asvl

დეტექტივი ნიკოლსი ძალიან უცნაური საქმის გამოძიებას იწყებს, სადაც თითქოს ყველაფერი მოჩვენებითია და ილუზიის საბურველშია გახვეული.
მოახლოებული დეპრესიისგან თავის დაღწევის მცდელობისას, მარტოხელა, მაგრამ იმედით სავსე ბრინი ბრუნდება სახლში ნუგეშის საპოვნელად მშობლიურ კედლებში, სანამ ერთ ღამეს არ გააღვიძებს უცნაური ხმაური, რომელიც აშკარად არამიწიერი დამპყრობლებისგან მოდის. მოვლენები არღვევს მის რთულად მოპოვებულ სიმშვიდეს. დაპირისპირება ბრინსა და უცხოპლანეტელ არსებებს შორის, საფრთხეს უქმნის ახალგაზრა გმირის მომავალს და აიძულებენ მას გაუმკლავდეს საკუთარ წარსულს.
ეს დღე ერთ-ერთი ყველაზე ცუდი აღმოჩნდება, ჩვიდმეტი წლის გოგონას ჰელდი სალივანის ცხოვრებაში, როდესაც ის თავის რეისს გამოტოვებს და ჯონ ფიცჯერალდ კენედის სახელობის აეროპორტში ჩარჩება. ჰელდი აგვიანებს მისი მამის მეორე ქორწილში, რომელიც ტარდება ლონდონში. ახალგაზრდა გმირი ხვდება იდეალურ ბიჭს აეროპორტის ვიწრო დარბაზში. მას ოლივერი ჰქვია, ის ბრიტანელია და მის გვერდით ზის. თვითმფრინავში გრძელი ღამე თვალის დახამხამებაში გადის და გმირები აეროპორტის ქაოსში ჩასვლისთანავე კარგავენ ერთმანეთს. შეიძლება თუ არა ბედმა, ისინი კვლავ გააერთიანოს?
წარუმატებელი პირველი პაემნის შემდეგ, თამამი გოგონა ნიკოლი და მაქსი პირობას დებენ, რომ წაშლიან ერთმანეთის ნომრებს, სანამ არ გაიგებენ, რომ მათმა ძაღლებმა სიყვარული იპოვეს, და ახლა ლეკვებს ელოდებიან. შედეგად, სასაცილოდ შეუთავსებელი ნიკოლი და მაქსი იძულებულნი არიან გახდნენ პასუხისმგებელი მშობლები, რა დროსაც საბოლოოდ სიყვარულს თავად პოულობენ.
მას შემდეგ რაც მოზარდების ჯგუფი გაიგებს, როგორ გამოიძახონ სულები ბალზამირებული ხელით, ისინი ერთად იკრიბებიან სპირიტური სეანსის ჩასატარებლად და დამოკიდებულნი ხდებიან ახალ შეგრძნებებზე.
ისტორია ძაღლზე, რომელსაც ჰგონია რომ თავის პატრონს ძალიან უყვარს, მაგრამ ეს ასე სრულებითაც არაა.
ფილმი მოგვითხრობს კუ ძმების შესახებ, რომლებიც ცდილობენ თავი შეაყვარონ ნიუ-იორკელებს და ებრძოლონ მუტანტების არმიას.
პონის სამი თაობა, რატომღაც ერთმანეთს დაშორდება, წლების შემდეგ კი მათი შვილები კვლავ ერთმანეთს ხვდებიან და ცხოვრებას ახალი ფურცლიდან იწყებენ.
მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ჯაშუში, შეხვდება პატარა ბიჭუნას, რომელსაც ელექსირი აქვს. ეს ელექსირი კი დალევის შემდეგ მას მტრედად აქცევს.
ახალგაზრდა გადაწყვეტს მამის გზას გაყვეს და იბრძოლოს საკუთარი ქვეყნისთვის ჯვაროსნების გვერდით. ერთი ბრძოლის დროს მამამისი სასიკვდილოდ დაიჭრება, მამა კი თავის ვაჟს სიკვდილის წინ რაინდად აკურთხებს.
საფრანგეთის მძიმე რევოლუციის დროს ვამპირებზე მონადირე რიხტერ ბელმონი ძლევამოსილი ვამპირის დამარცხებას და საკუთარი ოჯახის ტრადიიცის გაგრძელებას ცდილობს...
მოვლენები ტექნოლოგიური საოცრებებით სავსე შორეულ მომავალში ვითარდება, რომელიც მარტოხელა გოგონას და ზესაიდუმლო რობოტის მეგობრობის შესახებ მოგვითხრობს.
სკუბი-დუ და მისი გუნდი შაგისთან და ელვირასთან ერთად ზეიმობს საყვარელ ჰელოუნის დღესასწაულს, სადაც ყალბი მონსტრებით და ტკბილი კანფეტებით მხიარულება - მშიერი გურმანებისთვის ნამდვილი სამოთხეა
პირველი წუთიდან მათი გრძნობა იმდენად ძლიერია, რომ ისინი ვერ აღუდგებიან მას. პირველად ელზა და პიერი დაემორჩილებიან ვნებას, მაგრამ რათა არ ავნონ ახლობლებს, ისინი გადაწყვეტენ დაშორებას. თუმცა, ბედი კვლავ შეახვედრებს მათ...
ინტერნეტის მწვავე დამოკიდებულება გახდა ეპიდებია იგი აინფიცირებს ყველა ახალგაზრდობას, რაც საბოლოოდ იწვევს მათ უკიდურეს დამოკიდებულებას მსოფლიო ქსელზე. ისინი, ვინც ძალიან არიან დაინფიცირებულები, ირიცხებიან ელიტის ხელახალი განათლების აკადემიაში, რათა დაეხმარონ მათ წარმატებულ მოზარდებად ჩამოყალიბებაში...
ლოკი ბრუნდება, ამჯერად მას წინ ბევრი საინერესო და ხიფათით მოცული თავგადასავალი ელის, მას ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწევს.
ჯოსი - ახალგაზრდა გოგონაა, რომელიც ბავშვობიდან ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული, ფერწერის, წიგნების და წარმოსახვის საკუთარ სამყაროში ცხოვრობს. ერთ დღეს იგი ფერდობიდან ვარდება და მხოლოდ ცუნეოს დროული გამოჩენა უშველის. ცუნეო საზღვაო ბიოლოგიას შეისწავლის და მხოლოდ მექსიკაში მობინადრე ნარინჯისფერი თევზის ხილვაზე ოცნებობს.
ოდესღაც მარინას დენიელი ერქვა და ის კაცი იყო, მაგრამ როგორც არ უნდა შეცვლილიყო ის გარეგნულად შინაგანად მაინც ქალად გრძნობდა თავს. იგი მის შეყვარებულთან ორლანდო ონეტოსთან ერთად იგუასუს ჩანჩქერზე მიდის. ცხოვრება მათ სიურპრიზს უმზადებს. ორლანდო საშინელი თავის ტკივილით იღვიძებს, ისინი საავადმყოფოში მიდიან , მაგრამ უკვე გვიანია ორლანდო მკვდარია. მარინას მკვლელობაში ადანაშაულებენ...
ანიმაცია აღწერს ბინის, ალკოჰოლიკი პრინცესის თავგადასავალს, რომელსაც კომპანიონობას უწევს ელფი, სახელად ელფო და
უილიამ ჯეიმს მორიარტი ცხოვრობს როგორც ჩვეულებრივი დიდგვაროვანი და ასევე ეხმარება უბრალო ადამიანებს მათი პრობლემების გადაჭრაში. თუმცა, გულის სიღრმეში აქვს სურვილი გაანადგუროს არსებული სტრუქტურა, რომელიც დომინირებს ბრიტანულ საზოგადოებაში.
მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატები ზომბების შემოსევამ გაანადგურა, გადარჩენილთა პატარა ჯგუფი ქვეყანაში მოგზაურობს და მიცვალებულს ებრძვის. ერთხელაც გადარჩენილები გასართობ პარკში ჩერდებიან იმედით, რომ იქ უსაფრთხოდ იქნებიან.
ბარბი განიცდის კრიზისს, რის გამოც მას ეჭვქვეშ აყენებს მისი სამყარო და მისი არსებობა.
ერთ-ერთ სანაპირო ქალაქში, ზაფხულის არდადეგების დროს 16 წლის დენიზი თავის ბავშვობისდროინდელი შეყვარებულის ძიებაში სასიყვარულო სამკუთხედში აღმოჩნდება.
თითქოს ყველაფერი დასრულდა და ცხოვრება ჩვეულ რიტმს უნდა დაბრუნდეს, მაგრამ რთულია უარი თქვა ახალ გამოწვევებსა და თავგასასავლებზე. სწორედ ასე ხდება ინდიანა ჯონსის თავს.
ანიმაციაში მოქმედება მანამდე ხდება ვიდრე მინიონების ცხოვრებაში გრუ გამოჩნდებოდა.
თანაკლასელების ბავშვობის რომანი ნორასა და ჰაე სუნგს შორის მოულოდნელად მთავრდება, როდესაც ნორას ოჯახი ემიგრაციაში წავა კანადაში. თორმეტი წლის შემდეგ, ნორა, ახლა სტუდენტია ნიუ-იორკში, რომელიც შენიშნავს, რომ ჰაე სუნგი ეძებს მას სოციალურ ქსელებში. შედეგად, ახალგაზრდა გმირები ხელახლა იკრიბებიან ონლაინ, ხშირად საუბრობენ და გაერთაინებაზე ოცნებობენ. მაგრამ გადის კიდევ ათი წელი, სანამ ისინი საბოლოოდ შეხვდებიან რამდენიმე საბედისწერო დღეს ნიუ-იორკში სუნგის ვიზიტის დროს.
ყოფილი მონა ცდილობს მეუღლის განთავისუფლებას, რომელიც სასტიკი მისისიპელი მიწათმფლობელის კელვინ ქენდის პლანტაციაზე იმყოფება.
კვლევითი ჯგუფი აწყდება მრავალ საფრთხეს ოკეანის სიღრმეების შესწავლისას, მათ შორის მავნე სამთო ოპერაციის ჩატარებისას.
asvl