კარმენს საინტერესო წარსული ჰქონდა, მას სურდა გამხდარიყო დეტექტივი, მაგრამ მისი ცხოვრება მოულოდნელად შეიცვალა და ის ქურდად იქცა.
ეს ამბავი ხდება 1970-იან წლებში, მანჰეტენის ერთ-ერთ რაიონში სადაც ირლანდიული მაფია არის. ამ მაფიის ყველა წევრს დაიჭერს პოლიცია, მათ ადგილებს კი მათი ცოლები დაიკავებენ და იგივე საქმეს გაუძღვებიან.
ქალი, რომელსაც გართობა ძალიან უყვარს და ბავშვობაშია ჩარჩენილი, თავის საქმროს ატყუებს თითქოს გარკვეულ კურს გადის, სინამდვილეში კი მეგობრებთან ერთად ერთობა.
სპეცრაზმელი რომელიც საიდუმლო დავალებიდან დაბრუნების დროს მეხსიერებას დაკარგავს, ყველანაირად ცდილობს გაიხსენოს ვინ არის და გადაურჩეს მკვლელებს.
ირგვლივ მისტიკური ამბები ხდება, მამაკაცმა კი უნდა დაიცვას თავისი ახლაგაზრდა ქალიშვილი ამ საფრთხეებისგან.
ისტორიული ფილმი, რომელიც მოგვითხრობს 1966 წლის ფორდსა და ფერარის შორის დაპირისპირებაზე.
მოქმედება 1958 წელს ხდება, სადაც კრიმინალი მამკაცი შეყვარებულია თავის ულამაზეს ცოლზე და მისგან ორი შვილი ჰყავს. ის აპირებს რომ საუკუნის ძარცვაზე წავიდეს, რათა დარჩენილი ცხოვრება ფუფუნებაში გაატაროს.
მამაკაცი რომელიც ჯაშუშურ საქმიანობას ეწევა, გადაწყვეტს მიზანიმართულად ჩაჯდეს ციხეში, რათა ბანდაში შეაღწიოს და ამით მათი ყველა საიდუმლო გაიგოს.
დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდა, ინვალიდთა სახლიდან გარბის და სრულიად შემთხვევით ხვდება თაღლითს, რომელიც პოლიციას გაურბის. ისინი ერთად გარბიან და გზად ძალიან საინტერესო ამბები ხვდებათ.
ერთ-ერთი არაბული ქვეყნიდან, გაგზავნიან ორ მწყემს. ამ ორი ადამიანმა კი უნდა ჩააღწიოს საფრანგეთში, კერძოდ კი პარიზში და ეიფელის კოშკი ააფეთქონ.
ერთი ძალიან ქარიზმატული იუველირი, სულ ცდილობს რომ ახალ რაიმეს მიაგნოს, რათა ძალიან მარტივად იშოვოს დიდი ფული და რაც მთავარია ძალიან სწრაფად.
მაფიასთან დაახლოებული და მათთან უშუალოდ დაკავშირებული დაქირავებული მკვლელი ზედმეტ სახელად ირლანდიელი. მისი ცხოვრების საინტერესო და საიდუმლოებებით მოცული ცხოვრება.
სახლი სადაც წარმოუდგენელი ამბები ხდება, იქ შემსვლელი ნებისმიერი ადამიანი დიდი საფრთხის წინაშე დგას. ამ სახლის საიდუმლო კი ძალიან შემზარავი და შოკისმომგვრელია.
მხატვარი მოგზაურობას იწყებს სტამბოლში, რადგან მან არქეოლოგიურ ძეგლთან დაკავშირებით დიდი საიდუმლო არმოაჩინა, რომელსაც კავშირი წარსულთან აქვს.
ბარიში წარმატებული და ამავდროულად ძალიან სიმპატიური მამაკაცია, მას სიყვარულის არ ჯერავს და ყურადღებასაც არ იჩენს ქალების მიმართ. მის ცხოვრებაში კი გამოჩნდება მხიარული და ძალიან ლამაზი გოგონა.
პარიზი, მეცხრამეტე საუკუნის სამოცაათიანი წლები. ქუჩებში ბარიკადებია და ჰაერში რევოლუციის სუნი იგრძნობა. მაგრამ სამ ახალგაზრდას საკუთარი რეალობა აქვს და ეს სულ არ აფერხებს მათ თავზეხელაღებულ ცხოვრებას.
ისტორიული სერიალი, რომელიც ოტომანთა სულთან მეჰმედ II-ს შესახებ მოგვითხრობს. ის ბიზანტიის დედაქალაქის, კონსტანტინოპოლის ასაღებად ეპიკურ ბრძოლას ანხორციელებს.
ამბავი ისტორიის მასწავლებელზე, რომლიც ერთ-ერთ კერძო სკოლაში ასწავლის. მას ჰყავს პატარა და, რომელზეც ის ზრუნავს და ხშირად უწევს მის გამო უამრავ პრობლემასთან შეჯახება.
ორი ადამიანი, რომლებიც ერთმანეთისთვის არიან დაბადებულები და ორი ოჯახი, რომლებიც მათზე გადაყოლილები არიან. ისინი ერთმანეთს შეხვდებიან და სიგიჟემდე შეუყვარდებათ ერთმანეთი, მაგრამ ცხოვრებაში იოლად არაფერი ხდება და მათ ბევრი დაბრკოლებაც შეხვდებათ.
აზიზეს სამი შვილი ჰყავს, მისი ცხოვრება კი იმდენად რთულია დედამთილთან ერთად რომ ერთი სული აქვს როდის დაბრუნდება მისი მოსიყვარლე ქმარი სახლში. ყველაფერს კი ომი ართულებს, რომელიც ვერადავერ დამთავრდა.
გოგონა რომელიც ოცნებობდა ნათელ მომავალზე, დიდი უბედურება დაატყდა თავს. ბიძამ მას ოჯახის წევრები ამოუხოცა და ფულის სანაცვლოდ 30 წლით უფროს კაცზე გაყიდა.
ახალგაზრდა მარტოხელა დედა იძულებული შეიქნა ალმასის მაღაროში ემუშავა, რომელიც პატარა პროვინციულ ქალაქში, შემოსავლის ერთადერთი წყაროა. მისი ცხოვრება კი მაშინ შეიცვლება როდესაც სათავეში ახალი ბიზნესმენი მოდის.
მოქმედება ხდება მეოცე საუკუნის 80-იან წლების ოდესაში, სადაც ძალიან მოხერხებული ახალგაზრდა საკმაოდ რისკიანი ცხოვრებოით ცხოვრობს და ის კარგად თამაშობს კარტით.
რამდენიმე მდიდარი იტალიური  ოჯახი იბრძვის იმისათვის რომ მოიპოვონ პატივისცემა და გამოჩნდნენ სხვა ოჯახებთან შედარებით უფრო პატივსაცემები.
ისტორია იწყება წელთაღრიცხვამდე 52 წელს, კეისარი რვაწლიანი ომის შემდეგ დაიპყრობს გალიას და ემზადება რომში დასაბრუნებლად. რომში კი ბევრი ადამიანი მის დაბრუნებას შიშით ელოდება.
განსხვავებული შეხედულება მარიამ მაგდალინელის ცხოვრებაზე. ქალზე რომელიც იყო ფემინისტი და პიონერი.
დეიმონი და ანა არიან სერიული მკვლელის ქალიშვილი და ვაჟიშვილი. მათ საკუთარი დამოკიდებულება აქვთ სამყაროს მიმართ და ეს ძალიან საშიშია ყველასთვის.
ძალიან ნიჭიერმა გეიმერმა გატესტა ახალი თამაში და აღმოჩნდა რომ ეს თამაში მისი შემქმნელის მიერ ფარული იარაღია, ამით კი მას სურს დაიმონოს ყველა ახალგაზრდა.
asvl