მედისონი პარალიზებულია, შოკისმომგვრელი მკვლელობების ხედვით, ის ერთ დღესაც აღმოაჩენს რომ ეს ყველაფერი სინამდვილეა.
ცნობილი ეგზორცისტი, რომელიც ტრენინგს ატარებს ახალწვეულ მღვდელთან, მოულოდნელად იძულებული ხდება დემონებთან ბრძოლაში ჩაერთოს.
ფილმი ერთ სამეზობლოში მცხოვრები სრულიად განსხვავებული ადამიანების ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ცენტრში უსნავია, ღვინისა და სურსათის მაღაზიის მეპატრონე, რომელიც კარის მეზობელს, ასაკოვან კუბელ მოხუც ქალბატონს უვლის.
15 წლის ლი კერძო სკოლიდან გარიცხეს. ამის შემდეგ, კი აპოკალიპსი დაიწყო, რომელმაც მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი იმსხვერპლა. ბიჭს, რომელსაც გვერდით არც დედა ჰყავს და არც მამა, ერთ რჩევას აძლევენ, რომ ისევ სკოლაში დაბრუნდეს, თუმცა არც წმინდა მარკის სკოლაა უსაფრთხო ადგილი.
დაუნდობელი ქილერი ქალი მოწამლეს, მას სიკვდილამდე და შურისძიებისათვის მხოლოდ 24 საათი აქვს. შურისძიებისას კი, ის თავისი ერთ-ერთი მსხვერპლის ქალიშვილთან მოულოდნელად დაახლოვდება.
ახალგაზრდა ქალი მეუღლესთან პატარა ქალაქში გადადის საცხოვრებლად. ტრაგედიით შეძრწუნებული მომხდარის ახსნას ცდილობს და ხვდება რომ ნამდვილი საფრთხე ჯერ კიდევ წინაა.
გოგონა გადაწყვეტს ოჯახის დასახმარებლად სამოდელო სააგენტოში დაიწყოს მოდელად მუშაობა, მალევე აღმოაჩენს რომ ამ ყველაფრის უკან მძიმე საიდუმლო იმალება და ის სულ სხვა მიზნითაა დაქირავებული.
ფერმერი ჰენრი დაჭრილ ადამიანს იპოვის, რომელსაც ფულით სავსე ჩანთა აქვს. გადასარჩენად ის სახლში წაიყვანს მას თუმცა არ იცის შეიძლება თუ არა მისი ნდობა. უცნობი ამტკიცებს რომ შერიფია, და ჰენდრის ნდობას ნელნელა მოიპოვებს.
პატარა უშიშარი გოგონას ანიბოს და მისი მეგობარი სულის მოგზაურობა ამაზონის ჯუნგლებში, სადაც გოგონამ მისი ტომი უნდა გადაარჩინოს.
თითქმის ყველაფერი კარგადაა, გარდა ორი ახალგაზრდის ცხოვრებისა, რომლებიც ერთიდაიგივე დღეში არიან ჩარჩენილები.
მდიდარი ოჯახის მემკვიდრე და ერთი ჩვეულებრივი ლამაზი გოგონას გზები, მოულოდნელად იკვეთება და მათ შორის დიდი სიყვარული ჩნდება.
სერიალის სიუჟეტი მომხიბვლელი ქალბატონის, გიულსერენის რომანტიული სიყვარულის ფონზე ვითარდება. მან უკვე მოასწრო ცხოვრებისგან მწარე გაკვეთილების მიღება და ყოფილ მეუღლესთან განქორწინება. ქალი სტამბულის ღარიბებით დასახლებულ კვარტალში ცხოვრობს. იგი დილიდან დაღამე-ბამდე შრომობს და მისი ყოფის მდგომარეობას, ამაყი და ამბიციური ქალიშვილი ჰაზალი კიდევ უფრო ამძიმებს.
ფილმში მოვლენები უახლოეს მომავალში ვითრდება, სადაც მთავარი გმირი დრონის ახალგაზრდა მფრინავია. ის საშიშ სამხედრო ზონაში იგზავნება, სადაც ბევრ სირთულეს უნდა გაუმკლავდეს.
რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმი, რომელიც მოგვითხრობს ორი წყვილის შესახებ, რომელთა ცხოვრებაც ერთმა გაუთვალისწინებელმა ამბავმა დააკავშირა.
ასიე საკმაოდ ახალგაზრდა მარტოხელა დედაა, რომელსაც უწევს ორი შვილის აღზრდა საკუთარი ძალებით და მათი დაცვა. მისი ცხოვრება სრულიად შეიცვლება, როცა მას სიყვარული ახლიდან ეწვევა.
პიტერ პარკერის სიცოცხლე და რეპუტაცია საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, მას შემდეგ რაც მისტერიომ მსოფლიოს ადამიანი-ობობას პიროვნების საიდუმლო გაუმხილა.
ალი რიზა ერთი ჩვეულებრივი ტაქსის მძღოლია, რომელიც თავისი დის საუკეთესო მეგობარზე მითხოვებისთვის ემზადება და ქორწილი აქვთ დაგეგმილი. ყველაფერი კი სწორედ ამ ქორწილის დროს იცვლება.
ერთ პროვინციულ ქალაქს დიდი საფრთხე, სიცრუე და მკვლელობა დაატყდება თავს, როდესაც საიმედო პროფესიონალი მკვლელი თავისი იდუმალი მენტორისგან ახალ დავალებას მიიღებს.
მილსადენი, რომელმაც ერთი პატარა ქალაქი უნდა გაიაროს, მაცხოვრებლებს შორის დაპირისპირებას გამოიწვევს. ახლად ჩამოსული მეტყევე კონფლიქტის მოგვარებას გადაწყვეტს, მაგრამ მას ქარბუქი აფერხებს, რომელიც ადგილობრივებს გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს და მათ პატარა სასტუმროში კეტავს.
ულამაზესი გოგონა პატარა ქალაქიდან არის. ის თავის ძმასთან და რძალთან ერთ სახლში ცხოვრობს. მუშაობს რძის ფერმაში და ცხვრის ფარას მწყემსავს, მას წინ მრავალი სიურპრიზი და რთული სიყვარული ელის.
თანამედროვე ლონდონში მცხოვრები ახალგაზრდა ჟურნალისტი გოგონა, რომელიც ქალაქის არქივში საიდუმლო სასიყვარულო წერილების სერიას აღმოაჩენს. მათში ჯენიფერ სტირლინგის და ენტონი ო’ჰარას 1960-იანი წლების ძალიან რომანტიკული, მაგრამ აკრძალული ურთიერთობის ისტორიაა მოთხრობილი.
ეს არის ისტორია დრაკონის და ბიჭის შესახებ, რომლებიც საუკეთესო მეგობრები გახდებიან, მაგრამ წინ დიდი გამოცდა ელით.
მასწავლებელი რომელიც სირიაში ასწავლიდა ომის გამო იძულებულია ქვეყნიდან გამოიქცეს, მაგრამ მას წინ ძალიან ბევრი ბოროტება და დაბრკოლება ელის.
ჩვეულებრივი ადამიანები, იძულებულები ხდებაიან საკუთარი ოჯახის წევრების გადასარჩენად, ისევ მონსტრებად გადაიქცნენ და დაიხსნა ისინი ტყვეობისდან.
სიყვარული, სწორედ ეს ხდება ორი ბანდას შორის დაპირისპირების მიზეზი.
მამაკაცი, რომელსაც აქვს ხალზე მანიპულირების ნიჭი, უერთდება ფსიქიატრ ქალს, რომელიც მასე უფრო საშიშია.
ორი დედის ისტორია, რომლებიც ერთ დღეს იმშობიარებენ.
ამბავი წყვილზე, რომელიც რამდენიმე წლიანი ქორწინების შემდეგ გადაწყვეტს რომ დაშორდნენ. წლების შემდეგ ისინი კვლავ ერთმანეთს ხვდებიან, მამაკაცი გამდიდრდა, გოგო კი, შემთხვევით მის ყოფილს ქმართან იწყებს მუშაობას.
asvl