პასპარტუ - ახალგაზრდა და ძალზედ განათლებული მაიმუნია, რომელიც სულ ოცნებობდა მოგზაურობაზე და ახლის შეცნობაზე. ერთ დღეს მას ასეთი შესაძლებლობა მიეცემა, როდესაც იგი თავზეხელაღებულ და ხარბ ბაყაყს ფილაეს შეხვდება.
პონის სამი თაობა, რატომღაც ერთმანეთს დაშორდება, წლების შემდეგ კი მათი შვილები კვლავ ერთმანეთს ხვდებიან და ცხოვრებას ახალი ფურცლიდან იწყებენ.
ქურდი, ბავშვობაში ნაჩუქარი წიგნის გმირის, ვირტუოზი ჯენტლმენი ქურდის
ერთ-ერთ სანაპირო ქალაქში, ზაფხულის არდადეგების დროს 16 წლის დენიზი თავის ბავშვობისდროინდელი შეყვარებულის ძიებაში სასიყვარულო სამკუთხედში აღმოჩნდება.
არიზონას საზღვართან მდებარე რანჩოს მეპატრონე უჩვეულო დამცველი გახდება ახალგაზრდა მექსიკელი ბიჭისა, რომელიც უიმედოდ ცდილობს გაექცეს ნარკოკარტელის მკვლელებს, რომლებიც ამერიკამდე გამოჰყვნენ.
უშვილო დაქორწინებული წყვილი მარია და ინგვარი ისლანდიის მთებში მდებარე თავიანთ ფერმაში ახალშობილ ბავშვს პოულობენ. სრულყოფილი ოჯახური ცხოვრების მოულოდნელი პერსპექტივა მათ დიდ სიხარულს ანიჭებს. შედეგად, ისინი ბავშვის დატოვებას გადაწყვეტენ, მაგრამ იდუმალი ბავშვს, რომელიც არსაიდან გაჩნდა, გმირებისთვის მხოლოდ ბედნიერება არ მოაქვს...
ფილმის მოქმედება ვითარდება 1402 წელს. დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის დედოფალი მარგრეტე I ემზადება ინგლისთან ალიანსისთვის, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ყველაფერი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება: უცნობი ადამიანი აცხადებს, რომ ის არის დედოფალ ოლაფ IV-ის ერთადერთი ვაჟი, რომელიც უკვე 16 წელია გარდაცვლილად ითვლება.
მაია თავისუფალი ადვოკატია, რომელიც მცირე წარუმატებლობის შემდეგ ცხოვრობს მშობლების ავტოფარეხის ზემოთ ბინაში. მექსიკური საცხობი მის გულში თბილ ადგილს იკავებდა რადგან იქ მუშაობდა მისი გულისსწორი...
ფილმი ძველი მეგობრების ჯგუფის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მაშინ, როცა დანარჩენ სამყაროს გარდაუვალი განადგურება ემუქრება - ერთიანდებიან, რათა შობა აღნიშნონ იდილიურ ქალაქგარეთა სახლის კომფორტში.
მოვლენები 1943 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს, რომში ვითარდება, სადაც ახალგაზრდა მოცეკვავე მატილდა, ალბინოსი და ილუზიონისტი ჩესინი, ადამიანი-მგელი ფულვიო და ჯუჯა მარიო მათი სავარაუდო მამის, ისრაელის ცირკში მუშაობენ და ერთი ოჯახივით ცხოვრობენ.
ლინდსი ჯონსონი უკვე დიდი ხანია მანჰეტენში კრისპენ გრუფის მენეჯერად მუშაობს. მისი მოვალეობაა კომპანიის მნიშვნელოვანი გარიგებების დადება. ის ქალაქ კილებიში ტერიტორიას შეისყიდის, თუმცა პრობლემები იჩენს თავს, რადგან იქ, სადაც მას ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს აშენება უნდა, ისტორიული სასახლე მდებარეობს, ასე რომ მისი დანგრევა უწევთ ხალხი კი ამ ყველაფრის წინააღმდეგია.
მსოფლიოში ახალი პატარა მეგობარი რობოტების ბუმია, რომლის ყოლაც ყველა ბავშვს სურს და ოცნებად აქვს. ბიჭუნა რომელიც სწორედ ამ რობოტზე ოცნებობდა, იღებს საჩუქრად რობოტს, მაგრამ ის სხვა რობოტებისგან სრულიად განსხვავდება.
ფილმი ტელეევანგელისტების ჯიმ და ტემი ფეი ბეკერების შტამბეჭდავი აღზევების და დაცემის შესახებ. 1970-80-იან წლებში, ტემი ფეი და მისი მეუღლე ჯიმი მსოფლიოში უდიდეს რელიგიურ სამაუწყებლო ქსელს და თემატურ პარკს შექმნიან, მაგრამ მალე ფინანსური დარღვევები, კონკურენტების ქმედებები და სექსუალური სკანდალები მათ სათუთად აშენებულ რელიგიურ იმპერიას, ისევე როგორც ქორწინებას დაანგრევს.
მოვლენები ბელფასტის შუაღამის ქუჩებში ვითარდება და ახალგაზრდა წვრილმანი დილერი მძღოლის ბეიჯის შესახებ მოგვითხრობს, როდესაც ის საშიში მევახშისგან ნასესხები ნაღდი ფულით ცდილობს ბოლო გარიგება დადოს.
12 წლის გოგონას, კანას ისტორია, რომელიც ღმერთების შთამომავლად დაიბადა. მის ოჯახს მისია აქვს - მიაწოდოს შესაწირავი მთელი იაპონიიდან ღმერთებს იზუმოში. ეს მისია კანას დედას უნდა დაესრულებინა, მაგრამ მისმა გარდაცვალებამ აიძულა კანა თვითონ შეესრულებინა დავალება, იმ იმედით, რომ მოგზაურობის დასასრულს დედას კვლავ შეხვდება ღმერთების მიწაზე.
პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებული მსჯავრდებულმა ჯიმიმ, შეიარაღებული ძარცვისთვის თორმეტი წელი გაატარა ციხეში. გათავისუფლების შემდეგ, ის პირობას დებს, რომ მის კიბოთი მომაკვდავ ბავშვობის შეყვარებულ ენის მის ცხოვრებაში საუკეთესო უკანასკნელ წელს აჩუქებს. მაგრამ სამწუხაროდ ამის გაკეთება ძალიან რთული აღმოჩნდება, როდესაც მისი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებულის ოფიცერი ჯიმის საქმეზე წასვლას აიძულებს.
მას შემდეგ რაც ერთი კარჩაკეტილი ადამიანი გესტაციური სუროგატი გახდება 40 წელს გადაცილებული მარტოხელა კაცისათვის, ორივენი მიხვდებიან, რომ ეს მოულოდნელი ურთიერთობა მათეულ აღქმას ბევრი თვალსაზრისით შეცვლის, განსაკუთრებით კი ეს სიყვარულს შეეხება.
დეივიდ სთოუნი ცნობილი, თუმცა წარუმატებელი მწერალია, რომელიც სასოწარკვეთილი დასვენებას საჭიროებს. მისი ცხოვრება იცვლება, მას შემდეგ რავ მას მოულოდნელად ორგანიზებული დანაშაულის ევროპელი ნათლიმამა მეიერ ლანსკი დაურეკავს.
მსახიობი, რომელიც სუპერგმირის როლზე ოცნებობდა, როგორც იქნა იღებს ამ როლს, მაგრამ ყველაფერი ძალიან მოულოდნელად თავდაყიდა დგება.
ჯანჰიოკს, რომელსაც რომანტიკული ურთიერთობა აქვს ჯონ დაუნთან. როდესაც მათ შეხვედრა დაიწყეს, ჯანჰიოკი ყურადღებიანი შეყვარებული იყო, მაგრამ ასე აღარ არის. ის მსხვილ კომპანიაში დროებით მუშაკად იწყებს მუშაობას და ცდილობს მუდმივი პოზიცია მიიღოს.
სემი მხოლოდ 12 წლის იყო, როდესაც მისი ელიტარული მკვლელი დედა - სკარლეტი, იძულებული გახდა ქალიშვილი მარტო დაეტოვებინა. სემი კრიმინალური სინდიკატის ფირმაში გაიზარდა, რომელშიც მისი დედა მუშაობდა. 15 წლის შემდეგ ის დედის კვალს გაჰყვა და სასტიკ დაქირავებულ მკვლელად იქცა, რომელიც თავის “ნიჭს” ფირმაში ყველაზე საშიში არეულობის მოწესრიგებისთვის იყენებს.
უმაღლესი სკოლის მოსწავლე გოგონა, მის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, თავის ცხოვრებაში რთული პერიოდის გადატანას, ტრაგედიისგან დატოვებული ფსიქოლოგიური ტრამის მოშუშებას და ამავე დროს ცხოვრების გაგრძელებას ცდილობს.
სტუდენტები ადალბერტოსა და ლუნას ერთმანეთი შეუყვარდებათ, თუმცა ერთმანეთის ოჯახებს არ იცნობენ.
გოგონა შემთხვევით გაიცნობს მსახიობ ბიჭს, რომელზეც წარმოდგენაც კი არ ჰქონდა თუ რამდენად ცნობადი იყო. ძალიან მალე ისინი ერთნაბეთს ისევ ხვდებიან, ამჯერად მათ მოყუწევთ ერთ სახლში ცხოვრება.
გერმანელი სეიფების მძარცველი ლუდვიგ დიტერს, მძარველების იდუმალი ლიდერი-ქალი სახელად გვენდოლინი დაიქირავებს, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მიუწვდომელი სეიფების ძარვაზეა დახელოვნებული.
30 წლიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ, საზღვაო ძალების მფრინავი ისევ მოწოდების სიმაღლეზეა და მზადაა ნებისმიერი მისიის უმაღლეს დონეზე შესასრულებლად.
მედისონი პარალიზებულია, შოკისმომგვრელი მკვლელობების ხედვით, ის ერთ დღესაც აღმოაჩენს რომ ეს ყველაფერი სინამდვილეა.
ცნობილი ეგზორცისტი, რომელიც ტრენინგს ატარებს ახალწვეულ მღვდელთან, მოულოდნელად იძულებული ხდება დემონებთან ბრძოლაში ჩაერთოს.