asvl

ფილმი ქალთა ჯგუფის შესახებ, რომლებმაც ერთ სამხედრო ბაზაზე მომღელათა გუნდი ჩამოაყალიბეს. წარმოუდგენელად ღრმა მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება, მუსიკა და სიცილი მათ ცხოვრებას სრულიად გარდაქმნის - ისინი ერთმაეთს ეხმარებიან დაძლიონ როგორც საკუთარი შიშები, ისე საყვარელი ადამიანების გამო შიში, რომლებიც ბრძილის ველზე არიან.
მას შემდეგ რაც ერთი კარჩაკეტილი ადამიანი გესტაციური სუროგატი გახდება 40 წელს გადაცილებული მარტოხელა კაცისათვის, ორივენი მიხვდებიან, რომ ეს მოულოდნელი ურთიერთობა მათეულ აღქმას ბევრი თვალსაზრისით შეცვლის, განსაკუთრებით კი ეს სიყვარულს შეეხება.
კეტრინი და იანი მრავალწლიან ქორწინებაში იმყოფებიან. მას შემდეგ რაც იანმა გაყიდა თავისი ბიზნესი, ის ძალიან დაკავებულია ბონსაის ხეებით და დიდი ხნით ადრე დაგეგმილი მოგზაურობის გადადებას აგრძელებს. ყველაფერი უარესობისკენ მიდის, როდესაც მათი 27 წლის ქალიშვილი და მისი მეგობარი ბიჭი კარგავენ ბინას და მათ კარზე აკაკუნებენ.
ახალგაზრდა წყვილი მიემგზავრება შორეულ კუნძულზე ექსკლუზიურ რესტორანში, სადაც შეფმა მოამზადა მდიდრული მენიუ, შოკისმომგვრელი სიურპრიზებით.
ისტორია ფსიქოთერაპევტ სიბილის შესახებ, რომელიც მრავალი დამღლელი წლის შემდეგ გადაწყვეტს თავის პირველ გატაცებას, ლიტერატურას დაუბრუნდეს და თითქმის ყველა პაციენტს დაემშვიდობება.
პოპ-მუსიკის ვარსკვლავი კატ ვალდეზი და ბასტიანი კონცერტის დროს თავიანთი თაყვანისმცემლების წინაშე აპირებენ დაქორწინებას, რომელიც რამდენიმე პლატფორმაზე უნდა გაშუქდეს. განქორწინებული სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ჩარლი გილბერტი კონცერტზე მისმა ქალიშვილმა ლუმ და საუკეთესო მეგობარმა პარკერ დებსიმ წაიყვანეს. როდესაც ცერემონიამდე რამდენიმე წამით ადრე კატი გაიგებს, რომ ბასტიანმა ასისტენტთან უღალატა, მისი ცხოვრება მიმართულებას იცვლის და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სიყვარულს, სიმართლეს და ერთგულებას. მთავარი გმირი უცხო ადამიანის, ჩარლის მზერას ამჩნევს ბრბოში, რომელიც მასთან შეუღლებას გადაწყვეტს. ის, რაც იწყება, როგორც იმპულსური რეაქცია, მოულოდნელ რომანად გადაიქცევა.
ეს არის რეალური ისტორია მარიახუანა მწეველ მეგობრებზე, რომელბმაც შეძლეს და 300 000 000 დოლარიანია ხელშეკრულება დადეს პენტაგონთან, იარაღის მიწოდებაზე.
ეს არის დიქტატორის ჰეროიკული ისტორია, რომელიც თავის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს იმისათვის რომ ქვეყანაში რომლის მმართველიც იყო, დემოკრატია არასოდეს ჩამოყალიბდეს.
მას შემდეგ რაც საიდუმლო აგენტების ჯგუფს რეპუტაცია შეელახება, მეთაური უიღბლო მაგრამ მოტივირებულ ანალიტიკოსს მაქსველ სმარტს აირჩევს და მას წარმატებულ და განსაკუთრებული სტილის მქონე აგენტ 99-ს მიამაგრებს. ეს კი შესაძლოა არ იყოს კარგი იდეა.
ამბავი საშუალო სკოლის პედაგოგი მეგობრების, ისტორიის პროფესორის, ფსიქოლოგის, ეკონომისტის და ფიზიკოსის შესახებ. ისინი საკუთარ თავზე რევოლუციური სამეცნიერო თეორიის შემოწმებას გადაწყვეტენ.
ახალგაზრდა ერთგული მამა მრავალი წელი შინ ჯდომის შემდეგ პირველად პოულობს დროს თავისთვის, როდესაც მოულოდნელად მისი ცოლი და შვილები წავლენ. შედეგად, მთავარი გმირი გადაწყვეტს, რომ აიწყვიტოს, და წვეულებების მოყვარულ თავის ძველ საუკეთესო მეგობართან ჰეკისთან ერთიანდება, რომლებიც ერთად ატარებენ ველურ უიკენდს, რაც მთავარი გმირის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს.
მსახიობი, რომელიც სუპერგმირის როლზე ოცნებობდა, როგორც იქნა იღებს ამ როლს, მაგრამ ყველაფერი ძალიან მოულოდნელად თავდაყიდა დგება.
ფრენკლინ ჰეტჩეტი საკმაოდ გამოცდილი თაღლითია. პოლიციელის სიკვდილში თანამონაწილეობა მას მოულოდნელად სკანდალურად ცნობილს ხდის. მას ახლა მთელი ამერიკის შეერთებული შტატების პოლიცია ეძებს.
დაქირავებულთა ჯგუფი, ზუსტად საშობაოდ თავს დაესხმება მდიდარი ოჯახის, თოვლის ბაბუა კი იძულებული გახდება რადაც არ უნდა დაუჯდეს, შობა და ოჯახი გადაარჩინოს.
ცნობილი სამხრეთელი დეტექტივი ბენუა ბლანი მიემგზავრება საბერძნეთში თავისი ბოლო საქმისთვის.
კიდევ ერთი შესანიშნავი ფრანგული კომედია. ფილმი მოგვითხრობს ორ მეგობარ ბიჭზე, რომლებსაც სიყვარულში არ უმართლებთ და ამიტომაც გადაწყვეტენ ერთმანეთს დაქორწინდნენ მაგრამ ყველაფერი ირევა...
ერთ დღეს პატარა ბიჭები გადაწყვეტენ რომ მოიქცნენ ისე როგორც თინეიჯერები და ყველაფერი თავზე დაიმხონ. მათ ეს მცდელობა ძალიან მხიარული და სახიფათო აღმოჩნდება.
ახლა უკვე ზრდასრული რალფ პარკერი კლივლენდ-სტრიტზე მდებარე თავისი ბავშვობის სახლში ბრუნდება, რათა მის შვილებს აჩუქოს ჯადოსნური შობა, როგორიც მას ბავშვობაში ჰქონდა.
ამბავი მეგობრების თავგადასავალის შესახებ, რომლებიც ტრადიციისამებრ საზაფხულო არდადეგებზე ბორდოს ახლობლად მდებარე კონცხზე მიემგზავრებიან.
გალაქტიკის მცველების ახალი ფილმი, რომელიც სპეციალურად ახალი წლისთვის მომზადდა.
ბრაზიანი და მოწყენილი გრინჩი ბრუნდება, მას ძალიან არ უყვარს ახალი წელი და მხიარული ადამიანები, ამიტომაც ის ეცდება მოიპაროს შობა.
ისტორია მამაკაცის შესახებ, რომელიც შობას სახლში ბრუნდება, რათა დედის მიერ დატოვებული ქონება მიიღოს. სახლში დაბრუნებული კი პოულობს დღიურს, რომელშიც ბევრი საიდუმლო იმალება.
პოპ ვარსკვლავი, რომელიც დაიღალა და სურს განტვირთვა და მოშორება ყველაფრისგან, მიდის ერთ პატარა ქალაქში, სადაც შთაგონებასთან ერთად სიყვარულსაც პოულობს.
ქალების ყოველდღიურობა, თითქმის ერთნაირია და ძალიან დამღლელია. შობა-ახალი წელი მოდის და დედები გადაწყვეტენ არაფერი გააკეთონ წინა საახალწლოდ. შემდეგ კი ყველაფერი ძალიან სასაცილოდ ვითარდება.
ჩარლზ დიკენსის ისტორიის მუსიკალური ვერსია ძუნწი მიზანთროპის შესახებ, რომელიც ჯადოსნურ მოგზაურობაშია...
პატარა გოგონა აღმოაჩენს ოცნებების რუკას, რომლის დახმარებითაც ის ოცნებების ქვეყანაში მოგზაურობს და ამ გზით გაურბის მამის დაკარგვის ტკივილს.
სტუდენტები ადალბერტოსა და ლუნას ერთმანეთი შეუყვარდებათ, თუმცა ერთმანეთის ოჯახებს არ იცნობენ.
მუშების ჯგუფი, რომელსაც მუდამ მოკამათე მამა-შვილი მეთაურობს და გზას აშენებენ, გადარჩენაზე ფიქრი მოუწევს, მას შემდეგ რაც შემთხევით უძველეს ირლანდიელ ვამპირს გააღვიძებენ.
asvl