მოქმედება ხდება 1920-იანი წლების კოპენჰაგენში. ილუსტრატორი და მხატვარი გერდა ვეგენერი სთხოვს მეუღლეს ეინერ ვეგენერს ნატურის ადგილის დაიკავოს და ქალის ფორმაში გამოეწყოს.
ჯარისკაცმა ერაყის ომის სამ მისიაში მიიღო მონაწილეობა და სრულიად უვნებელი ჩავიდა თავის ქვეყანაში. მას მთელი ამ მისიების მანძილზე ერთი უცნობი გოგონას სურათი ჰქონდა, რომელიც მისი თილისმა იყო და აშშ-ში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა ამ გოგონას მოძებნა.
ბრიტანელი ახალგაზრდა, თავისდაუნებურად ხვდება ტაილანდურ ციხეში, სადაც ყოველი დღე შესაძლოა ბოლო დღე აღმოჩნდეს, ამიტომაც ის გადაწყვეტს გახდეს მოკრივე და იბრძოლოს საკუთარი თავის გადასარჩენად.
17 წლის გოგონას ცხოვრება სრულიად თავდაყიდა დადგება, მას შემდეგ რაც მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდებიან. მალევე მის ცხოვრებაში გამოჩნდება ბიჭი, რომელიც მისი მოტივატორი გახდება.
სამურაი, სრულიად შემთხვევით საკუთარი დის ქმარს მოკლავს. ამ საშინელი შემთხვევის შემდეგ ის ჭკუიდან შეიშლება. გოგონას მის გარდა სხვა არავინ ჰყავდა, ამიტომ სამურაი მხოლოდ მისი დის დასაცავად ცხოვრობს.
მამა მიემგზავრება ოკლაჰომადან საფრანგეთში, რათა დაეხმაროს თავის ქალიშვილს, რომელიც ციხეში იმყოფება მკვლელობისთვის, რომელიც მისი თქმით, მას არ ჩაუდენია.
ახალგაზრდა გოგონა სახელად ლიზას, უცნობი მამაკაცის მანქანით მგზავრობის შემდეგ, მოულოდნელად ლითონის მილების ლაბირინთში გაიღვიძებს, რომლებიც სავსეა მომაკვდინებელი ხაფანგებით და მისგან თავის დაღწევა ძალიან რთულია.
მეზღვაური მივა მოხუცთა თავშესაფარში, სადაც მას განძრახული აქვს ერთი პაციენტის მონახულება. ამ მონახულების დროს ის წაიკითხავს ამ ადამიანის უბის წიგნაკს, სადაც საინტერესო ისტორიაა მოთხრობილი.
ულამაზესი გოგონა ჰეიზელი დაავადებულია სიმსივნით. მან თითქმის დაამარცხა დაავადება და მის ცხოვრებაში სწორედ ამ ეტაპზე გამოჩნდა ბიჭი რომელიც ძალიან შაუყვარდა, ასევე ბიჭსაც ცხოვრებაზე მეტად შეუყვარდა ის, მაგრამ ყველაფერი ცუდი ჯერ კიდევ წინ არის.
ცხოვრებაში მწარე გამოცდილების მიღების შემდეგ, წყვილი მოულოდნელ გადაწყვეტილებას იღებს და საცხოვრებლად მეგობრებთან გადადის. ისინი იქ ბევრ რამეს ისწავლიან და ცხოვრებასაც სხვანაირად შეხედავენ.
1903 წლიდან დაძინებული ვულკანი, რომელიც ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის საზღვარზეა სრულიად მოულოდნელად ამოიფრქვევა. არსებობს გარდაუვალი ამოფრქვევების საფრთხე, სწორედ ამიტომ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის უნიკალურად მომზადებული პროფესიონალების ჯგუფები ერთიანდებიან.
ბავშვთა დავშესაფრის ხელმძღვანელი იზაბელი, ნიუ-იორკში ერთ-ერთ მსხვილ ქველმოქმედთან შესახვედრად მიემგზავრება. იგი ქალს პატიჟებს ქორწილში, რომელიც ბევრ მოულოდნელ შედეგს უკეთებს პროვოცირებას.
მთავარი გმირი არის ადამიანი, რომლმაც უნდა გადაარჩინოს დედამიწა და ზოგადად კაცობრიობა. ის არის შეიარაღებული და შეუძლია ნებისმიერი იმ ადამიანის განადგურება, ვინც მსოფლიოს საფრთხეს უქმნის.