სამყაროში სადაც მეზღვაურობა ყველაზე პირველია, ახალგაზრდა მეკობრე ეკიპაჟთან ერთად გაემგზავრება მეკობრის მეფის ტიტულის მოსაპოვებლად და მითიური საგანძურის აღმოსაჩენად, რომელიც ცნობილია როგორც "ვან პისი".
სერჰატის სამყარო ინგრევა, როდესაც ის თავისი მეუღლის, ბერაკის, დიდი ხნის განმავლობაში დამალულ საიდუმლოს გაიგებს. გაბედულ ზეინეპთან შეხვედრის შემდეგ, ის ქარიშხალში აღმოჩნდება, რომელიც ყველაფერს შეცვლის.
თინეიჯერულ სერიალში, მოქმედება ხდება ელიტარულ კოლეჯში, სადაც ყველა ტიპის და წარმომავლობის ადამიანს ვხვდებით. თინეიჯერების ცხოვრება, სასიყვარულო თავგადასვლები, მეგობრული თუ სახიფათო კავშირები. ყველაფერი, რაც კი შეიძლება ადამიანს გადახდეს ამ ასაკში...
1962 წელს, როდესაც პატარა ბიჭი ქრება, წყვილი შვილთან ერთად დერიში, მენის შტატში გადადის საცხოვრებლად. მათი ჩამოსვლისთანავე ქალაქში ძალიან ცუდი რამ იწყება.
ისტორია როდ-აილენდელი ძმების ურთიერთგადამკვეთი ცხოვრებისეული გზების შესახებ. ტომი ადგილობრივი პოლიციელია, მაიკლი კი პროფესიონალი კრიმინალი, რომელიც ახალი ინგლისის ირლანდიური მაფიის წევრია. სერიალში ასევე ფიგურირებს მათი დედა- როზი, ბიძაშვილი კოლი კერი, ბავშვობის მეგობარი, როდ აილენდელი დეტექტივი
სამსახურის დაკარგვის შემდეგ, ჰეჯ-ფონდის მენეჯერი ქურდობას მიმართავს და ოჯახის ცხოვრების წესის შესანარჩუნებლად მდიდარ მეზობლებს ესხმის თავს, თუმცა საბედისწერო შეცდომას უშვებს, როდესაც არასწორ სახლში შეიჭრება.
კარლი, ყოფილი მაღალი რეიტინგის მქონე დეტექტივი, დანაშაულის გრძნობას განიცდის თავდასხმის შემდეგ, რომლის შედეგადაც მისი პარტნიორი პარალიზებული და კიდევ ერთი პოლიციელი გარდაცვლილი დარჩა. სამსახურში დაბრუნების შემდეგ, კარლს გაურკვეველი საქმის განხილვას დაავალებენ, რომელიც მის ცხოვრებას წაართმევს...
6 ობოლი და-ძმა სტამბოლის ქუჩებში გადარჩენას ცდილობს და ხელისუფლებისა და კრიმინალების მუქარას ერიდება. უფროსი დის, აზიზეს ხელმძღვანელობით, მათი კავშირი ერთადერთია, რაც მათ აქვთ, რადგან ისინი სასოწარკვეთილად ეძებენ უსაფრთხო თავშესაფარს და ახალ ერთად ცხოვრებას.
ზეინეპი გოგონაა, რომელიც ედრემითში რთულ პირობებში მუშაობდა და უნივერსიტეტის გამოცდებისთვის ემზადებოდა, საბოლოოდ თურქეთში მეხუთე ადგილი დაიკავა და მის მიერ არჩეული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი მოიგო.
მიუნევერი, დიდგვაროვანი ოჯახიდანაა და თავის მოახლე სუზანთან ერთად ძველ სასახლეში ცხოვრობს. ერთ ღამეს, დის მიერ მიტოვებული პატარა გოგონა მიუნევერის ცხოვრებას ცვლის. გოგონა მიუნევერის უცნობი შვილიშვილია.
ეს არის სამყარო, სადაც ძნელია იმის თქმა, ვინ კარგია და ვინ ცუდია, რა არის ნამდვილი და რა არის ყალბი. ეს სამი ძმა, ერთიანი მიზნით, აღმოაჩენენ, რომ ისინი არ არიან ისე დაკავშირებულები ერთმანეთთან, როგორც აქამდე ფიქრობდნენ.
სერიალი ერთ გოგოსა და ორ ძმას შორის სასიყვარულო სამკუთხედზე, დედებსა და მათ შვილებს შორის ურთიერთობების მუდმივ განვითარებაზე და ძლიერი ქალური მეგობრობის მარადიულ ძალაზე მოგვითხრობს. ეს არის ამბავი მოზარდობაზე, პირველ სიყვარულზე, პირველ გულისტკივილზე და ერთი მშვენიერი ზაფხულის ჯადოქრობაზეა.
თქვენ რას გააკეთებ სიყვარულისთვის? როდესაც საუცხოო წიგნების მაღაზიის წარმატებული მენეჯერისა და ახალგაზრდა, დამწყები მწერლის გზები იკვეთება, პასუხი კითხვაზე ნათელი ხდება: ყველაფერს! ინტერნეტისა და სოციალური მედიის გამოყენებით აგროვებს რა მწერალზე უმნიშვნელოვანეს და დაწვრილებით ინფორმაციას, ცდილობს
ისტორია ახალგაზრდა ქვრივის შესახებ, რომელიც ძალიან განიცდის საყვარელი ადამიანის სიკვდილს. ტრაგედიიდან მალევე ქალი გადაწყვეტს ქმრის ცხედარი სამშობლოში გადაასვენოს. ასე რომ, მთავარი გმირი და მისი პატარა ვაჟი აღმოჩნდებიან მდიდარი ოჯახის სახლში, რომელიც დიდ ფულს შოულობს. მაგრამ ეს ყველაფერი მათთვის
მთავარი გმირი ქალი სახელად ებრუა, ის კარგი მეუღლე და სამი შვილის დედაა. მრავალი წლის მანძილზე, მთელი მისი ცხოვრება ტყუილებზე იყო აგებული. ადრე, თუ გვიან, ტყუილი სიმართლით შეიცვლება, მაგრამ ეს სიმართლე ძალიან ძვირად ღირებული იქნება.
სებნემის ინტრიგებით, სიყვარულითა და ემოციებით სავსე შემაშფოთებელი ცხოვრება - ის დაიბადა დიდი უსამართლობით, შრომობდა მათ დასაძლევად, აკეთებდა ყველაფერს, რაც საჭირო იყო ამისთვის და ახლა ცდილობს თავი დააღწიოს კრიმინალურ წარსულს.
სამი რამის დამალვა არ შეიძლება ცხოვრებაში "სიყვარულის, მოწევის და ფულის უქონლობის". სწორედ ასეა ჩახლართული იმ ადამიანების ცხოვრება, ვიზეც სერიალი მოგვითხრობს.
ასლანი მრავალშვილიანი ოჯახის შვილია, რომელიც მართავს ღამის კლუბს, ის ძალიან მისტიური და ჭკვიანი ადამიანია. ფსიქოლოგთან შეხვედრის შემდეგ კი, მისი ცხოვრება იცლვება.