ისტორია ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მშობლების შესახებ, რომლებსაც აქვთ ძალიან დიდი საიდუმლო: ისინი წარმოუდგენლად გამოცდილი CIA-ს საიდუმლო აგენტები იყვნენ. გმირებმა ჯაშუშური ცხოვრება დათმეს, რათა ოჯახი შეექმნათ, თუმცა წყვილის მოკრძალებული არსებობა გარეუბნებში ამქვეყნად ხანმოკლე აღმოჩნდება, როდესაც მათი საფარი გამოვლინდება და ისინი აღმოჩნდებიან უკან ჯაშუშობის სამყაროში.
ციხიდან გათავისუფლებული ახალგაზრდა ყოფილი პატიმარს, ასევე პატიმარი რეი ჩაილდერსი ავალებს თავისი გაუცხოებული ქალიშვილი ევას მოძებნას. ამისთვის დივოს მოუწევს შტატის საზღვრის გადაკვეთა, რაც არღვევს მის პირობით გათავისუფლებას და ამან შეიძლება გამოიწვიოს მისი კვლავ დაპატიმრება.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ვენეციაში, პუარო, რომელიც ახლა პენსიაზეა გასული, უხალისოდ ესწრება სეანსს. მაგრამ როდესაც ერთ-ერთი სტუმარს მოკლულს იპოვიან, ყოფილი დეტექტივი კიდევ ერთხელ ერთვება გამოძიებაში.
გოგონა დედის სხვა ქვეყანაში წასვლის შემდეგ კარგად ერთობოდა და ატარებდა დროს, მანამ სანამ დედა არ დაიკარგა და მისი პოვნა შეუძლებელი გახდა.
მას შემდეგ რაც გაიტაცებენ სანტა კლაუს, ჩრდილოეთ პოლუსის უსაფრთხოების ხელმძღვანელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის რომ შობა გადაარჩინოს.
ბრიტანელი ელისი და ნილ ბენეტები, მდიდარი დაქორწინებული წყვილია, რომლებიც მათ შვილებთან, კოლინთან და ალექსთან ერთად აკაპულკოს მდიდრულ კურორტზე ისვენებენ. გმირების ცხოვრება იდეალური ჩანდა იქამდე, სანამ ნათესავის გადამწყვეტი სატელეფონო ზარი იდილიას არ დაარღვევს.
ფილმში მოვლენები ვითარდება 8 წლის გოგონას იდუმალი გაუჩინარების გარშემო, ხოლო კადოს ტბაზე წარსული სიკვდილისა და გაუჩინარების სერია იწყებს ერთმანეთში გადახლართას...
ნარკოტიკების გაყიდვის აპის გამოძიებისას, დეტექტივი მა სეოკ-დუ და მისი გუნდი მოულოდნელად აღმოაჩენენ კავშირს ფილიპინებში მოკლულ აპის ძებნილ დეველოპერსა და მსხვილ არალეგალურ ონლაინ აზარტულ ორგანიზაციას შორის.
ფილმში მოვლენები ვითარდება 1934 წელს, განდეგილი მილიარდელი ეპატიჟება ექვს, ერთი შეხედვით, უცნობ ადამიანს თავის კუნძულზე სამხრეთ ინგლისში. მოწვეულ სტუმრებს შორის ახალგაზრდა დამწყები დეტექტივი მირანდა გრინიც აღმოჩნდება. როდესაც ერთ-ერთ სტუმარს გარდაცვლილს იპოვიან, მირანდა ხვდება რა მიზნით აღმოჩნდა კუნძულზე, და ახლა მან უნდა გამოავლინოს მკვლელი, სანამ მისი ჯერი მოვა.
ნიკ ბუნი - დაქირავებული მკვლელია, რომელიც დაუნდობელი სინდიკატის აღმსრულებელის სახით თავისი ცხოვრების გამოსყიდვას ცდილობს.
ძალიან საშიში დამნაშავის და მისი დაბნეული ძმის სასაცილო ისტორია, ისინი სრულიად შემთვევით დაკარგავენ მოპარულ ბრილიანტს და დიდი შარში გაეხვევიან.
რობერტ მაკკოლი იტალიაშო ცხოვრების დროს აღმოაჩენს, რომ მისი მეგობრები ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტების კონტროლის ქვეშ არიან. ის იძულებული ხდება გახდეს მისი მეგობრების მფარველი მაფიის წინააღმდეგ.
დეტექტივი ნიკოლსი ძალიან უცნაური საქმის გამოძიებას იწყებს, სადაც თითქოს ყველაფერი მოჩვენებითია და ილუზიის საბურველშია გახვეული.
ისტორია გლობალური სამშვიდობო სააგენტოს ოპერატიული მუშაკის, რეიჩელ სტოუნის შესახებ. ის ერთადერთი ქალია, რომელმაც უნდა შეასრულოს სახიფათო მისია იდუმალი მაკგაფინის დასაცავად, რომელიც ცნობილია როგორც
დასავლეთ ავსტრალია, 1987 წელი. ფსიქოპატი ჯონი და მისი მეგობარი ქალი ეველინი ახალგაზრდა გოგონების გატაცებით ერთობიან. აუპატურებენ მათ, შემდეგ კი ხოცავენ და ტყეში მარხავენ. შემდეგი მსხვერპლი 17 წლის ვიკი მალოუნი მიხვდება, რომ მათგან თავის დასაღწევი ერთადერთი გზა ეველინის ჯონის წინააღმდეგ ამხედრებაა.
ისტორია ბრუკლინელ პოლიციელებზე, ქალაქის სისასტიკით ცნობილ ნაწილში, ბრაუნსვილში ვითარდება. ნიუ-იორკის პოლიციის განყოფილების სამოცდამეხუთე უბანში. სამი პოლიციელი ცდილობს შეინარჩუნოს ზღვარი
ადვოკატი აღმოაჩენს პატარა სოფლის დიდ საიდუმლოებებს, როდესაც იცავს თავის მკვლელობაში ბრალდებულ გაუცხოებულ დედას სასამართლო პროცესზე...
როდესაც კაპერი და მისი საუკეთესო მეგობარი სეპელი აღმოაჩენენ, რომ მათ ბებიას საყვარელი ყავის საფქვავი მოპარეს, გმირები მაშინვე მიხვდებიან, ვინ არის დამნაშავე: მძარცველი ჰოტცენპლოტცი. მეგობრები თაღლითის მოსაძებნად მიდიან, რა დროსაც ხვდებიან ბოროტ ჯადოქარს.
ჯონ ვიკი ამჯერად უკვე თავის ყველაზე მომაკვდინებელ მოწინააღმდეგეებს ხვდება. მის თავზე მონადირეებისთვის კი ჯილდო ბევრად იზრდება.
ამერიკელი დედა, მოულოდნელად მემკვიდრეობით იღებს ბაბუის მაფიის იმპერიას იტალიაში. ფირმის მრჩევლით ხელმძღვანელობით, ის მხიარულად არღვევს ყველას მოლოდინებს, როგორც საოჯახო ბიზნესის ახალი ხელმძღვანელი.
დაქორწინებული წყვილი, ნიკი და ოდრი სპიტცები საკუთარ სააგენტოს ხსნიან და კერძო დეტექტივებად იწყებენ მუშაობას. სამწუხაროდ, მათი ბიზნესი არ ყვავის და ახლა სპიტცები იბრძვიან სააგენტოს შესანარჩუნებლად.
ჯონ ლიშიცკის ცრუდ დააბრალეს დანაშაულის ჩადენა და ციხეში ჩასვეს. თავისუფლებაზე გამოსვლის შემგეგ, მას შურისძიების წყურვილი კლავს მოსამართლეზე, რომელმაც მას სასჯელი მიუსაჯა...
ამავე სახელწოდების კრიმინალური სერიალის სრულმეტრაჟიანი ეპიკური გაგრძელება უფროსი დეტექტივი-ინსპექტორის, ჯონ ლუთერის შესახებ. საშინელი სერიული მკვლელი ატერორებს ლონდონს, იმ დროს, როდესაც ბრწყინვალე, მაგრამ შერცხვენილი დეტექტივი ჯონ ლუთერი გისოსებს მიღმა ზის.
ორი მძარცველის გეგმა თავდაყირა დგება, სწორედ ამიტომ ისინი იძულებულები ხდებიან სასწრაფო მოიპარონ და გაიქცნენ.
მოვლენები ბელფასტის შუაღამის ქუჩებში ვითარდება და ახალგაზრდა წვრილმანი დილერი მძღოლის ბეიჯის შესახებ მოგვითხრობს, როდესაც ის საშიში მევახშისგან ნასესხები ნაღდი ფულით ცდილობს ბოლო გარიგება დადოს.
პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებული მსჯავრდებულმა ჯიმიმ, შეიარაღებული ძარცვისთვის თორმეტი წელი გაატარა ციხეში. გათავისუფლების შემდეგ, ის პირობას დებს, რომ მის კიბოთი მომაკვდავ ბავშვობის შეყვარებულ ენის მის ცხოვრებაში საუკეთესო უკანასკნელ წელს აჩუქებს. მაგრამ სამწუხაროდ ამის გაკეთება ძალიან რთული აღმოჩნდება, როდესაც მისი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებულის ოფიცერი ჯიმის საქმეზე წასვლას აიძულებს.
ვუ-სიკ ჩოი („პარაზიტი“-დან) თამაშობს ერთ-ერთს ორი პოლიციელიდან, რომლებიც ერთ გუნდად ცდილობენ გამოიძიონ საქმე, რომელიც მთელ პოლიციის ძალებს თავდაყირა აყენებს.