სერიალის მთავარი გმირი გოგონა ცდილობს სასურველი განათლება კოლეჯში მიიღოს და საყვარელი პროფესიით დაიწყოს მუშაობა. მაგრამ მას ამ მიზნის განხორციელებაში ხელი ბებიამ შეუშალა, რადგან ბებიის აზრით, სწავლა-განათლება მის შვილიშვილს არაფერში გამოადგება. გოგონ...
ფრენკლინ ჰეტჩეტი საკმაოდ გამოცდილი თაღლითია. პოლიციელის სიკვდილში თანამონაწილეობა მას მოულოდნელად სკანდალურად ცნობილს ხდის. მას ახლა მთელი ამერიკის შეერთებული შტატების პოლიცია ეძებს.
სერიალის სიუჟეტი მომხიბვლელი ქალბატონის, გიულსერენის რომანტიული სიყვარულის ფონზე ვითარდება. მან უკვე მოასწრო ცხოვრებისგან მწარე გაკვეთილების მიღება და ყოფილ მეუღლესთან განქორწინება. ქალი სტამბულის ღარიბებით დასახლებულ კვარტალში ცხოვრობს. იგი დილიდან დაღამე-ბამდე შრომობს და მისი ყოფის მდგომარეობას, ამაყი და ამბიციური ქალიშვილი ჰაზალი კიდევ უფრო ამძიმებს.
რეიანი არის ძალიან ლამაზი და  მოკრძალებული ახლაგაზრდა გოგონა. მას შემდეგ რაც მისი საყვარელი დედა გარდაიცვლება და ის დაობლდება, მისი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვლება.
ალი რიზა ერთი ჩვეულებრივი ტაქსის მძღოლია, რომელიც თავისი დის საუკეთესო მეგობარზე მითხოვებისთვის ემზადება და ქორწილი აქვთ დაგეგმილი. ყველაფერი კი სწორედ ამ ქორწილის დროს იცვლება.
მასწავლებელი რომელიც სირიაში ასწავლიდა ომის გამო იძულებულია ქვეყნიდან გამოიქცეს, მაგრამ მას წინ ძალიან ბევრი ბოროტება და დაბრკოლება ელის.
ამბავი მამაკაცზე და მის ოჯახზე, რომლთაც ვალების გამო ყველაფერი დაკარგეს და იძულებულები არიან საცხოვრებლად ბოდრუმში გადავიდნენ, მაგრამ პრობლემები არც აქ მთავრდება.
9 წლის ბიჭუნა საცხოვრებლად მამასთან მუმბაიში გადადის, იქ ჩასვლისას კი პირველივე ნახვით შეუყვარდება გოგონა და ეს გრძნობა კი წლების განმავლობაში უფრო გაძლიერდა.
ვენახში სადაც ულამაზესი გოგონა მუშაობს, მეპატრონე გარდაიცვლება და მისი შვილიშვილები ჩამოდიან რათა მემკვიდრეობა მიიღონ. თუმცა ამ მემკვიდრეობის მიღებას თავისი მოთხოვნები აქვს.
ეს არის ისტორია 3 დის და მათი მამის შესახებ. გოგონები დედამ მიატოვა და ამიტომაც ისინი იძულებულები არიან როგორმე გათხოვდნენ, მაგრამ მათ ცხოვრებაში ბევრი რთული რამ მოხდება.
ლტოლვილებისა და ემიგრანტების ძალიან მძიმე ისტორია, რომლებმაც საკუთარი სამშობლო დატოვეს სხვადასხვა მიზეზთა გამო.
ახალგაზრდა მამაკაცის ცხოვრება თითქოს დალაგებულია და მას ყველაფერი აქვს, მაგრამ ერთი მოულოდნელი ცოხვრება მის ცხოვრებას სრულიად შეცვლის.
სამი თაობის აპალაჩის ოჯახის ყველაზე უმცროს წევრს სამართლის სასწავლებლიდან წამოსვლა და მშობლიურ ქალაქში დაბრუნება უწევს.
ფილმის პერსონაჟი სემი – პროფესიით ასტრონომია და მას ყველაფერი აქვს სრული ბედნიერებისთვის: ვარსკვლაებით მოფენილი ცა და შეყვარებული ლინდა.
ამბავი საბჭოთა კავშირში ყველაზე ცნობილ და ამავდროულად პირველ მოდელ ქალზე, რომლის ცხოვრებაც საკმაოდ ტრაგიკული და საინტერესო იყო.
უბედური შემთხვევის გამო, ქალი ციხეში ხვდება და იძულებულია ამ ფაქტს შეეგუოს. ის ცდილობს ციხეში დაამყაროს საკუთარი სამართლიანობა და ამისათვის ყველაფერს გააკეთებს.
ეკატერინას სამწუხაროდ შვილი არ უჩნდება და იძულებულია ტაქტის ერთადერთ მემკვირდრე ჭკუასუსტი პეტრე მესამე დააქორწინოს და მისი შვილი აღზარდოს ტახტის მემკვიდრედ.
ახალგაზრდა მარტოხელა დედა იძულებული შეიქნა ალმასის მაღაროში ემუშავა, რომელიც პატარა პროვინციულ ქალაქში, შემოსავლის ერთადერთი წყაროა. მისი ცხოვრება კი მაშინ შეიცვლება როდესაც სათავეში ახალი ბიზნესმენი მოდის.
ფილმი, რომელიც რეალურ ამბავზეა გადაღებული. ის მოგვითხრობს 15 ივლისის ღამეზე, როდესაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო.
ახალი თურქული სერიალი, რომელიც სასიყვარულო ინტრიგებზე მოგვითხრობს. ერთი ოჯახი, რომელიც ძალიან მდიდრულად ცხოვრობს და მათი შვილი რომელიც ცდილობს ყველაფრის ფულით ყიდვას.
მეტეოროლოგი, ოკეანის გადაცურვისას, წააწყდება უცნობ კუნძულს სადაც მხოლოდ ერთი შუქურის გუშაგი ადამიანია. ნელნელა კი კუნძულზე სენსაციურ აღმოჩენას გააკეთებს.
ცნობილი ბიზნესმენი ქემალ იპექჩი თავის ცოლ სიუზანთან და ბავშვებთან ერთად მშვიდათ ცხოვრობს სტამბულში, მაგრამ მაერთთან მომხდარი ტრაგედიის შემდეგ უცებ ადანიდან ქემალის საიდუმლო ოჯახი გამოჩნდება, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცოდა. ახალგაზრდობისას სიყვარულით შექმნილ ოჯახში მას ორი ტყუპი ბავშვი ჰყავს: ქადირი და ჰასრეთი, რომლებიც მამისგან მოშორებით ცხოვრობენ ადანაში. ქემალი იძულებული იყო გასაიდუმლოებულად ორმაგი ცხოვრებით ეცხოვრა. მაგრამ, საიდუმლოს გამოააშკარავების შემდეგ მას გაუთვალისწინებელ სიტუაციებთან ბრძოლა მოუწევს თავისი სიყვარულისა და ბავშვების შენარჩუნებისთვის.
ახალგაზრდა ენერგიული მამაკაცი ქორწილისთვის ემზადება, მაგრამ მოულოდნელად მის მამას ტყუილ ბრალს დასდებენ და სიკვდილით უნდა დასაჯონ. მამის გადასარჩენად კი ის ყველაფერზე წავა.
ამაღელვებელი და ძალიან საინტერესო ისტორია უბრალო ქალის ზეინეპის შესახებ...
მეჰმეთ ემირი და ჰასრეთი შეყვარებულები არიან. ისინი დასაქორწინებლად ემზადებიან, მაგრამ ჰასრეთის მამა იუსუფი, ამ კავშირის წინააღმდეგია. მალე გოგონა გაიგებს, რომ ორსულადაა. უკანონო შვილის გაჩენით, ოჯახი შერცხვენას რომ გადაურჩეს, ჩვილს ბაჰარს დაარქმევენ და სტამბულის გარეუბანში ჩუმად გაიყვანენ. ის მთელ ბავშვობას აქ გაატარებს. როცა ბაჰარი 22 წლის გახდა, მან თავისი მშობლების პოვნა გადაწყვიტა. ახალგაზრდამ ჯერ არ იცის, რომ უზარმაზარი სიმდიდრის ერთადერთ მემკვიდრეს წარმოადგენს, რაც მის ცხოვრებას მალე შეცვლის.
მეჰმეტსადა ნერმინს შორის დიდი სიყვარულია, ყოველდღე ისინი უფრო და უფრო მეტს მუშაობენ რათა გაუმკლავდნენ სიღარიბეს, ისინი ოცნებობენ დაქორწილდნენ და იცხოვრონ კარგ სახლში ...
თექვსმეტი წლის სკოტი სახლიდან გაიქცევა გოგონასთან ერთად. განერვიულებული დედა თავის ძველ საყვარლებს დაურეკავს - წამატებულ ადვოკატს ჯეკ ლორენს და წარუმატებელ-დრამატურგს დეილ პატლის - ორივე მათგანს ეტყვის, რომ ზუსტად ისაა სკოტის ნამდვილი მამა.
ამბავი მამაზე, რომელსაც ძალიან უყვარს ტყუილები და პატარა ვაჟიშვილს ყოველთვის რაღაცას ატყუებს. ერთ დღეს კი ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს და მამამ პირობა შეასრულოს.