გოგონა ჯერ 18 წლისაა მაგრამ ის წარმატებული მოდელია. სამწუხაროდ მას ასეთი ცხოვრება მობეზრდება და გადაწყვეტს მოშორდეს აშშ-ს და ავსტრალიაში წავიდეს, სადაც ის ახალ ცხოვრებას დაიწყებს.
ცხოველები, ნაკრძალში უზრუნველად და მშვიდად ცხოვრობენ, მაგრამ ერთ დღესაც, მოულოდნელად გაურკვეველი ბომბი ჩამოვარდება, რომელიც ცხოველებს ნამდვილ გიგანტ მონსტრებად აქცევს.
სამწუხაროდ ადამიანები ანადგურებენ ბუნებას და წყალქვეშა სამყაროს, სწორედ ამიტომ რვაფეხას ერთი ფეხი არ აქვს და ის შვიდფეხაა. სამწუხაროდ წყლის ქვეშ მას და მის მეგობრებს დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევთ, რათა გადაარჩინონ საკუთარი ახლობლები.
ყველასთვის საყვარელი თამაშის გმირი ტომბ რაიდერი ბრუნდება. ტომბ რაიდერზე უკვე სრულმეტრაჟიანი ფილმი გამოვა, რომელშიც მთავარი როლის შემსრულებელს მამის ანდერძის შესრულება ჯუნგლებში წინააღმდეგობების ფონზე უწევს.
ის საკმაოდ ძლიერი მამაკაცია და მას ერთი ქალი შეუყვარდა, ამით მისთვის მთელი სამყარო შეიცვალა. სწორედ ამ სიყვარულის დამსახურებით მის გარშემო დაუნდობელი ქარიშხალი დაატრიალდა, რომ ირგვლივ ყველაფერი დაიმსხვრა და ჩამოიშალა.
75 წლის ქვრივს ნათესავები კომპიუტერს ჩუქნიან. იგი გადაწყვეტს ონლაინ გაიცნოს ვინმე, საკუთარ პირად ინფორმაციას კი ცოტა შეალამაზებს. იგი შეძლებს მოხიბლოს მიმზიდველი ქალბატონი, მაგრამ როგორ უნდა აარიდოს თავი პირად შეხვედრას?
ის ყოფილი მოკრივე და ნარკოდილერი ბრედლი არის და ცდილობს თავი დააღწიოს კრიმინალურ წარსულს, მაგრამ ის კრიმინალმა იგი კვლავ ჩაითრია. მას ციხეში დაიჭერენ და ეს ყველაფერი ძალიან უდროო დროს მოხდა: ცოლი ფეხმძიმედაა და დიდი ხნის ნანატრ ქალიშვილს ელოდებიან. ციხეში უცნობი ტიპი მივა, რომელიც ჯერ დაუბადებელი
ფილმი მოგვითხრობს რუს ბალერინაზე, რომელიც ორმაგი აგენტია. ის ერთდროულად ამერიკის და რუსეთის დაზვერვისთვის მუშაობს. მას ამისათვის ბევრი გარჯა და ბინძური საქმის კეთება უწევს.
მილიონერს გასართობები გამოელია და ამიტომაც გადაწყვეტ,ს რამოდენიმე ადამიანს შესთავაზოს უცნაური თამაში, რომელის მთავარი მონაწილი თავად იქნება. მას მოულოდნელად მოიტაცებენ და მონაწილეები ვალდებულები არიან ის მოძებნონ, თუ სურთ დიდი თანხის მოგება.
ის კერვის დიდოსტატია და მას შეუძლია ნაბისმიერი ნაჭიერი, დიდებულ შედევრად აქციოს. ყველაფერი მაშინ შეიცვლება, როცა გამოჩნდება ქალი, რომელიც მისი შთაგონების წყარო და საყვარელი გახდება.
მარველი თავის ერთგულ მაყურებელს, კიდევ ერთ სუპერგმირს ჩუქნის, ამჯერად უკვე შავ პანტერას. შავი პანტერა აფრიკაში ცხოვრობს და ის თითქმის უკვდავია, ის სიკეთის და მშვდობისთვის იბრძვის.
ფილმი მოგვითხრობს ტრანსფორმერებზე, რომლებსაც ადამიანები მართავენ. დედამიწას საფრთხე ემუქრება, რის გამოც ადამიანები დიდ რობოტებს ქმნიან ბოროტებასთან საბრძოლველად.
ის მაღალი წრის ქალბატონია, რომელსაც ორი ქალიშვილი ჰყავს და მათთვის საუკეთესო უნდა. მაგრამ ყველაფერი ადვილი როდია, ცხოვრება მას დიდი გამოცდებს უმზადებს.
ფილმი მოგვითხრობს ჩრდილოეთ კორეისა და სამხრეთ კოერეის დეტექტივებზე, როდესაც დანაშაულებრივი ორგანიზაცია საზღვარს კვეთს და სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე შემოდის დეტექტივები იწყებენ თანამშრომლობას.
მსოფლიოს ყველა ფული - ფილმი მოგვითხრობს დედაზე, რომელსაც შვილს მოსტაცებენ და მის დაბრუნების სანაცვლოდ, ძალიან დიდი რაოდენობის თანხას მოსთხოვენ. დედა კი მზადაა ყველაფერი გააკეთოს შვილის დასაბრუნებლად.
მეტეოროლოგი, ოკეანის გადაცურვისას, წააწყდება უცნობ კუნძულს სადაც მხოლოდ ერთი შუქურის გუშაგი ადამიანია. ნელნელა კი კუნძულზე სენსაციურ აღმოჩენას გააკეთებს.
ერთ დროს, ის კრიმინალი იყო, მაგრამ დასძლია ეს ყველაფერი და გახდა მასწავლებელი. სამწუხაროდ ის როგორც მასწავლებელი სამაგალითო არაა და ხშირად ეხვევა შარში. მისი მოსწავლეები კი მართლაც რომ რთული მოსათვინიერებლები არიან.
სერჩეს ცხოვრება ერთ დღეში დაინგრევა, როდესაც ქმარი დაეღუპება და შვილებთან ერთად მარტო დარჩება. მისი ცხოვრება მას შემდეგ შეიცვლება რაც ქმრის შესახებ იმას გაიგებს რაც მანამდე არ იცოდა.
ის სმენა დაქვეითებულია და არც ლაპარაკი შეუძლია. ის ამ ნაკლის გამოს გასაიდუმლოებულ ადგილას მუშაობს, სადაც უცნაური ადამიანის ტანის ფორმის არსება ჰყავთ დატყვევებული. მას ეს არსება შეუყვარდება და მის გადასარჩენად, ის ყველაფერს გვერძე გადადებს.
ის, სკოლის ერთი ჩვეულებრივი მოსწავლე გოგონაა. ერთ დღესაც, ის და თავის მეგობრები აღმოაჩენენ დაწყევლილი თამაშის წიგნს, რომლის დაწყებით, მათი კოშმარი დაიწყება.
პატარა ბიჭუნას ნამდვილი საშინელება დაატყდება თავს. ერთ ღამით, მის სახლში უცნობი მამაკაცი შეიჭრება და მის დედას მოკლავს. მამამისი გადაწყვეტს საკუთარი ძალებით მკვლელი იპოვოს და ამიტომ ის ნამდვილ მკვლელად იქცევა.