ქერიმი შურისძიებას ეძებს ექრინის მამისგან, რადგან ის მის მამას მკვლელობაში ადანაშაულებს. თავდაპირველი მტრობის მიუხედავად, ისინი ერთიანდებიან ნამდვილი დამნაშავის საპოვნელად და სირთულეების გადალახვისას ერთმანეთში სიყვარულს პოულობენ.
როდესაც კარდინალ ლოურენსს ევალება წარმართოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლო და უძველესი მოვლენა, ახალი პაპის არჩევა, ის აღმოჩნდება შეთქმულების ცენტრში, რომელმაც შეიძლება შეარყიოს კათოლიკური ეკლესიის საფუძველი.
მამაკაცი ბავშვობის იდილიურ სანაპიროზე ბრუნდება, შვილთან ერთად სერფინგისთვის. როდესაც მას ადგილობრივების ჯგუფი დაამცირებს და ამის გამო მამაკაცი კონფლიქტში ეხვევა, რომელიც გამუდმებით მწვავდება და მას კრიტიკულ ზღვარზე აყენებს.
ოჯახს ეპატიჟებიან შაბათ-კვირის გასატარებლად სახლში, რომელიც ქალაქგარეთ მდებარეობს და ახლოს არავინ ცხოვრობს, ისინი მალე ხვდებიან რომ საშინელ ადგილზე მოხვდნენ.
ჯარისკაცი პირდაპირ ომიდან ბრუნდება სახლში და აღმოაჩენს, რომ მისი შეყვარებული დაკარგულია, ოჯახი დანგრეულია, სამეზობლო კი დანაშაულშია გახვეული. მიუხედავად იმისა, რომ უხალისოდ ბრუნდება, ის მკვლელი ხდება საყვარელი ადამიანების დასაცავად.
ქალაქის უმდიდრესი ოჯახის ქალიშვილი, ძალიან განათლებული და კარგი მანერებით გამორჩეულია მთელ ქალაქში, მას უყვარდება ჰალილი, რომელისაც სრულიად სხვა განზრახვები აქვს.
სამი რამის დამალვა არ შეიძლება ცხოვრებაში "სიყვარულის, მოწევის და ფულის უქონლობის". სწორედ ასეა ჩახლართული იმ ადამიანების ცხოვრება, ვიზეც სერიალი მოგვითხრობს.
როდესაც მეოცნებე არქიტექტორი და მისი მეუღლე გაურბიან ომის შემდგომ ევროპას 1947 წელს, რათა აღადგინონ თავიანთი მემკვიდრეობა და შეესწრონ თანამედროვე შეერთებული შტატების დაბადებას, მათ ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის იდუმალი, მდიდარი კლიენტი.
მამაკაცს, რომელსაც სახელმწიფო ღალატი დააბრალეს და კუნძულზე ციხეში გამოამწყვდიეს, 14 წლის შემდეგ გაიქცევა კუნძულიდან და უკან ბრუნდება, როგორც გრაფი მონტე-კრისტო და თავის მოაზრეებთან ერთად ცდილობს შური იძიოს იმ ადამიანებზე ვინც მას ეს დააბრალა.
ისტორია დევიდ სმოლბონის შესახებ, რომელიც მისი წარმატებული მუსიკალური კომპანიის დაშლის შემდეგ უფრო ნათელი მომავლის საძიებლად ავსტრალიიდან შტატებში გადადის თავის ოჯახთან ერთად.
პატარა ქალაქში მცხოვრები შერონ სტივენსი მიზნის ახალ გრძნობას იძენს და მარტო აერთიანებს მთელ საზოგადეობას, როდესაც ხვდება ორი ქალიშვილის ქვრივ მამას, ედ შმიტის.
ტერორისტული თავდასხმის თავიდან ასაცილებლად, "FBI"-ი გამოცდილ ავანტიურისტს, საირუს უიტეკერის და მის საერთაშორისო მძარცველების გუნდს სთავაზობს ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდების ძარცვის გარიგებას. სანაცვლოდ FBI-ი მათ აღარ ჩასვას ციხეში.
დაქირავებული მკვლელის ცხოვრება ისევ თავგადასავლებით სავსე ხდება, მას შემდეგ რაც ის პენსიიდან გასული საქმეს უბრინდება და ახალგაზრდებთან ერთად იწყებს ახალი გეგმები შესრულებას.
ფილმში მოვლენები ვითარდება პოსტ-აპოკალიფსურ კლდოვან მთებში, რომელიც მოგვითხრობს მარტოხელა მამისა და ორი ქალის შესახებ, რომლებიც გადაწყვეტენ დატოვონ თავიანთი უსაფრთხო სახლი, იმისათვის რომ შეებრძოლონ საშინელ არსებებს და გადაარჩინონ პატარა ბიჭის სიცოცხლე.