მიუნევერი, დიდგვაროვანი ოჯახიდანაა და თავის მოახლე სუზანთან ერთად ძველ სასახლეში ცხოვრობს. ერთ ღამეს, დის მიერ მიტოვებული პატარა გოგონა მიუნევერის ცხოვრებას ცვლის. გოგონა მიუნევერის უცნობი შვილიშვილია.
მამაკაცი თავისი პრობლემური ფესვებისგან შორს ახალ იდენტობას ქმნის და ახალ ცხოვრებას აწყობს, მანამ სანამ დამარხული ოჯახური საიდუმლოებები არ ამოტივტივდება და უკან, იმ ჩრდილში არ დააბრუნებს, რომელიც უკან დატოვა.
დიდ ვალებში ჩაფლული მექანიკოსი, ტიმური, კარსლების ოჯახის საიდუმლოებებში აღმოჩნდება ჩათრეული და მოულოდნელად მემკვიდრე ზაფერ კარსლის როლს ირგებს, რაც ყველას ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის...
ფარაჰი 28 წლის ირანელი ექიმია, რომელიც სტამბოლში არალეგალურად მუშაობს და მაფიის მიერ ჩადენილი მკვლელობის მომსწრე ხდება...
ორჰუნი, დემირჰანლის ოჯახის მემკვიდრეა, მან დამნაშავეები დასაჯა, ახლა კი გულში შურისძიების ცეცხლით იხელმძღვანელებს.
შრეკის თავგადასავალი გრძელდება, ამჯერად მას ახალი გამოწვევები და ახალი ისტორია აქვს.
სერიალი მოგვითხრობს ქალზე, რომელსაც დააბრალეს დანაშაული და ციხეში 20 წელი გაატარა, ის გამოდის ციხიდან და ცდილობს დაიბრუნოს დაკარგული ოჯახი.
როსაურა ძალიან კეთილი და ლამაზი გოგონაა, მას დედა ჰყავს გარდაცვლილი და ცხოვრობა უწევს ალკოჰოლიზმით დაავადებულ მამასთან ერთად, რომელიც მდებარეობს მდიდარი არისმენდის ოჯახის ზღაპრული რანჩოს გვერდით.
სოფლელი გოგონას სამყარო მას შემდეგ იცვლება, როდესაც ის სტამბოლელი ჯარისკაცის ხვდება, რომელიც მის სოფლის თემში სავალდებულო სამსახურს იხდის. მათი კავშირი სოციალურ ბარიერებსა და ტრადიციულ მოლოდინებს ეჯახება...
ძლიერი და ამავდროულად მებრძოლი ახალგაზრდა ქალი, რიო-დე-ჟანეიროს გარეუბნიდან გახდება ადამიანებით ვაჭრობის თურქული ქსელის მსხვერპლი.
სიცილიის ერთ პატარა ქალაქში, სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროს მარინეოს მოკლავენ. როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ეს დანაშაული მაფიამ ჩაიდინა. ასევე ამავე დღეს ცნობილი გახდება კიდევ ერთი სიკვდილის შესახებ. სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა მარკიზა პეჩი შალოიამ.
ძალიან ტრადიციული და მდიდარი ინდური ოჯახის ქალიშვილს შეუყვარდება დალიტი,
ასი ძალიან ლამაზი გოგონაა, მაგრამ ძალიან ღარიბი ფერმერის შვილია. მას შეუყვარდება მდიდარი ბიჭი, რომელიც დედის საძებნად სოფელში ჩავიდა. მაგრამ წინ უამრავი დაბრკოლება და სირთულე ელის.
შივანგი და რაგჰუ სხვადასხვა სოციალურ გარემოში აღიზარდნენ. შივანგის უფრო გაუმართლა და მდიდარ ოჯახში დაიბადა. იგი ბაბუასთან ერთად ცხოვრობს და თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს. გოგონა ვერც კი წარმოიდგენდა, თუ ღარიბ რაგჰუს გაყვებოდა ცოლად, მაგრამ ბედისწერამ ასე გადაწყვიტა. თუმცა შივანგი ფარ-ხმალს არ ყრის და სისულელეს სისულელეზე ჩადის. რას მოუტანს მას ასეთი საქციელი ამას სერიალიდან გაიგებთ
ახალგაზრდა გოგონას სჯეროდა სიყვარულის, მანამ სანამ საყვარელმა ადამიანმა მას არ უღალატა. ამის გამო ის წავა ბარში და მთვრალი სრულიად უცნობ მამაკაცთან გაატარებს ღამეს, ამ ღამის შემდეგ კი მათშორის გაჩნდება ერთი მხრივ სიყვარული, მეორე მხრივ კი სიძულვილი.
ამბავი წარუმატებელ ადვოკატზე, რომლიც სრულიად მოულოდნელად ხდება ცნობილი, მას შემდეგ რაც ჩაერთვება მკვლელობის საქმეში.
მასწავლებელი რომელიც სირიაში ასწავლიდა ომის გამო იძულებულია ქვეყნიდან გამოიქცეს, მაგრამ მას წინ ძალიან ბევრი ბოროტება და დაბრკოლება ელის.
რეალური ამბავი 47 წლის ალ კაპონეზე, რომელიც ათი წელი ციხეში ყოფნის შემდეგ, თავისუფლებას უბრუნდება და წარსულის მოგონებების ტანჯვას უმკლავდება.
ამბავი მამაკაცზე და მის ოჯახზე, რომლთაც ვალების გამო ყველაფერი დაკარგეს და იძულებულები არიან საცხოვრებლად ბოდრუმში გადავიდნენ, მაგრამ პრობლემები არც აქ მთავრდება.
ვენახში სადაც ულამაზესი გოგონა მუშაობს, მეპატრონე გარდაიცვლება და მისი შვილიშვილები ჩამოდიან რათა მემკვიდრეობა მიიღონ. თუმცა ამ მემკვიდრეობის მიღებას თავისი მოთხოვნები აქვს.
მერიდა უალამზესი პრინცესაა, რომელიც მეფე ფერგუსისა და დედოფალი ელინორის სამეფოში ცხოვრობს. ის მეამბოხეა, მშობლებს საერთოდ არ ემორჩილება და ერთ დღესაც სამეფოს წმინდა წესს დაარღვევს, რითაც საშინელ აურზუარს გამოიწვევს.
ეს არის  სამი არსების ამბავი: თაგვი, რომელსაც წიგნების ჭამას მათი კითხვა ურჩევნია, ვირთხა, რომელიც ინტრიგებს ხლართავს, რათა სამუდამოდ დატოვოს ნესტიანი საპყრობილე და დიდი ყურებიანი გოგონა, რომელსაც ბედისწერა პრინცესას ამოუცნობ გზებს დაუკავშირებს.
ეს არის ისტორია 3 დის და მათი მამის შესახებ. გოგონები დედამ მიატოვა და ამიტომაც ისინი იძულებულები არიან როგორმე გათხოვდნენ, მაგრამ მათ ცხოვრებაში ბევრი რთული რამ მოხდება.
ახალგაზრდა ქალი გაყიდეს და იძულებული გახადეს ფიზიკურად იმუშაოს, როგორც მონამ. მაგრამ ეს ყველაფერი მისთვის ძალიან გაუსაძლისი და აუტანელი გახდება.
კაცი რომელსაც არც ისე რთული ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ მისმა ქალიშვილმა და მისით შებყრობილმა ქალმა ცხოვრება თავდაყირა დააყენა.
ნიუ-იორკელი დეტექტივების თავგადასავალი და კრიმინალთან პირისპირ, რომელთან ბრძოლაც მათ ყოველდღე უწევთ, ეს კი ძალიან მხიარული და საინტერესოა ყველასთვის.
ზეჰრას და ომერის სიყვარული ისევ გამოცდის წინაშეა, მათ უნდა გაუძლონ ახალ სირთულეებს და შეინარჩუნონ ის სიყვარული რომელიც მათ შორის არის. ამიტომაც მათ ბევრი წინააღმდეგობა ელით წინ!
სერიალი მოგვითხრობს სპეცრაზმელებზე, რომლებიც ყოველდღიურად ახალდაახალ საქმეებზე გადიან. მათი სიცოცხლე ყოველდღიურად საფრთხეშია, მაგრამ ისინი პროფესიონალები არიან.
asvl