asvl

ვირჯილ ოლდმენი, მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ანტიკვარის ექსპერტი და აუქციონების წამყვანია. მას არ უყვარს ხალხთან ურთიერთობა, ცდილობს დისტანცია დაიცვას და განმარტოებით ცხოვრობს. ერთხელაც მას მდიდრული ვილის მფლობელი, უცანური დაავადებით შეპყრობილი გოგონა დაიქირავებს ქონების შესაფასებლად.
ეს ფილმი ასახავს 80-იანი წლებიდან დღემდე, ოთხი იტალიელი მეგობრის ჯულიოს, ჯემას, პაოლოს და რიკარდოს ცხოვრების 40 წელს, რომელიც სავსეა სიყვარულით, მრავალი მისწრაფებით, წარმატებითა და წარუმატებლობით.
ფილმი ქალთა ჯგუფის შესახებ, რომლებმაც ერთ სამხედრო ბაზაზე მომღელათა გუნდი ჩამოაყალიბეს. წარმოუდგენელად ღრმა მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება, მუსიკა და სიცილი მათ ცხოვრებას სრულიად გარდაქმნის - ისინი ერთმაეთს ეხმარებიან დაძლიონ როგორც საკუთარი შიშები, ისე საყვარელი ადამიანების გამო შიში, რომლებიც ბრძილის ველზე არიან.
ეს ბიგრაფიული დრამა, როკ-ენ-როლის მეფედ წოდებული ლეგენდარული ამერიკელი მომღერლის ელვის პრესლის ცხოვრების, შემოქმედებისა და ღატაკი მომღერლიდან მსოფლიო ვარსკვლავად ქცევის შესახებ მოგვითხრობს.
მოქმედება ხდება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, არიზონაში გაზრდილი ახალგაზრდა სემი ფაბელმანი ისწრაფვის გახდეს კინორეჟისორი, როგორც კი მოზარდობის ასაკს მიაღწევს, მაგრამ მალევე აღმოაჩენს დამანგრეველ ოჯახურ საიდუმლოს და იკვლევს.
12 წლის გოგონას, კანას ისტორია, რომელიც ღმერთების შთამომავლად დაიბადა. მის ოჯახს მისია აქვს - მიაწოდოს შესაწირავი მთელი იაპონიიდან ღმერთებს იზუმოში. ეს მისია კანას დედას უნდა დაესრულებინა, მაგრამ მისმა გარდაცვალებამ აიძულა კანა თვითონ შეესრულებინა დავალება, იმ იმედით, რომ მოგზაურობის დასასრულს დედას კვლავ შეხვდება ღმერთების მიწაზე.
პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებული მსჯავრდებულმა ჯიმიმ, შეიარაღებული ძარცვისთვის თორმეტი წელი გაატარა ციხეში. გათავისუფლების შემდეგ, ის პირობას დებს, რომ მის კიბოთი მომაკვდავ ბავშვობის შეყვარებულ ენის მის ცხოვრებაში საუკეთესო უკანასკნელ წელს აჩუქებს. მაგრამ სამწუხაროდ ამის გაკეთება ძალიან რთული აღმოჩნდება, როდესაც მისი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებულის ოფიცერი ჯიმის საქმეზე წასვლას აიძულებს.
მას შემდეგ რაც ერთი კარჩაკეტილი ადამიანი გესტაციური სუროგატი გახდება 40 წელს გადაცილებული მარტოხელა კაცისათვის, ორივენი მიხვდებიან, რომ ეს მოულოდნელი ურთიერთობა მათეულ აღქმას ბევრი თვალსაზრისით შეცვლის, განსაკუთრებით კი ეს სიყვარულს შეეხება.
დეტექტივი დი იძულებული ხდება დაიცვას თავი იმპერატრიცა ვუს ბრალდებებისგან დანაშაულის გამოძიების დროს.
ვუ-სიკ ჩოი („პარაზიტი“-დან) თამაშობს ერთ-ერთს ორი პოლიციელიდან, რომლებიც ერთ გუნდად ცდილობენ გამოიძიონ საქმე, რომელიც მთელ პოლიციის ძალებს თავდაყირა აყენებს.
ფილმს საფუძვლად დაედო მაიამის ჯეკსონის საშუალო სკოლის საჭადრაკო გუნდის ამბავი, რომელმაც წარმოუდგენელი დაბრკოლებები გადალახა და გახდა პირველი ურბანული სკოლა, რომელმაც აშშ ეროვნული ჩემპიონატი მოიგო ჭადრაკში.
ორი სრულიად განსხვავებული ახალგაზრდა, მათი განსხვავებულობის მიუხედავად გადაწყვეტენ დაქორწინდნენ, გოგონა მომღერალი და მწერალია, ბიჭი კი საზღვაო ქვეითი.
შვილი
ევა ბარში გაიცნობს მამაკაცს, რომელიც მისი აზრით ძალიან მომხიბვლელია. ყველაფერი კი ძალიან მალე რთულდება როდესაც ის აღმოაჩენს რომ მის წინაშე ფსიქოპატი და მისი ამალაა.
კეტრინი და იანი მრავალწლიან ქორწინებაში იმყოფებიან. მას შემდეგ რაც იანმა გაყიდა თავისი ბიზნესი, ის ძალიან დაკავებულია ბონსაის ხეებით და დიდი ხნით ადრე დაგეგმილი მოგზაურობის გადადებას აგრძელებს. ყველაფერი უარესობისკენ მიდის, როდესაც მათი 27 წლის ქალიშვილი და მისი მეგობარი ბიჭი კარგავენ ბინას და მათ კარზე აკაკუნებენ.
50-იანი წლებში ახალგაზრდა წყვილს, რომელიც კონექტიკუტის გარეუბანში ცხოვრობს, პირადი პრობლემები აწუხებს და ამავე დროს ისინი ორ შვილს ზრდიან...
როდესაც, დამწყები მოდელი ემა რამოდენიმე შემოთავაზებას მიიღებს სააგენტოებისაგან, მაშინვე გაემგზავრება პარიზში საკუთარ ოცნებასთან შესახვედრად. ერთ-ერთ ფოტოსესიაზე იგი გაიცნობს სიმპატიურ და წარმატებულ ფოტოგრაფს შეინ ვაიტს, რომელიც შეუყვარდება.
ახალგაზრდა წყვილი მიემგზავრება შორეულ კუნძულზე ექსკლუზიურ რესტორანში, სადაც შეფმა მოამზადა მდიდრული მენიუ, შოკისმომგვრელი სიურპრიზებით.
მეფის სიკვდილის შემდეგ, ვაკანდას მაცხოვრებლები იძულებულები ხდებიან იბრძოლონ საკუთარი მიწისთვის და დაიცვან ის ნებისმიერ ფასად.
დეივიდ სთოუნი ცნობილი, თუმცა წარუმატებელი მწერალია, რომელიც სასოწარკვეთილი დასვენებას საჭიროებს. მისი ცხოვრება იცვლება, მას შემდეგ რავ მას მოულოდნელად ორგანიზებული დანაშაულის ევროპელი ნათლიმამა მეიერ ლანსკი დაურეკავს.
დანიელი ფოტოგრაფ დენიელ რაის ისტორია, რომელიც 2013 წელს სირიაში
ჯონი ის ადამიანია, რომელსაც აქვს პარანორმალური შესაძლებლობები და იძიებს ახალ საქმეს. ამ დროის განმავლობაში მას მოუწევს 16 წლის შეშინებულ გოგონასთან ლაპარაკი.
სერიული მკვლელს გადარჩენილი ადამიანები მიდიან საცხოვრებად ნიუ-იორკში, მაგრამ  სიმშვიდე არც იქ უწერიათ.
ფილმი ოჯახის დესპოტ მამაზე, რომელიც თავის შვილებს ზრდის იზოლაციაში და მაქსიმალურად უნერგავს მათ საზოგადოების სიძულვილს. ამბავი გადმოცემულია 11 წლის ბიჭის მიერ, რომელიც განსჯის მამამისის რადიკალურ შეხედულებებს ცხოვრებაზე.
ისტორია ფსიქოთერაპევტ სიბილის შესახებ, რომელიც მრავალი დამღლელი წლის შემდეგ გადაწყვეტს თავის პირველ გატაცებას, ლიტერატურას დაუბრუნდეს და თითქმის ყველა პაციენტს დაემშვიდობება.
პოპ-მუსიკის ვარსკვლავი კატ ვალდეზი და ბასტიანი კონცერტის დროს თავიანთი თაყვანისმცემლების წინაშე აპირებენ დაქორწინებას, რომელიც რამდენიმე პლატფორმაზე უნდა გაშუქდეს. განქორწინებული სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ჩარლი გილბერტი კონცერტზე მისმა ქალიშვილმა ლუმ და საუკეთესო მეგობარმა პარკერ დებსიმ წაიყვანეს. როდესაც ცერემონიამდე რამდენიმე წამით ადრე კატი გაიგებს, რომ ბასტიანმა ასისტენტთან უღალატა, მისი ცხოვრება მიმართულებას იცვლის და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სიყვარულს, სიმართლეს და ერთგულებას. მთავარი გმირი უცხო ადამიანის, ჩარლის მზერას ამჩნევს ბრბოში, რომელიც მასთან შეუღლებას გადაწყვეტს. ის, რაც იწყება, როგორც იმპულსური რეაქცია, მოულოდნელ რომანად გადაიქცევა.
ეს არის რეალური ისტორია მარიახუანა მწეველ მეგობრებზე, რომელბმაც შეძლეს და 300 000 000 დოლარიანია ხელშეკრულება დადეს პენტაგონთან, იარაღის მიწოდებაზე.
asvl