asvl

ახალ დაოჯახებული წყვილი საცხოვრებლად ახალ სახლში გადადის, სადაც სრულიად მოულოდნელად საიდუმლო ოთახს აღმოაჩენენ რომელიც დიდ საიდუმლოებებს ინახავს.
ეს არის იდუმალი პატარძალი, რომელიც მართავს თავის ოჯახს და მტკივნეულ წარსულს აფარებს თავს, რადგან მის სოფელს კაცობრიობის ზებუნებრივი მკვლელობები აწუხებენ.
ომში დაღუპული ჩენ ჩჟენის სიკვდილიდან ზუსტად შვიდი წლის შემდეგ, შანჰაიში ყველასთვის უცნობი ადამიანი ჩამოდის და ადგილობრივი მაფიის ბოსს დახმარებას უწევს. ეს ადამიანი კი ყველასთვის მოულოდნელი პიროვნება აღმოჩნდება.
ამბავი უზარმაზარი გამოცდილების მქონე პროფესიონალი მოხუცი თაღლითის შესახებ, რომელიც მარტივი, მაგრამ მომგებიანი თაღლითური სქემის ორგანიზებას ბოლოჯერ გადაწყვეტს. ამჯერად მისი მსხვერპლი მოხუცი მდიდარი ქვრივია.
ახალგაზრდა გოგონა ოცნებობს გახდეს კინოვარსკვლავი, მაგრამ ყველა მცდელობა სამწუხაროდ უშედეგო აღმოჩნდება და გახმაურებული კრახით დასრულდება.
ამბავი 8 წლის გოგონაზე, რომელიც საშინელ გაუპატიურების მსხვერპლია, რამაც იგი შინაგანად და ემოციურად დააზიანა.
ეს არის სპეციალიზებული კლინიკა უსინათლო ბავშვებისთვის, სადაც მასწავლებელ იანს სურს გასცილდეს სწავლის ტრადიციული საზღვრების ფარგლებს და დაეხმაროს ბავშვებს გამოიკვლიონ საკუთარი გარემო.
ეს არის ამბავი, რომელიც რეალურად მოხდა. 11 წელი მარტოხელა დედას მოიტაცებენ და დაატყვევებენ. მოგვიანებით მასთან ერთად კიდევ აღმოჩნდება 2 გოგონა. ის კი  მათთვის საუკეთესო მეგობარი და აღმზრდელი გახდება.
ერთ-ერთი ძალიან მდიდარი და ამავდროულად გავლენიანი ოჯახის უფროსი, უეცრად გარდაიცვლება და თავის ცოლ-შვილს შოკისმომგვრელ საიდუმლოს დაუტოვებს.
მოვლენები 1894 წელს ვითარდება, როდესაც ფრანგ ოფიცერს,  გერმანელებისთვის საიდუმლო დოკუმენტების მიწოდების გამო ატლანტიკის ოკეანეში მდებარე კუნძულზე უვადო დეპორტაციაში გაუშვებენ.
ახალგაზრდა გოგონას, მის დედასა და ბებიას დემენციის გამოვლენებები აქვთ, რომელმაც მათი ოჯახი მთლიანად მოიცვა.
შელახული და დაშავებული მერიკელი ტურისტი, ჩამოკიდულია თავდაყირა პირდაპირ ბუქარესტის ცენტრში. კიდევ წამი და მის სიცოცხლე დასრულდება, თუმცა ყველაფერი სხვანაირად ხდება.
ქარიშხლის დროს ქურდების ბანდა ძარცვას დაგეგმავს, მაგრამ მათ დიდი პრობლემა შეექმნებათ, როდესაც პოლიციელი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ყველას აიძულებს შენობა დაცალონ.
მეცხრამეტე საუკუნის 50-იან წლებში, საბრძოლო დარბაზის გასახსნელად ჰონგ კონგში ძალიან ბევრი მებრძოლი შეიკრიბა. მათ შორის არის დიდი რეპუტაციის მქონე იეი უენი, რომელიც კოულონის მფლობელის ყურადღებას იქცევს.
ახალგაზრდა მეცნიერს რომელიც NASA -ს კვლევითი ლაბორატორიაში მუშაობს, უცხოპლანეტელები გაიტაცებენ. რმაგრამ მის ისტორიას არავინ დაიჯერებს, თუმცა ყველაფერი ზუსტად ამ დროს იწყება.
ექიმი და მისი საყვარელი ოჯახი, კრიმინალთა ბანდას მძევლად ჩაუვარდება. თუმცა, მოულოდნელად ერთ-ერთ კრიმინალს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდება.
კომპანიის ახალი ძალიან მომხიბვლელი და სექსუალური თანამშრომელი, დიდ პრობლემად იქცევა იმ ბიზნესმენისთვის, რომლის ცოლიც მისი ცხოვრების ყველა ასპექტს აკონტროლებს და ქმრის შესანარჩუნებლად კი უკან არაფერზე დაიხევს.
მამაკაცი გონს მოდის დამტვრეულ ავტომობილში, რომელიც სადღაც ჯუნგლებშია. მას ფეხი აქვს მოტეხილი, გარშემო რამდენიმე გვამია, ხოლო მანქანის დამხმარე სათავსოში რევოლვერია. სამწუხაროდ, მას არაფერი არ ახსოვს.
დედა და მისი ცამეტი წლის ქალიშვილი სიღარიბის ზღვარზე არიან მიუხედავად იმისა, რომ დედა ბევრ ადგილას მუშაობს. მათი ცხოვრებას კი ერთი პატარა ფაქტი შეცვლის.
ამბავი უფროსი ბანკირის შესახებ, რომელსაც მიუხედავად მის წინააღმდეგ მიმართული დიდი ფინანსური სკანდალისა, მას უწევს ამოხსნას კორუმპირებული სქემები.
ეს არის ამბავი დიდი ბრიტანეთის მეფის ედვარდ VIII-ს და ამერიკელი უოლის სიმპსონის რომანის შესახებ.
ახალგაზრდა ქურდს, მანქანების მსხვილი ქურდობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, ის ინფორმატორი გახდება და პოლიციას ეხმარება კრიმინალური ფირმის განადგურებაში.
ამერიკის საზღვაო ძალების გემის კაპიტანს  მეორე მსოფლიო ომის პერიოდიში მოუწევს მოკავშირეთა გემების ქარავანს წარუძღვეს, რომელსაც ნაცისტების წყაქლქვეშა ნავით ეგრეთწოდებული
ეს არის ისტორია დამკრძალავი ბიუროს თანამშრომელზე, რომელიც დიდი ფულის გამო კლავს მდიდარ ქვრივს და ყველანაირად ცდილობს შექმნას ილუზია, რომ ის ცოცხალია.
ეს არის ისტორია გოგონაზე, რომელიც სახლში ბრუნდება მას შემდეგ რაც მის დაბადების ადგილს ქალაქზე გაცვლის. იქ მას ისევ საკთარი სახლი და ხელგაშლილი ოჯახი დახვდება.
ახალგაზრდა და  თან ძალიანცინიკური დელი, გაიცნობს  გონებამახვილ გოგონას  და მალე მათ შორის თავბრუდამხვევი რომანი დაიწყება.
ლორენი და კეტი ვითომ მეგობრები არიან და ერთად გადავლენ საცხოვრებლად კეტის ბებიის ბინაში, მას შემდეგ კი რაც ქირის გადახდას ვეღარ შეძლებენ. გოგოები სულ ჩხუბში არიან.
ცნობილ ფრენბურთის ვარსკვლავის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, სკოლის გოგონათა გუნდი ერთ მუშტად შეიკვრება მათი მკაცრი, მაგრამ საყვარელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით იმ იმედით, რომ ჩემპიონატს მოიგებენ.
asvl