asvl

დენს უყვარს თავისი მშვიდი გარეუბნის ცხოვრება, როგორც ერთგულ ქმარს, სამი შვილის მამას და მანქანების წარმატებულ გამყიდველს. მაგრამ ეს მხოლოდ ნახევარი ამბავია. ათწლეულების წინ ის იყო მთავარობის ელიტარული მკვლელი, რომელსაც დაევალა მსოფლიოში ყველაზე სასიკვდილო საფრთხეების აღმოფხვრა.
ფილმი მოგვითხრობს ერთ პატარა მეოცნებე ბიჭზე, რომლსაც ძალიან უნდა გახდეს გიტარისტი. ბიჭი მოხვდება ჩონჩხების სამყაროში, სადაც ის ძებნას დაუწყებს თავის საყვარელ გიტარისტს, გამოცდილების გასაზიარებლად.
პოლი მაფიოზის წევრია, მას დიდი ავტორიტეტი აქვს, მაგრამ ასაკმაც მოუწია და ამდენ ნერვიულობას ვერ  იტანს. როცა პანიკური შეტევა დაეწყება ის ფსიქოლოგ ბენთან დასახმარებლად მიდის. იმ წუთიდან ბენის პირადი ცხოვრება თავდაყირა დგება.
მუშები დაკარაში კოშკს აშენებენ, თუმცა თვეებია მათ ხელფასი არ აუღიათ. გადაწყვეტენ ქვეყანა დატოვონ უკეთესი მომავლისთვის. მათ შორის სულეიმანია მან ადას სიყვარული შეჰფიცა.
მოვლენები ნიუ-იორკში ვითარდება და მოგვითხრობს რამდენიმე თაობის შესახებ. კომპოზიტორი რომელიც შემოქმედებით კრიზისს განიცდის, მოულოდნელად ხელახლა აღმოაჩენს თავის გატაცებას ერთი ღამის ავანტურული კავშირის შემდეგ.
ხუთწლიანი ქორწინების შემდეგ ბენი ჯერ კიდევ სიგიჟემდეა შეყვარებული. ერთ დღეს მოულოდნელად გაარკვევს, რომ მისი ცოლი მას ღალატობს. ასე რომ ის იძულებულია განქორწინებულთა კლუბს შეუერთდეს.
პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანები იდევნებიან, ერთ-ერთი აფრიკელი ქალის მეუღლესაც დაიჭერენ. ის რომში წავა სამუშაოდ და მდიდარ პიანისტთან მოსამსახურედ დაიწყებს მუშაობას. პიანისტს კინკსი მალევე შეუყვარდება.
ფილმში ვითარება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანიაში ვითარდება. დროებით მერად ბრიტანელ სამხედრო, ლუის დანიშნავენ. მას უნდა რომ ნულიდან ააშენოს გერმანია. მას და მის ოჯახს დიდი სახლში გადაიყვანენ, სადაც არქიტექტორი არასტაბილურ გოგონასთან ერთად ცხოვრობს.
ბეისბოლის ლეგენდა ბილი დეტროიტის ვარსკვლავია, ხელმძღვანელპობა გუნდის გაყიდვას აპირებს, პირად ცხოვრებაშიც არ უმართლებს...
სიცილიურ ქალაქში მერის არჩევნები მოდის. ახალ მერს ეს საქმე ადვილი ჰგონია, მაგრამ მალე მიხვდება რომ ასე არ არის.
ვინსენტი აპირებს უკვე დასრულებული გამოძიება დაასრულოს და მასში გარეულები სკუბი შაგი და ვინსენტი არიან. ყველაფერი ახლა იწყება სკუბი-დუს გუნდი ცდილობს მეცამეტე მოჩვენება დაიჭიროს.
უახლოეს მომავალში დედამიწაზე სიცოცხლე თითქმის განადგურდება. მცირეოდენ გადარჩენილ ადამიანებს შორის არიან, პოლი და მისი თინეიჯერი ტყუპი ვაჟები, ტომასი და ჯოზეფი, რომლებიც იმალებიან შორეულ ფერმაში.
მეათე შიმშილის თამაშების დროს კორიოლანუს სნოუ მე-12 რაიონის ქალ წამომადგენელს წვრთნის და მის მიმართ გრძნობები უჩნდება...
კატის და ძაღლის საშიში თავგადასავალი მას შემდეგ იწყება, რაც ძაღლი შემთხვევით მოპარულ ძვირფას ქვას გადაყლაპავს.
ფილმში აღწერილია ავსტრალია 70-იან წლებში. ძმებ ფიშერებს უყვართ გართობა, ტალღები, თავისუფლება, მაგრამ ოჯახი უპირველეს ყოვლისა. ჯიმი ივიწყებს გართობას და ოჯახის გადასარჩენად კრიმინალურ საქმეებში ერთვება.
დიდი სახლი მშობლების გარეშე, ალბათ პირველი აზრად წვეულება მოუვა სამ თინეიჯერს, მაგრამ ისინი არ ფიქრობენ, რომ მოვლენები ასე განვითარდება...
მოსახლება ქარიშხალი ,,კატრინა
ნორა ბალერინაა, საკმაოდ წარმატებული და შეჯიბრებაზე გასვლა უნდა, მაგრამ მისი მეწყვილე ფეხს იღრძობს. ნორა ტაილერს გაიცნობს, რომელიც ხულიგნობის გამო იგივე სკოლაში იატაკს წმენდს, ის ჰიპ-ჰოპის მოცეკვავეა. ტაილერი და ნორა ჰიპ-ჰოპს და ბალეტს გააერთიანებენ.
მას მაღალი კლასის საზოგადოებიდან განდევნიან, გოგონა მუსიკოსია და თავისი შემოქმედების გაზიარებას ცდილობს ყველასთვის.
ეს არის ამბავი უბრალო გერმანელ საშუალო სკოლის მოსწავლეებზე, რომლებიც პატრიოტული პროპაგანდის გავლენით მიდიან ომში, თამაშად აღიქვამენ და არ იციან, რომ წინ მხოლოდ სიკვდილი ელით.
ამ ქალის გარშემო საოცარი ადამიანები ტრიალებენ. მისი შეყვარებული ვუარისტია, მამამთილი მანიაკი, მოსამსახურის ძმა საგიჟეთიდან გამოქცეული...
კრისტის მოკლავენ, გამოძიება მიმდინარეობს და აღმოაჩენენ, რომ ეს გოგო სხვა მოკლულ ქალებთან რაღაცით კავშირშია.
ყოფილი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელი სტრანიქსი, მისი ასისტენტი კრილი და მათი ტერორისტული დაჯგუფება ატომურ შანტაჟს გეგმავენ. მაგრამ მათ ვერ გაითვალისწინეს, რომ გემის მზარეული ყოფილი სამხედროა.
ფილმის მოქმედება ვითარდება იმ მომენტში, როდესაც მთელი კაცობრიობა აცნობიერებს, რომ მოახლოებულია ქვეყნიერების დასასრული: დედამიწას უახლოვდება გიგანტური ასტეროიდი და ძალიან მალე ყველაფერი დამთავრდება...
ფილმში მოვლენები ვითარდება 1934 წელს, განდეგილი მილიარდელი ეპატიჟება ექვს, ერთი შეხედვით, უცნობ ადამიანს თავის კუნძულზე სამხრეთ ინგლისში. მოწვეულ სტუმრებს შორის ახალგაზრდა დამწყები დეტექტივი მირანდა გრინიც აღმოჩნდება. როდესაც ერთ-ერთ სტუმარს გარდაცვლილს იპოვიან, მირანდა ხვდება რა მიზნით აღმოჩნდა კუნძულზე, და ახლა მან უნდა გამოავლინოს მკვლელი, სანამ მისი ჯერი მოვა.
მას შემეგ რაც უძველესი არტეფაქტის აღმოჩენა ბოროტ ძალას ათავისუფლებს, მოჩვენებებზე მონადირეების ახალმა და ძველმა თაობამ უნდა გააერთიანონ ძალები, რათა დაიცვან თავიანთი სახლი და გადაარჩინოს სამყარო მეორე გამყინვარებისგან.
ორი ტიტანი, გოძილა და კონგი - ერთმანეთს ლეგენდარულ ორთაბრძოლაში შეერკინებიან მას შემდეგ, რაც ადამიანები
საიმონი სტატიების წერით არის დაკავებული. ერთხელაც ის მეუღლეს გაეყრება და ახალ ცხოვრებას დაიწყებს.
asvl