ყოფილი პოლიციელი მეთ სკადერი ლიცენზიის გარეშე დაქირავებულ დეტექტივად მუშაობს. ამასთან ერთად ცდილობს ალკოჰოლს თავი დაანებოს. ერთხელაც, მას დაიქირავებენ, რათა ადგილობრივი ნარკოდილერის მოტაცებული ცოლი მოძებნოს.
როდესაც სოფლის წმინდა ქანდაკების თავს ვიღაც მოიპარავს, საბრძოლო ხელოვნების ახალგაზრდა ოსტატი მის დასაბრუნებლად დიდ ქალაქში მიემგზავრება.
ყოველ ახალ წელს სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილი ვილი სტოუკი მსხვილ სავაჭრო ცენტრებს ძარცვავს. ამჯერად მისი გეგმები შეცვალა ბავშვმა, რომელსაც სჯერა, რომ ვილი ნამდვილად სანტა კლაუსია.
დაგ მაკრეი გამოცდილი ქურდია და მის გუნდის წევრებზე ბევრად ჭკვიანია, ახლა კი თამაშიდან გასვლა სურს. მაგრამ როდესაც საქმე ბანკის ფილიალის ახალგაზრდა მიმზიდველი მენეჯერის, კლერ კისის გატაცებას ეხება იგი ისევ საქმეშია.
მაფიის ბოსის შვილისთვის შეცდომები და გრძნობები წარმოუდგენელი ფუფუნებაა. მეტს ძვირი დაუჯდა ამის გაგება.
წარსულში ელიტური სპეცნაზის მომზადების სპეციალისტი ელ თი ბონემი შეუერთდება ფედერალური ბიუროს ჯგუფს, რომელიც სასტიკი მკვლელის კვალს მიჰყვება.
ჟან გაბენის სიტყვაძვირი და უშიშარი გმირი ყოფილ დამნაშავეებს ეხმარება. ამჯერად მისი დახმარების ობიექტი ჯუნოა, რომელსაც ის არაერთხელ დაეხმარა. მაგრამ მას პოლიციაში დაუმარცხებელი მტერი დარჩა, რომელიც გასაქანს არ მისცემს.
მშვენიერ დამნაშავეს პოლიციელის მკვლელობისთვის სიკვდილი აქვს მისჯილი, თუმცა მას მეორე შანსი ეძლევა - გახდეს საიდუმლო პოლიტიკური მკვლელი, რომელსაც მთავრობა გააკონტროლებს.
ერთი არაფრით გამორჩეული წყვილი ფილი და კლერი შიშობენ, რომ მათ ურთიერთობას რუტინა აუფერულებს. საღამოს ყოველკვირეულ შეხვედრისას წყვილი დაუფიქრებლად მოიპარავს ვახშმის მოსაწვევს, რის გამოც სხვა პირებად გაასაღებენ თავს.
იური ორლოვი მოგზაური იარაღით მოვაჭრეა. ყველაზე სახიფათო საომარი ზონების გავლით, იური ახერხებს ერთი ნაბიჯით წინ გაუსწროს ინტერპოლის აგენტს, მის მეტოქეებს, ზოგიერთ მის კლიენტსაც კი, რომელთა რიგებში მსოფლიოს ყველაზე ცნობილი დიქტატორები შედიან.
მაქს დემბო ციხიდან 7 წლის შემდეგ გამოდის, თუ მას უკან ციხეში დაბრუნება არ უნდა აუცილებლად მასზე მეთვალყურე ოფიცერს უნდა დაემორჩილოს, რაც არც თუ მარტივი საქმეა...
შობის დღესასწაულის წინ ლონდონში მშობიარობის დროს გარდაიცვლება ახალგაზრდა რუსი ქალი, რომელიც ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. მედდა, რომელიც მის წარმოშობას ინიშნავდა ჟურნალში გარკვეულ საიდუმლოებას აწყდება მასსა და გოგონას რუს ოჯახს შორის.
ძარცვის დროს შექმნილი შეფერხებები პოლიციის ინფორმატორის არსებობაზე მიუთითებს, რის გამოც საწყობში სადაც ისინი არიან დაძაბულობა მატულობს. დანაშაული ძალადობას წარმოქმნის. გადარჩენილები: ვეტერანი მისტერ უაიტი, ახალბედა მისტერ ორენჯი, ფსიქოპატი მისტერ ბლონდი, მისტერ პინკი და სასიამოვნო ახალგაზრდა ედი - მათგან ერთერთი ამოსაცნობია.
მძიმე ბავშვობის მქონე ორი მსხვერპლი შეყვარებულები და ფსიქოფატი სერიული მკლელები ხდებიან...
1976 წლის ზაფხულში კლივლენდის შუაგულში მიყოლებით 36 აფეთქება მოხდა, როდესაც ირლანდიელ მაფიოზს დენი გრინსა და იტალიურ მაფიას შორის დაპირისპირება დაიწყო...
კრიმინალური კომედიის გმირს, იდეა, მოეპარა პასპორტი მისი მსგავსი ბიჭისათვის, რატომრაც კარგი მოეჩვენა. ის ხომ იმალება, მას შემდეგ რაც შეცდომით დაადანაშაულეს.
უცნაურია, მაგრამ მოტაცებული ბავშვი და მის გამტაცებელი დამეგობრდებიან. გაქცეული დამნაშავე სამართალს გაურბის, მისი დაჭერა კი პატიოსანი ამერიკელი მარშალის ვალდებულებაა.