ძალიან ცუდი ჰოლივუდის რეჟისორი გადაწყვეტს რომ როგორმე გადაიღოს ფილმი, რომელიც მას დიდ ფულს მოუტანს. მაგრამ ძნელია დაითანხმოს ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი.
ბრიტანელი ჯალათის ძალიან რთული და ამავდროულად დამაფიქრებელი ცხოვრება, რომლის სამუშაოც ძალიან რთულია მაგრამ ის იძულებულია სოცოცხლე წაართვას სიკვდილმისჯილებს.
ახალგაზრდა ქალს ქორწილში საქმროს მოუკლავენ, ამ მკვლელობის ჩამდენები კი ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან ქალმა ყველა მკვლელის სია შეადგინა და გადაწყვეტილი აქვს რომ ისინი მოკლას.
სამი მხიარულების მოყვარული მეგობარი ერთ ღამეს გოგონებთან გაერთობა, მალევე კი აღმოაჩენენ რომ სამივე მათგანი მამა გახდება, რაც მათ გართობის დასასრული აღმოჩნდება.
ვითარება პატარა სოფელში ხდება, სადაც მამაკაცი უგონო მდგომარეობაში მყოფ ქალს იპოვის და სახლში წაიყვანს. ეს ქმედება მამკაცისთვის ბევრის ცუდის მომტანი გახდება.
ძალიან სიმპატიური ბიჭი, ძალიან უგულო და მახინჯი შინაგანი გრძნობებით გამოირჩევა. მას ერთ დღეს ჯადოქარი დაწყევლის და ყველაზე მახინჯი მამაკაცის გარეგნობას მისცემს.
მას შემდეგ რაც დედამიწაზე მონსტრები ჩამოვლენ, ადამიანები იძულებულები ხდებიან მიწისქვეშ გადასახლდნენ. ახალგაზრდა ბიჭი კი იგებს რომ მისი შეყვარებული ცოცხალია და მიდის მასთან რათა ის გადაარჩინოს მონსტრებისგან.
დედამიწაზე სუნთქვა შეუძლებელი გახდება, რის გამოც ითენი იძულებული ხდევა მომავლის სამყაროში გაემგზავროს. მისი მოგზაურობა ბევრ საფრთხეს შეიცავს, მაგრამ მას სხვა გზა არ აქვს.