ცალთვალა ქრცვინი ბაკი, ქრეშთან და ედისთან ერთიანდება. ისინი ერთად დინოზავრების სამყაროში ახალი თავგასავლების საძიებლად მიემგზავრებიან.
არმიის კაპიტანი, წყნარი ოკეანის შუაგულში მდებარე სამხედრო ბაზაზე აღმოჩნდება მას შემდეგ, რაც მას შეცდომით გაათავისუფლებენ პენტაგონში საოცნებო სამსახურიდან.
ნიუ-ჯერსში მცხოვრები პაკისტანური წარმოშობის ამერიკელი 16 წლი კამალა კარგი მოსწავლე და თავგამოდებული გეიმერია, რომელიც სუპერგმირებზე, განსაკუთრებით კაპიტან მარველზე ფანფიკებს წერს. თუმცა, ახალგაზრდა გმირი მთელი ძალებით ცდილობს თავისი გზა იპოვოს სახლში და სკოლაში, სანამ საბოლოოდ არ მოიპოვებს იმავე სუპერ-შესაძლებლობას, როგორც მისი კერპი.
თანამედროვე ლონდონში მცხოვრები ახალგაზრდა ჟურნალისტი გოგონა, რომელიც ქალაქის არქივში საიდუმლო სასიყვარულო წერილების სერიას აღმოაჩენს. მათში ჯენიფერ სტირლინგის და ენტონი ო’ჰარას 1960-იანი წლების ძალიან რომანტიკული, მაგრამ აკრძალული ურთიერთობის ისტორიაა მოთხრობილი.
ფილმში მოქმედება ჩინეთის დიდ კედელში ხდება, ამიტომაც ქვია ამ ფილმს
„სამწუხაროდ“ ბიჭი დაიბადება ნაკლით, რომელიც მისი გარეგნობაა. ამიტომ ის ძალიან დაკომპლექსებული და მშიშარაა, იმის გამო რომ მას ადამიანები სხვებისგან გამოარჩევენ და შეშინებულები უყურებენ. მას სკოლაში არავინ ემეგობრება, მანამ სანამ არ გამოჩნდება ერთი ბიჭი, რომელიც მისი საუკეთესო მეგობარი გახდება.
უმაღლესი კლასის დაქირავებული მკვლელი ალექს ლუისი უარს ამბობს ძლიერი და სახიფათო კრიმინალური ორგანიზაციის შეკვეთის შესრულებაზე, რის გამოც მათი სამიზნე გახდება.
მას შემდეგ რაც გასაიდუმლოებული იარაღი აღმოჩნდება საშიშ ადამიანების ხელში,
მამაკაცი, რომელსაც აქვს ხალზე მანიპულირების ნიჭი, უერთდება ფსიქიატრ ქალს, რომელიც მასე უფრო საშიშია.
ორი დედის ისტორია, რომლებიც ერთ დღეს იმშობიარებენ.
ისტორია მარტოხელა დედაზე, რომელსაც სასიკვდილო დიაგნოზი აქვს და ხვდება დახვეწილ სტუდენტს, როდესაც ის იბრძვის თავისი თავქარიანი ექვსი წლის ბავშვის მომავალისთვის.
სარეკლამო მენეჯერსა და მოდის ბლოგერს რატომღაც სიყვარულის არ სჯერათ. ასე რომ ნიძლავს დადებენ, რომ ერთი მეორეს სიგიჟემდე შეაყვარებს თავს - ეს უჩვეულო ტაქტიკის დახმარებით მოხდება.
სალვადორ კამპოდონიკო საკმაოდ წარმატებული ესპანელი ბიზნესმენია, რომლის ოჯახი ფლობს უდიდეს სასტუმრო კორპორაციას მთელს ესპანეთში.
ბრიგსი თავის ბელგიურ ნაგაზთან ლულუსთან ერთად წყნარი ოკეანის სანაპიროზე საუკეთესო მეგობრისა და მწვრთნელის დაკრძალვაზე მიდის.
2002 წელს ჩირლიდინგის გუნდის კაპიტანი, რუბი ყველაზე ლამაზი და პოპულარული გოგონა იყო სკოლაში, რომელიც კვოტერბეკს ხვდება და მალე გამოსაშვები საღამოს დედოფალი უნდა გამხდარიყო. ყველა ბიჭი ოცნებობდა მასთან ყოფნაზე, რომელსაც ყველაფერი ქონდა მანამ, სანამ წარუმატებელი აკრობატული ტრიუკის გამო კომაში არ ჩავადრდა. ოცი წლის შემდეგ რუბი კომიდან გამოდის და ხვდება, რომ მან ცხოვრების საუკეთესო ნაწილი დაკარგა. მაგრამ 37 წლის ქალად ქცეული მთავარი გმირი სკოლაში ბრუნდება და ცდილობს თავისი სკოლის ვარსკვლავის როლი დაიბრუნოს. მაგრამ ყველაზე მეტად მას გამოსაშვები საღამოს დედოფლის გვირგვინის მორგება სურს.
ტრევისი საიდუმლო სამთავრობო აგენტია, რომელიც ცდილობს შეეგუოს თავის ბნელ წარსულს. მაგრამ როდესაც სახიფათო დავალების შესრულებისას მთავარი გმირი სასიკვდილო შეთქმულებას გამოავლენს მის ორგანიზაციაში, რომელიც ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში აღწევს, ის ფარული კონფლიქტის ქაოტურ ეპიცენტრში აღმოჩნდება, რაც ტრევის FBI-ის დირექტორის სამიზნეს გახდის, და ახლა სანამ ბლოკი ჟურნალისტის დახმარებით თავისი წარსული დანაშაულის გამოსყიდვას ცდილობს, ბოროტმოქმედები მის ქალიშვილს და შვილიშვილს გაიტაცებენ.
გამოცდილი თერძი ლონდონში მდებარე მსოფლიოში ცნობილ სევილ როუს ქუჩაზე კერავდა კოსტიუმებს. მაგრამ პირადი ტრაგედიის შემდეგ, მთავარი გმირი ჩიკაგოში აღმოჩნდება, რომელიც ახლა ქალაქის მკაცრ უბანში პატარა ატელიეში მუშაობს, სადაც ლეონარდო ერთადერთი ადამიანებისთვის: ბოროტი განგსტერების ოჯახისთვის კერავს ლამაზ ტანსაცმელს, რადგან მათ ამის საშუალება აქვთ.
ჰორტონს იმდენად დიდი ყურები აქვს, რომ თურმე ისიც კი შეუძლია გაიგოს, თუ როგორ ესაუბრება ყვავილი. უფროსწორედ ის არსებები, რომლებიც მასში ცხოვრობენ.
ცნობილი ადამიანები ჯეიმს ფრანკოს სახლში წვეულებაზე ერთობიან, ამ დროს სამყაროს აღსასრული დგება.
ერთმანეთს გამომწერებისა და მოწონებების რაოდენობის მიხედვით ვაფასებთ. კაილიც ასეთი ცხოვრებით ცხოვრობს. ხელიდან ტელეფონს არ იშორებს, ფეხიდან კი სკეიდ ბორდს.
ორი ახალგაზრდა თურქეთში ჩასვლის შემდეგ, მოულოდნელად ძალიან თბილ და დიდ ოჯახში აღმოჩნდებიან. მალე მათ სიყვარული ეწვევათ, რომელსაც ბევრი გამოცდა ახლავს თან.
ქალის ცხოვრება თავდაყირა დგება, მას შემდეგ რაც უყვარდება თავისი ქმრის მკვლელი მამაკაცი.
თანხების გაფლანგვის ყველაზე უფრო დიდი სკანდალი, ერთი ამერიკული საჯარო სკოლაში.
დაცვის თანამშრომელი ქალს ბრაზის შეკავების სერიოზული პრობლემა აქვს, რასაც ელექტროდებიანი ჟილეტის საშუალებით აკონტროლებს, რომ კვლავ ნორმალურ მდგომარეობაში დაუბრუნდეს, თუკი თავის თავს მკვლელობისკენ მიდრეკილებაში შენიშნავს.
ალმა, ერთი ნიუ-იორკელი 20 წლის პიანისტია, რომელიც კანადაში მდებარე შორეულ კუნძულზე მიფრინავს, სადაც მან ბავშვობა გაატარა, რათა ბაბუის დაკრძალვას დაესწროს, რომელმაც ის გაზარდა.
ეს არის ნამდვილი ამბავი გამოცდილი მთამსვლელ პემი ბეილსის(ნაომი უოტსი) შესახებ, რომელიც აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში მდებარე ვაშინგტონის მთის მწვერვალზე მიმავალი იძულებული გახდება უკან დაბრუნდეს, როდესაც მასიური ქარბუქი მთას მიუახლოვდება.
ორი ახალგაზრდა და მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ მათი დეიდის სახლში ყველა სარკე დაფარული ან გადამალულია...
საშინელი ვირუსული პანდემია მთელ მსოფლიოს გაანადგურებს, გადარჩენილი ადამიანები ki იძულებულები არიან ებრძოლონ ძლიერად შეიარაღებულ ფანატიკოსთა ჯგუფს, რომლებიც თვლიან, რომ ისინი იფარებენ ახალგაზრდა ქალს, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ვირუსის დამარცხებასა და მსოფლიოს მოწესრიგებაში.
asvl