asvl

ახალგაზრდა მეზობლების, დევიდის და რობერტის საღამო კოშმარად გადაიქცევა, მას შემდეგ რაც ისინი შემთხვევით დაეჯახებიან ველოსიპედით მოსეირნე ქალს და შემთხვევის ადგილიდან გაიქცევიან. მაშინ როცა დევიდი სულ უფრო მეტად განიცდის დანაშაულის გრძნობას, რობერტი საერთოდ არ იჩენს სინანულს და ხდება დომინანტი...
და-ძმა, მათი ახალი მშვილებელი დედის განმარტოებულ სახლში მოულოდნელად აღმოაჩენს საშინელ რიტუალს.
ჩარლი CIA-ს დეშიფრატორია, რომელიც მუშაობს სარდაფის ოფისში ლენგლის სათაო ოფისში, რომლის ცხოვრება თავდაყირა დადგება, როდესაც მისი ცოლი იღუპება ლონდონში ტერაქტის დროს.
კრისტიან ვოლფი იყენებს თავის ბრწყინვალე გონებას და უკანონო მეთოდებს ხაზინის უფროსის მკვლელობის გადაუჭრელი თავსატეხის ამოსახსნელად.
ამბავი
ტყუპი ძმები თავიანთი პრობლემური ცხოვრების დატოვების მცდელობისას ბრუნდებიან უკან მშობლიურ ქალაქში, რათა თავიდან დაიწყონ ცხოვრება, მაგრამ აღმოაჩენენ, რომ კიდევ უფრო დიდი ბოროტება ელოდება მათ დაბრუნებას.
ვინ იქნება დედოფლი
1978-1979 წლებში უაზის მაცხოვრებლები მუდმივად განიცდიან შფოთვასა და შიშს: ქუჩებში დაწრწის სასტიკი მანიაკი, რომელიც ახალგაზრდა ქალებს ესხმის თავს.
გამოცდილი და ნიჭიერი დეტექტივი იძიებს ერთ-ერთი ძლიერი ოჯახის უფროსის სიკვდილს, რომელიც ძალიან უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა და მკვლელს ვერავინ პოულობს.
ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული ფილმი, რომელიც მის ყველაზე ბნელ ადგილებსაც კი ნათელს ჰფენს. ახალგაზრდა ბიჭის დაუნდობელი მოვაჭრეებისგან გადარჩენის შემდეგ, ფედერალური აგენტი გაიგებს, რომ გადარჩენილი ბიჭის და ჯერ კიდევ ტყვეობაშია და გადაწყვეტს მის გადასარჩენად სახიფათო მისიის შესრულებას.
ორი მაღალკვალიფიციური ოპერმუშაკი ინიშნებიან პოსტებზე საგუშაგო კოშკებში, რომლებიც მდეარეობს უზარმაზარი და უაღრესად გასაიდუმლოებული ხეობა სხვადასხვა მხარეებზე, სადაც იცავენ სამყაროს გაურკვეველი და იდუმალი ბოროტებისგან, რომელიც იმალება შიგნით. ისინი ურთიერთობენ შორიდან, რომლის დროსაც მთელი ძალებით ცდილობენ სიფხიზლე შეინარჩუნონ უხილავი მტრის წინააღმდეგ ბრძოლისას.
ფილმში მოვლენები ვითარდება 1890-იან წლების ლონდონში და სერიული მკვლელის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც ელექტრო სკამზე სიკვდილით დასჯას მიუსჯიან, მაგრამ მისი დასჯის ბოლო საათებში მთავარი გმირი წყევლის ციხეს და იმ ადამიანებს, რომელშიც ისინი იმყოფებიან.
სიუ იწყებს ბრძოლას, რათა გადაარჩინოს თავისი ოჯახის ბარი, რომელიც დაშლის პირას არის მისი მამის უგულებელყოფის გამო. როდესაც ლამაზი დრიფტერი ჩამოდის ქალაქში, იგი ხედავს მას, როგორც მის ერთადერთ შანსს, რათა თავიდან აიცილოს თავისი ბიზნესის დაუნდობელი მაგნატის ხელში ჩავარდნა. თუმცა, მის გეგმას მივყავართ ქურდობამდე და უკანონობამდე სასიკვდილო შედეგებით...
გატაცებისგან თავის დაღწევის შემდეგ, შეშინებული გოგონა ყველანაირად ცდილობს სატვირთო მანქანის მძღოლი დაარწმუნოს, რომ ღამით სატვირთოს უკანა სავარძელში დამალოს. ორი ქალი თავშესაფარს პოულობს, მაგრამ ჯერ კიდევ არ იციან რა ელით...
როდესაც კარდინალ ლოურენსს ევალება წარმართოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლო და უძველესი მოვლენა, ახალი პაპის არჩევა, ის აღმოჩნდება შეთქმულების ცენტრში, რომელმაც შეიძლება შეარყიოს კათოლიკური ეკლესიის საფუძველი.
კრიმინალების ჯგუფი გაიტაცებს პატარა გოგონას, რომელიც მალე მათ ცხოვრებას ჯოჯოხეთად უქცევს.
გარეთ პანდემიაა, მასწავლებელი კი ნერვული აშლილობის ზღვარზეა და სწორედ ამ დროს მას უწევს დისტანციური ლექციის ჩატარება, სადაც მას ესმის თუ როგორ დასცინიან სტუდენტები. ამის გამო კი, ის გადაწყვეტს შური იძიოს მათზე.
ლინა, იშვიათი ჰორმონალური აშლილობით - ჰიპოპიტუიტარიზმით დაავდებული ქალია, რომელმაც შეაფერხა მისი სხეულის ზრდა და შეუნარჩუნა მას ბავშვური პროპორციები, ესტონეთის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გარბის და მიემგზავრება ამერიკაში, სადაც ის თავს მდიდარი წყვილის რიჩარდ და ქეთი მაუეროვების დაკარგულ ქალიშვილად ესთერად ასაღებს.
ოჯახს ეპატიჟებიან შაბათ-კვირის გასატარებლად სახლში, რომელიც ქალაქგარეთ მდებარეობს და ახლოს არავინ ცხოვრობს, ისინი მალე ხვდებიან რომ საშინელ ადგილზე მოხვდნენ.
მამაკაცი, რომელიც ტკივილს არ გრძნობს, იძულებული ხდება თავად მოძებნოს მისი ოცნების გოგონა და მისთვის ყველაფრისთვის მზადააა.
ლევონ კეიდმა დატოვა თავისი პროფესია, რათა ემუშავა მშენებლობაზე და კარგი მამა ყოფილიყო მისი ქალიშვილისთვის, მაგრამ მალე მას დახმარებას და თავის ძველი პროფესიის გახსენებას სთხოვენ, რათა გადტაცებული გოგონა გადაარჩინოს.
ფილმი არტ-დილერის, პატრისის შესახებ, რომელიც დაქირავებულ მკვლელთან რეგისთან და მის ბოსთან გორდონთან ერთად აღმოჩნდება ჩათრეული ფულის გათეთრების საქმეში.
ვეტმფრენი, რომელსაც დამნაშავე გადაჰყავს და 3 ადამიანი იმყოფება: პოლიციელი, კრიმინალი და პილოტი, მალე ჩამოვარდნის პირას აღმოჩნდება, რადგან ყველაფერი მოულოდნელი სცენარით წარიმართება.
მამაკაცს, რომელსაც სახელმწიფო ღალატი დააბრალეს და კუნძულზე ციხეში გამოამწყვდიეს, 14 წლის შემდეგ გაიქცევა კუნძულიდან და უკან ბრუნდება, როგორც გრაფი მონტე-კრისტო და თავის მოაზრეებთან ერთად ცდილობს შური იძიოს იმ ადამიანებზე ვინც მას ეს დააბრალა.
ტერორისტული თავდასხმის თავიდან ასაცილებლად,
ორი გოგონა, რომელიც ერთ-ერთ ოჯახში საკუთარი სარწმუნოების საქადაგებლად მივა, მოულოდნელად საშინელ მახეში აღმოჩნდება.
ციხიდან გათავისუფლებული ახალგაზრდა ყოფილი პატიმარს, ასევე პატიმარი რეი ჩაილდერსი ავალებს თავისი გაუცხოებული ქალიშვილი ევას მოძებნას. ამისთვის დივოს მოუწევს შტატის საზღვრის გადაკვეთა, რაც არღვევს მის პირობით გათავისუფლებას და ამან შეიძლება გამოიწვიოს მისი კვლავ დაპატიმრება.
asvl