კარლოსი ჭკვიანი და მიმზიდველი მამაკაცია, მაგრამ საოცრად სევდიანია. ერთ დღეს იგი წავა წიგნების ბარში, სადაც პირველად დალევს ბრენდის. იქ იგი ირენს შეხვდება. მათ ორივეს გული გაუტეხეს, ამიტომ მათი შეხვედრა შემთხვევითი არ ყოფილა.
ნევადაში კომპანიის ეკონომიკური ჩამოშლის შემდეგ, ფერნი თავის ფურგონს მოაწყობს და სოციალური ცხოვრებისგან გათავისუგლებული, ნომადის ცხოვრებას მიჰყოფს ხელს.
პულიცერის პრემიის ორგზის ლაურეატის, ოგუსტ უილსონის ამავე სახელოწოდების ავტობიოგრაფიული პიესის ადაპტაცია, "ბლუზის დედის" სახელით ცნობილი ლეგენდარული მომღერლის, მა რეინის და ამბიციურ საყვირზე შემსრულებლის, ლივის შესახებ.
ოჯახი, რომელის ყველა წევრიც უმუშევეარია, უკიდურესად ღარიბები არიან. მათი ცხოვრება მხოლოდ მაშინ იცვლება, როდესაც ერთ-ერთი ოჯახის წევრი მუშაობას მდიდარ ოჯახში იწყებს და მოულოდნელ ინციდენტში გაეხვევა.
კინორეჟისორი მალკომი და მისი მეგობარი გოგონა მარი, ფილმის პრემიერის შემდეგ სახლში ბრუნდებიან, სადაც კრიტიკოსების გარდაუვალ დადებით რეაქციას და ფინანსურ წარმატებას ელოდებიან. მაგრამ საღამო მოულოდნელ სახეს იღებს.
კალიფორნიის კერნის ოლქის შერიფის მოადგილე დეკი, ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის მოხერხებულ დეტექტივ ბაქსტერთან ერთად ყველანარიად ცდილობს როგორმე დაიჭიროს სერიული მკვლელი.
მამა გადაწყვეტს, მისი ქალიშვილის მელანისკოლეჯის შერჩევაში მიიღოს მონაწილეობა. ამ ყველაფერთან ერთად პოლიციის შეფი ჯერ არ არის მზად შვილთან დასაშორებლად.
ფილმი მოგვითხრობს კაცზე, რომელსაც ოჯახი ავიაკატასტროფაში დაეღუპა, მაგრამ ეს შემთხვევით არ მომხდარა, ამიტომაც მთავარი გმირი გადაწყვეტს შური იძიოს ამის მიზეზის გამომწვევ ადამიანზე...
ჩრდილოეთ ნორვეგიაში, შვედი და ნორვეგიელი ნახევარ-დები ადრეულ ზამთარში ყვინთვით ერთობიან. უბედური შემთხვევა მოხდება და ისინი 30 მეტრის სიღრმეზე კლდოვანი გრუნტის მახეში მოექცევიან.
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაც ვინსენტზე, რომელიც ტურეტის სინდრომით არის შებყორბილი - მრავალრიცხოვანი მოტორული გრიმასებით, რომლებიც ვლინდება პერიოდულად.
მარტა და შონი ბოსტონელი წყვილია, რომლებიც სადაცაა მშობლები უნდა გახდნენ და რომელთა ცხოვრებაც რადიკალურად შეიცვლება, როდესაც ბავშვის შინ გაჩენა წარმოუდგენელი ტრაგედიით მთავრდება.
ჩეთინს ყველაფერი დალაგებული აქვს ცხოვრებაში, ჰყავს საყვარელი ადამიანი და საქმეს წარმატებით უძღვება. მაგრამ მისი ყოფილი შეყვარებულის გამოჩენის შემდეგ, ყველაფერი თავდაყირა დგება.
ის ყველასთვის ცნობილი ქურდია, რომელიც ციხიდან გამოდის და საერთოდ არ აქვს არანაირი ქონება. ამიტომ ის გადაწყვეტს დიდი ძარცვა დაგეგმოს, რათა უზრუნველად იცხოვროს
ორი გამოცდილი ნიუ-იურკელი დეტექტივი ფიქრობს, რომ ბოლო დროს მომხდარსა და ძველ, წესით გახსნილ მკვლელობას შორის დიდი კავშირი არსებობს. შესაძლოა სერიულ მკვლელთან გვაქვს საქმე და გამოდის, რომ უდანაშაულო ადამიანია ციხეში?
ალბათ ყველას გახსოვთ მსახიობი ომარ სი ფილმიდან "ხელსეუხებელნი", სწორედ ის მონაწილეობს ახალ ფრანგულ ფილმში. მთავარი გმირი ამ ფილმშიც ომარ სი არის, რომელსაც მისი ძველი შეყვარებული ქალი შვილს მიუყვანს და ეტყვის რომ მან უნდა გაზარდოს ის, რადგან მან მიატოვა ის და ისიც კი არ იცოდა რომ ფეხმძიმედ
ცინიზმი, შიში და ტყუილი - სასამართლო დრამის მთავარი თემებია... ჩიკაგოელი არქიეპისკოპოსის მკვლელობაში ბრალს ახალგაზრდა ბიჭს სდებენ, რომელიც მის მიმართ არსებული ყველა მტკიცებულების მიუხედავად, ბრალდებას უარყოფს და ადვოკატს თავის უდანაშაულობაში არწმუნებს.
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა არტურზე, რომელიც გარეუბანში ცხოვრობს და მეგობრებთან ერთად ცდილობს ფულის შოვნას. ის ხშირად ბრძოლობს ფულის საშოვნელად, ერთ დღესაც კი ის მივა მახვილთან შესახვედრათ და ყველაფერი აქედან იწყება...
ჯიმი კარგავს სამსახურს, რომელმიც ვაფლის მაღაზიაში მუშაობდა. ის ძალიან მალე უმეგობრდება ედვარდს, ყოფილ მოვაჭრეს, რომელმაც გამოსცადა მძიმე ცხოვრებისეული გაკვეთილები.