წარმატებული ბიზნესმენი ტედი ასისტენტად აიყვანს ახალგაზრდა კლერკს, რომელიც ნიუ-იორკში უკეთესი ცხოვრების ასაწყობად ჩამოვიდა. მალე ტედს უგონოდ შეუყვარდება ჯეიმის საცოლე მელისა.
რუშონი უკვე მზადაა თავის მეგობარ გოგოსთან შემდეგი ნაბიჯი გადადგას და ურთიერთობა სხვა დონეზე აიყვანოს. მაგრამ როდესაც ის პაემანზე უთანხმდება ნიკის, გოგო ორმაგ პაემანს სთხოვს და რუშონი იძულებულია მეგობართან ერთად წავიდეს.
სწორედ მაშინ,როცა ჯორჯ ბენკსი, როგორც იქნა შეეგუება საკუთარი ქალიშვილის ქორწილს, ახალ ამბავს გაიგებს, რომ მალე ბაბუა გახდება... და რომ, მისი ცოლი, ნინაც, ბავშვს ელოდება.
მეგობრები დაგეხმარებიან მაშინაც, როცა დახმარება არ მოგითხოვია. როცა ჯეი დი და უეინი მათი მეგობრის დარენ სილვერმანის საშინელი შეცდომის - აუტანელი ლამაზმანის ჯუდითის ცოლად მოყვანის ამბავს შეიტყობენ ისინი მეგობრის შველას გადაწყვეტენ და ამ ამბიციური ქალისგან თავის დაღწევაში ეხამრებიან.
მხიარული კომედია სასაცილო სიტუაციებით, სადაც ყურადღების ცენტრში ხვდება მზა კაბების მაღაზიის მენეჯერი - სამანტა. ის მივლინებით პარიზში მიემგზავრება, სადაც ასევე მივლინებით მყოფ ჟურნალისტს დაუახლოვდება.
ახალგაზრდა ბიჭი სახელად აარონი პასუხობს განცხადებას სადაც ეძებენ ოპერატორს ერთი დღით. განცხადების ავტორია მამაკაცი სახელად ჯოზეფი, ის ამცნობს აარონს, რომ დაავადებულია თავის კიბოთი და რამოდენიმე თვეში გარდაიცვლება.
მიკი რურკი ასრულებს ყოფილი პროფესიონალი რესტლერის რენდი "რეინ" რობინსონის როლს. რენდი 80-იანი წლების ვარსკვლავი იყო, ახლა კი საკუთარი თავის მკრთალი ანარეკლია. მან ერთ-ერთი ბრძოლის დროს ინფარქტი მიიღო, რის გამოც ექიმებმა რინგზე გამოსვლა აუკრძალეს.
არც ისე ახალგაზრდა, მაგრამ მიზანდასახულ ჩოგბურთელს ცნობილ უიმბლდონის ტურნირზე გამარჯვების შანსი ეძლევა, და ამასთან ერთად მომხიბვლელი გოგონას გულის მოგებისაც.
ბრიტანელი მედიცინის დოქტორი ჩინეთის პატარა სოფელში ხოლერის ეპიდემიას ებრძვის, სადაც უიღბლო ქორწინებაში მყოფი, თავის მოღალატე ცოლთან ერთადაა გამომწყვდეული.
სიყვარულის ისტორია, რომელიც ახლო მომავალში დისტოპიურ სამყაროში ხდება. მარტოხელა ადამიანებს საშინელ სასტუმროში აგზავნიან სადაც ისინი ვალდებულნი არიან იპოვონ წყვილი 45 დღეში. თუ ისინი ამას ვერ ახერხებენ მათ ცხოველად აქცევენ და ტყეში უშვებენ.
როცა პატარა ქალაქის პიცერიის მფლობელი და პოეტი ლონგფელოუ იღებს 30 მილიონს, მისი გარდაცვლილი ბიძიასგან, ის სწრაფად იწყებს ფულისთვის თავის მოყრას და გადადის დიდ ქალაქში.
ნიუ-იორკი სავსეა მარტოხელა გულებით, რომლებიც ეძებენ სწორ ქორწინებას, ასეთია ალისი, რობინი, ლუსი, მეგი, ტომი და დავიდი - მათ ყველას სჭირდება ისწავლონ როგორ იყვნენ მარტო სიყვარულით სავსე სამყაროში.
მშვენიერ დამნაშავეს პოლიციელის მკვლელობისთვის სიკვდილი აქვს მისჯილი, თუმცა მას მეორე შანსი ეძლევა - გახდეს საიდუმლო პოლიტიკური მკვლელი, რომელსაც მთავრობა გააკონტროლებს.
ერთი არაფრით გამორჩეული წყვილი ფილი და კლერი შიშობენ, რომ მათ ურთიერთობას რუტინა აუფერულებს. საღამოს ყოველკვირეულ შეხვედრისას წყვილი დაუფიქრებლად მოიპარავს ვახშმის მოსაწვევს, რის გამოც სხვა პირებად გაასაღებენ თავს.
ეს ტრივიალური კომედია, ამერიკული ცხოვრების სტილის უხეში კრიტიკაა. ბად ბაქსტერი ნიუ -იორკის მსხვილი სადაზღვევო კომპანიის რიგითი, მორცხვი აგენტია, რომელიც კარიერაში წინ წასაწევად თავის უფროსს ბინის გასაღებსაც კი ანდობს, ქალებთან გართობის მიზნით.
ჯულია ჩაილდი და ჯული პაუელი - ორივე მათგანი წერდა მოგონებებს საკუთარ ცხოვრებაზე. ისინი დროში და სივრცეში არიან დაცილებული, ორივე გარკვეული ცვლილების წინაშეა.