ფილმში მოთხრობილია ცნობილი სცენარისტის დალტონ ტრამბოს ცხოვრებაზე, რომელიც 1940-იან წლებში ანტი-კომუნისტურმა საბჭომ დაიწუნა და შავ სიაში შეიყვანა.
დედობა არც ისე მარტივია როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ბევრს მარტივი ჰგონია და ფიქრობს რომ ეს ყველაფერი არაა დამღლელი. სერიალში კი 3 დედა ერთმანეთისგან განსხვავებული ცხოვრების რიტმით ცხოვრობს და ცდილობს შეინარჩუნოს ბალანსი.
ამბავი ნიჭიერი და წარმატებული ქალის შესახებ, რომელსაც ძალიან რთული ცხოვრება ხვდა წილადა და სამწუხაროდ ბევრ შემთხვევაში არ გაუმართლა.
ეს არის ამბავი, რომელიც რეალურად მოხდა. 11 წელი მარტოხელა დედას მოიტაცებენ და დაატყვევებენ. მოგვიანებით მასთან ერთად კიდევ აღმოჩნდება 2 გოგონა. ის კი  მათთვის საუკეთესო მეგობარი და აღმზრდელი გახდება.
მაღალ კლასელ მოსწავლეთა ჯგუფი ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება, როდესაც მათ თავს ზომბები დაესხმებიან.
ეს ამბავი იწყება ორი იუველირი ოჯახის შვილების სიყვარულიდან. ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდებათ და სამოგზაუროდ საქართველოში წავლენ, სადაც ისინი ნახავენ საიუველირო ხელსაწყოების მთელი რიგს და ეს მათთვის სტიმულის მიმცემი აღმოჩნდება. ისინი ამის წყალობით მალე  ძვირფასეულობის ნამდვილი ოსტატები გახდებიან და ცხოვრებას აიწყობენ.
ამბავი 17 წლის ბოშა გოგონაზე, რომელსაც ძალიან რთული ცხოვრება ხვდა წილად. ის იძულებულია უამრავ შეურაწყო და სიძულვილს გაუმკლავდეს.
კომპანიის ახალი ძალიან მომხიბვლელი და სექსუალური თანამშრომელი, დიდ პრობლემად იქცევა იმ ბიზნესმენისთვის, რომლის ცოლიც მისი ცხოვრების ყველა ასპექტს აკონტროლებს და ქმრის შესანარჩუნებლად კი უკან არაფერზე დაიხევს.
70 წლს მიღწეული მოხუცი გადაწყვეტს რომ კვლავ დაუბრუნდეს სამუშაოს და გახდეს ახალგაზრდა გოგონას სტაჟიორი კომპანიაში.
მამაკაცი რომელიც გმირია და ბევრი შესაძელბლობა აქვს, მაგრამ ის თავის ნიჭს საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად უფრო იყენებს ვიდრე ადამიანების დასახმარებლად.
ამბავი საბჭოთა კავშირში ყველაზე ცნობილ და ამავდროულად პირველ მოდელ ქალზე, რომლის ცხოვრებაც საკმაოდ ტრაგიკული და საინტერესო იყო.
მოვლენები ვითარდება ვატიკანში, სადაც იკარგება ეგზორციზმის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. ამ წარმოუდგენელი რელიგიური ფენომენის სანახავად მსოფლიო მზად არ არის.
ფრანგი მასწავლებლები საიდუმლო მისიით ლონდონში მიდიან, მაგრამ ისინი ბევრ აურზაურში გაეხვევიან.
მთავარ გმირს ბედი მეორე შანს აძლევს და ეს მან აუცილებლად უნდა გამოიყენოს.  ყველა თვლიდა , რომ რუსლანი მკვდარი იყო. მან გადაწყვიტა განზე გამდგარიყო და ახალი ცხოვრება დაეწყო.
ერთ დროს ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ და მათშორის დიდი განსხვავება იყო, გოგონა მდიდარი ოჯახის შვილი იყო, ხოლო ბიჭი ერთი მეთევზე. მათ ყველაფერი დაკარგეს და მათი ცხოვრებაც დაინგრა
ახალგაზრდა ქალს მშობლებს მოუკლავენს, სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ გადაწყვეტს ის გახდეს პროფესიონალი ქურდი და შეძლოს იმის მოპარვა რაც სხვებს არ შეუძლიათ.
უზარმაზარი წვეულება, სადაც უამრავი ადამიანია თავისი საიდუმლოებებითა და ჩუმი სურვილებით, მთავრდება მკვლელობით. ეჭვმიტანილი კი ყველა მათგანია.
სიყვარული ბოროტებაზე და სიკეთზე ყოველთვის მეტია. სიყვარული - ეს არის გენეტიკური მოთხოვნილება. ეს ძღვენიცაა და წყევლაც. სიყვარული - ავადმყოფობაა, ნარკოტიკია.
სერიალში ვითარება მიმდინარეობს 8 წლის გოგონას გარშემო, რომელიც ძალიან ჭკვიანია და სხვა ბავშვებისგან სერიოზულობით განსხვავდება. მას მამა ზრდის, რომელიც ძალიან მზრუნველია.
წყვილს ურთიერთობის დალაგება სურთ და ერთ დღესაც მოხუცს შეხვდებიან. ეს მოხუცი მოუთხრობს თავის ცოლთან გატარებულ ნახევარ საუკუნიან თანაცხოვრებაზე, რომელიც მათ ურთიერთობის დალაგებაშიც დაეხმარება.
ქალი უკვე 100 წელია ცხოვრობს და არ ბერდება, იმის მიუხედავათ რომ ამდენი წელია ცხოვრობს არაფერი ეტყობა ასაკის მატების. ამდენხნიანი ცხოვრების მიუხედავად მას საყვარელი მამაკაცი არ ჰყოლია, ხოლო როცა შეუყვარდა მამაკაცი გადაწყვიტა რომ შეეძლო ისევე დაბერებულიყო როგორც მისი რჩეული.
მამა ცოლთან ნაჩხუბარია და სურს შემოირიგოს, მას ამისთვის ცოლი და ორი შვილი დასასვენებლად მიჰყავს, მაგრამ ეს დასვენება ნამდვილს საგიჟეთად იქცევა და ყველაფერი სხვანაირად წავა.
ძალიან სახალისო და სასაცილო ანიმაცია  ქრუდსების ოჯახი. ისინი პირველი ადამიანები არიან და შეიცნობენ უცნაურ სამყაროს
მთავარი პერსონაჟი, ლიბი დეი, 7 წლის იყო, როდესაც დედა და ორი და მოუკლეს. თვითონ იანვრის ცივ ამინდში მოახერხა ფერმიდან გამოქცევა, დაკარგა თითები, მაგრამ მაინც გადარჩა. ტრაგიკულ მოვლენას ეწოდებოდა ‘კინაკეს სატანური მსხვერპლი, კანზასი.’ ლიბი აღმოაჩენს, რომ მისი ძმა მკვლელია და დაკავებულია სატანისტური ქმედებებით. 25 წლის შემდეგ ლიბი იწყებს საქმის გამოძიებას. ფილმის სიუჟეტი წარსულსა და აწმყოში ვითარდება და მოვლენათა გადაბმულ ჯაჭვს ქმნის.
დაფი სხვა უმაღლესი სასწავლებლის მოსწავლეებისგან ბერვრი რამით განსხვავდება, სწორედ ამიტომ შეარქვეს მას მეგობრებმა დაფი.
ალადინი ერთი ქურდი ბიჭია, რომელიც ქუჩაში ცხოვრობს და თავს ქურდობით ირჩენს. ერთ დღესაც მას პრინცესა შეხვდება და მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ.
ამ ადამიანის ცხოვრება იცვლება მას შემდეგ რაც  მოხდება შეჯახება, შეჯახება მანქანის და საშინელი ავარია. სწორედ ესაა დასაწყისი დიდი გამოწვევების და გამოძიების, რომელიც ძალიან ჩახლართულია.
ორი სტუდენტი ერთმანეთს გაიცნობს და მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, ყველაფერი თითქოს ძალიან კარგად არის და მათი სიყვარულიც თითქოს ოცნებას ჰგავს, მაგრამ სამწუხაროდ მათი ცხოვრება მოულოდნელობის შედეგად განადგურდება.
asvl