asvl

როდესაც იგი იგებს, რომ მისი დიდი ხნის პლატონური მეგობარი, მაიკლ ონილი ცოლად კიმბერლი უოლასს, მაღალი წრის ქალს ირთავს, კვების მიმომხილველი კრიტიკოსი , ჯულიან პოტერი მიხვდება, რომ მაიკლის მიმართ წრფელი გრძნობები ამოძრავებს და წყვილის ქორწილის ჩაშლას გადაწყვეტს.
საშინელი საზღვაო კატასტროფის შემდეგ, ახალგაზრდები უკაცრიელ კუნძულზე მარტო აღმოჩნდნენ. ამის შემდეგ მრავალი წელი გავიდა და მათ ახალგაზრდა გულებში ლამაზი სიყვარული აღმოცენდა.
60-იან წლებში ორი ახალგაზრდის სიყვარულზე პოპ მუსიკის მიმართ. აქ აღწერილია, როგორ დაიპყრო დიჯეების ჯგუფმა მთელი ბრიტანეთი. ისინი უკრავდნენ მუსიკას, რომელიც მთელი თაობისათვის განმსაზღველი გახდა. ისინი დაუპირისპირდნენ მთავრობას, რომელიც უპირატესობას ჯაზს ანიჭებდა.
ამბიციური და ძალიან საქმიანი ანჯელას ამბავი, რომელსაც ზედმეტად მომთხოვნი ბოსი ჰყავს. როდესაც ანჯელა დაუგეგმავად ფეხმძიმდება თავისი კარიერის პიკზე,მისი ცხოვრება თავდაყირა დგება.
ახალდაქორწინებული წყვილი, რომელიც ოჯახის შექმნას ახლა იწყებს, ძალიან ბევრ ცხოვრებისეულ გაკვეთილს მიიღებს მათი მოუსვენარი და ცელქი ლაბრადორისაგან, სახელად მარლი.
ნაკლებად ცნობილი მსახიობი, სახელად ჯეკ ნოა ფილმის გადაღებებზე იმყოფება ქვეყანა პარადორში, რომელსაც მართავს დიქტატორი ალფონს სიმსი, მაგრამ როდესაც ის გულის შეტევით გარდაიცვლება, ჯეკი იღებს ახალ გამოწვევას და იწყებს მის ცხოვრებაში საუკეთესო როლის შესრულებას.
შვიდი ძმიდან უფროსს, ადამს, ცოლი მოჰყავს, რის შემდეგაც დანარჩენებსაც ძალიან მოუნდებათ დაქორწინება, მაგრამ საერთოდ არ იციან როგორ მოხიბლონ ქალი.
მას შემდეგ რაც ელიტარულ მკვლელს ცოლად მოჰყავს უალამზესი ქალიშვილი, ის გვერდით დებს იარაღს და თავის ახალგაზრდა მეუღლესთან ერთად მშვიდად ცხოვრებას იწყებს. ერთხელაც აღმოჩნდება, რომ მის მოკვლაზე კონტრაქტია გაფორმებული, მშვიდი ცხოვრება სწორედ აქ მთავრდება...
ჰენრი და ნიკი კარგი მეგობრები არიან, ისინი ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობენ და ცოტა დრო რჩებათ მეორე მსოფლიო ომშ გამგზავრებამდე.
asvl