელმაც ის იშვილა, ეხმარება მოხუც ჯეისონსა და მის არგონავტებს ქალაქის გადარჩენაში.
asvl