დილანი და ბარანი იძულებული ხდებიან დაქორწინდნენ, რათა დაასრულონ შუღლი მათ ოჯახებს შორის და გადაარჩინონ ძმა, მაგრამ მათ ბიძას სისხლის ღვრის შეწყვეტა არ სურს.
6 ობოლი და-ძმა სტამბოლის ქუჩებში გადარჩენას ცდილობს და ხელისუფლებისა და კრიმინალების მუქარას ერიდება. უფროსი დის, აზიზეს ხელმძღვანელობით, მათი კავშირი ერთადერთია, რაც მათ აქვთ, რადგან ისინი სასოწარკვეთილად ეძებენ უსაფრთხო თავშესაფარს და ახალ ერთად ცხოვრებას.
ჰანჩერი უცნობ სამყაროში აღმოჩნდება, ჯიჰანი კი საკუთარი გვარის ტვირთს ებრძვის. დეველიოღლუს მდიდრულ სასახლეში ბნელი საიდუმლოებები იმალება.
ზეინეპი გოგონაა, რომელიც ედრემითში რთულ პირობებში მუშაობდა და უნივერსიტეტის გამოცდებისთვის ემზადებოდა, საბოლოოდ თურქეთში მეხუთე ადგილი დაიკავა და მის მიერ არჩეული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი მოიგო.
მიუნევერი, დიდგვაროვანი ოჯახიდანაა და თავის მოახლე სუზანთან ერთად ძველ სასახლეში ცხოვრობს. ერთ ღამეს, დის მიერ მიტოვებული პატარა გოგონა მიუნევერის ცხოვრებას ცვლის. გოგონა მიუნევერის უცნობი შვილიშვილია.
ჰალილი ყველანაირად ცდილობს შური იძიოს თავისი სიყვარულის მკვლელობისთვის, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი იცვლება, მას შემდეგ რაც ის გაიცნობს გოგონას.
მთავარი გმირი ქალი სახელად ებრუა, ის კარგი მეუღლე და სამი შვილის დედაა. მრავალი წლის მანძილზე, მთელი მისი ცხოვრება ტყუილებზე იყო აგებული. ადრე, თუ გვიან, ტყუილი სიმართლით შეიცვლება, მაგრამ ეს სიმართლე ძალიან ძვირად ღირებული იქნება.
სებნემის ინტრიგებით, სიყვარულითა და ემოციებით სავსე შემაშფოთებელი ცხოვრება - ის დაიბადა დიდი უსამართლობით, შრომობდა მათ დასაძლევად, აკეთებდა ყველაფერს, რაც საჭირო იყო ამისთვის და ახლა ცდილობს თავი დააღწიოს კრიმინალურ წარსულს.
დატონები მე-20 საუკუნის დასაწყისში ახალი გამოწვევების წინაშე დგანან, მათ შორის დასავლური ექსპანსიის ზრდა, აკრძალვა და დიდი დეპრესიაა.
წარმატებულ პროკურორს საერთოდ არაფერი ახსოვს, არა და მას ცოლ-შვილის მკვლელობა ედება ბრალიად. სიმართლის დასამტკიცებლად კი ის ციხიდან უნდა გაიქცეს.
აგნესს თავსატეხების ამოხსნა ეხერხება. ერთ დღესაც, მშვიდი დასახლებიდან ის ნიუ იორკში გაქცევას გადაწყვეტს, საიდანაც, ახალ პარტნიორთან ერთად, ატლანტიკ სითიში მოხვედრას გეგმავს. აქ იმართება ჩემპიონატი თავსატეხების ამოხსნაში. ახლად მოპოვებული თავისუფლება მას საკუთარი ცხოვრების ახალი თვალით დანახვაში ეხმარება.
ამაღელვებელი ისტორია თარიქზე, რომელსაც შურისძიება სურს ძმის მკვლელზე და ელიფიფზე, რომელიც არ ეთანხმება და თვლის რომ მისი ძმა უდანაშაულოა.
მანჰეტენში, 1979 წლის ზაფხულში ახალგაზრდა მამაკაცი დააპატიმრეს შოკისმომგვრელი დანაშაულისთვის, ახლა კი გამომძიებელმა უნდა გაარკვიოს საიდუმლო, სანამ ნამდვილი კრიმინალი კვლავ ჩაიდენს მძიმე დანაშაულს.
ახალგაზრდა ქალის და მისი ოჯახის ბრძოლა დინასტიის წინააღმდეგ, რომელიც ძალიან რთული და ხიფათით სავსეა.
გოგონა სახელად ბაჰარს ძალიან კარგი ცხოვრება ჰქონდა, მას მხოლოდ დედა აკლდა, რომელიც ბავშვობაში გარდაეცვალა.
მძიმე ტრაგედიის შემდეგ ოჯახი განადგურებულია, რადგან დაკარგეს ვაჟიშვილი და ეს მათთვის ძალიან რთულია. მაგრამ ჩდება იმედი, რომელიც ყველას ცხოვრებას შეცვლის.
ეპიკური სიყვარულის ისტორია აკიზის,ობოლი მეომარი მთის გოგონასა და პრინც ბათუგას შესახებ.
შივანგი და რაგჰუ სხვადასხვა სოციალურ გარემოში აღიზარდნენ. შივანგის უფრო გაუმართლა და მდიდარ ოჯახში დაიბადა. იგი ბაბუასთან ერთად ცხოვრობს და თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს. გოგონა ვერც კი წარმოიდგენდა, თუ ღარიბ რაგჰუს გაყვებოდა ცოლად, მაგრამ ბედისწერამ ასე გადაწყვიტა. თუმცა შივანგი ფარ-ხმალს არ ყრის და სისულელეს სისულელეზე ჩადის. რას მოუტანს მას ასეთი საქციელი ამას სერიალიდან გაიგებთ
ახალგაზრდა წარმატებული მამაკაცის აშშ-დან ბრუნდება, რათა საკუთარი ენერგია და ძალისხმევა, მის მამას და დებს მოახმაროს. მაგრამ მალე მას დიდი სიყვარული ეწვევა, რაც მის გეგმებს ცვლის.
მრავალი წლის წინ მეკობრეების მეფე გოლ როჯერი სიკდილით დასაჯეს. მას დარჩა განძის მთელი გორა და ცნობილი როგორც,
წლების შემდეგ ოჯახში მამა ბრუნდება, რომელიც წლების განმავლობაში ციხეში იჯდა. მას ჰყავს 3 ვაჟი და სურს ძლიერი ოჯახი ჰყავდეს, მაგრამ მას არ უყვარს ერთი ვაჟი და მისი დანახვაც კი არ უნდა.
ძალიან ლამაზ და ჭკვიან გოგონა იძულებული ხდება სწავლას დაანებოს თავი და იმუშაოს, რათა საკუთარ ოჯახს დაეხმაროს პრობლემების მოგვარებაში.
ულამაზესი გოგონა პატარა ქალაქიდან არის. ის თავის ძმასთან და რძალთან ერთ სახლში ცხოვრობს. მუშაობს რძის ფერმაში და ცხვრის ფარას მწყემსავს, მას წინ მრავალი სიურპრიზი და რთული სიყვარული ელის.
მასწავლებელი რომელიც სირიაში ასწავლიდა ომის გამო იძულებულია ქვეყნიდან გამოიქცეს, მაგრამ მას წინ ძალიან ბევრი ბოროტება და დაბრკოლება ელის.
მოკრივე ჯო კავალიე ბერლინში მიდის. მატარებელში პატარა ბიჭს გაიცნობს და აღმოჩნდება რომ მისი გულშემატკივარია. პატარა საიმონი ებრაელი ობოლია. ჯო გადაწყვეტს გადაარჩინოს საიმონი და მისი ოჯახი, სასწორზე კი მზადაა თავისი კარიერა დადოს.
დედამიწაზე, სადაც უძველესი ცივილიზაციაა, მეომარს სახელად რაია გადაწყვეტილი აქვს იპოვნოს ბოლო დრაკონი.
ახალი წყვილი ურთიერთობის განმსაზღვრელ რთულ პერიოდს გადის, როდესაც ისინი უნებლიედ მკვლელობის იდუმალებით მოცულ საქმეში გაეხვევიან.
ისტორია ახალგაზრდა ობოლ მამაკაცზე, რომელსაც ცხოვრება ბევრ სირთულეს ახვედრებს და ძალიან მძიმე გამოცდებს უწყობს.
asvl