წარმატებული ქიმიის მასწავლებელი, მოულოდნელად გაიგებს რომ ფილტვის კიბო აქვს და ეს ამბავი მისთვის იმდენად შოკისმომგვრელი აღმოჩნდება რომ გადაწყვეტს უკანონო საქმიანობა დაიწყოს.
ალი რიზა ერთი ჩვეულებრივი ტაქსის მძღოლია, რომელიც თავისი დის საუკეთესო მეგობარზე მითხოვებისთვის ემზადება და ქორწილი აქვთ დაგეგმილი. ყველაფერი კი სწორედ ამ ქორწილის დროს იცვლება.
მასწავლებელი რომელიც სირიაში ასწავლიდა ომის გამო იძულებულია ქვეყნიდან გამოიქცეს, მაგრამ მას წინ ძალიან ბევრი ბოროტება და დაბრკოლება ელის.
ჰორტონს იმდენად დიდი ყურები აქვს, რომ თურმე ისიც კი შეუძლია გაიგოს, თუ როგორ ესაუბრება ყვავილი. უფროსწორედ ის არსებები, რომლებიც მასში ცხოვრობენ.
საგადასახადო სამსახურის აგენტი წარსულში მოხმდარი ამბის გამო თავს დამნაშავედ თვლის, სწორედ ამიტომ ის გადაწყვეტს შვიდი უცხო ადამიანის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალოს და მათ სიცოცხლის ხალისი დაუბრუნოს.
ბელა სვონი საცხოვრებლად მამასთან ერთ პატარა ქალაქში გადადის. ედვარდ კალენი კი იდუმალი პიროვნება და მისი კლასელია, რომელიც 108 წლის ვამპირი აღმოჩნდება.
ნიუ-იორკელი ყოფილი პოლიციელი, გადაწყვეტს რომ როგორმე თავის ძველი სამსახური დაივიწყოს და ამისათვის მუშაობას დაცვაში იწყებს.
ქალაქი რომელიც მიწისქვეშ არსებობს უკვე დიდი ხანია არავის ჰქონია წარმატებული მცდელობა დაეღწია ამ ადგილიდან. ამაში კი ხელს ქალაქის მერი უშლის და იაძულებს ყველას დაიჯეროს ის რაც მას სურს.
მშობლები ბანაკში გაუშვებენ ბავშვებს, სადაც მათ ძალიან საინტერესო და მხიარული ხელმძღვანელი შეხვდებათ. ბავშვებს ამ ხელმძღვანელთან ერთად საინტერესო თავგადასავალი ელით.
9 წლის ბიჭუნა საცხოვრებლად მამასთან მუმბაიში გადადის, იქ ჩასვლისას კი პირველივე ნახვით შეუყვარდება გოგონა და ეს გრძნობა კი წლების განმავლობაში უფრო გაძლიერდა.
ეს არის  სამი არსების ამბავი: თაგვი, რომელსაც წიგნების ჭამას მათი კითხვა ურჩევნია, ვირთხა, რომელიც ინტრიგებს ხლართავს, რათა სამუდამოდ დატოვოს ნესტიანი საპყრობილე და დიდი ყურებიანი გოგონა, რომელსაც ბედისწერა პრინცესას ამოუცნობ გზებს დაუკავშირებს.
კამელოტი სრულად ქაოსშია გახვეული. ჯადოქრობა და მაგია ძალიან დიდ შიშს იწვევს ხალხში. ხელისუფლებაში მოვიდა მეფე უთერ პენდრაგონი, რომელიც კრძალავს ჯადოქრობას. ოცი წლის შემდეგ კამელოტში ჩამოდის მერლინი, რომელსაც დაბადებიდანვე აქვს მაგიური ძალა.
ბელა ესპანელი გოგონაა, რომელსაც თურქი ბიჭი შეუყვარდება. ისინი ოჯახების წინააღმდეგობის მიუხედავათ ერთმანეთზე იქორწინებენ. გოგონა, რომელიც ძალიან თანამედროვე აზროვნებისაა, მოუწევს იცხოვროს თურქ ქმრის ოჯახში, რომლებიც ძალიან ტრადიციულები არიან.
რკინის ნებისყოფის მქონე ადამიანს, კორეის ომის შეუდრეკელ ვეტერანს - უოლტ კოვალსკის მის მეზობლად მაცხოვრებელი ემიგრანტები თავისი ძველი პრინციპების შეცვლას აიძულებენ და ეს მისთვის ძალიან აუტანელია.
მამა გადაწყვეტს, მისი ქალიშვილის მელანისკოლეჯის შერჩევაში მიიღოს მონაწილეობა. ამ ყველაფერთან ერთად პოლიციის შეფი ჯერ არ არის მზად შვილთან დასაშორებლად.
ორი გამოცდილი ნიუ-იურკელი დეტექტივი ფიქრობს, რომ ბოლო დროს მომხდარსა და ძველ, წესით გახსნილ მკვლელობას შორის დიდი კავშირი არსებობს. შესაძლოა სერიულ მკვლელთან გვაქვს საქმე და გამოდის, რომ უდანაშაულო ადამიანია ციხეში?
ის მეოჯახე კაცია, მაგრამ მან ჩადენილი დანაშაულის გამო სასჯელი უნდა მოიხადოს. ის მოხვდება ძალიან მკაცს ციხეში, სადაც მას ბევრი რამის ატანა მოუწევს.
ორი ძალიან განსხვავებული მეგობარი ერთ-ერთ კომპანიას წარმოადგენენ, რომელიც ენერგეტიკული სასმელებით ვაჭრობს. ერთი ძალიან მხიარულია, მეორეს კი არაფერი ახარებს.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ჩასული ჯგუფი ვიეტნამის ომის შესახებ ფილმს იღებს. ჯერ კიდევ გადაღების საწყის ეტაპზე ცხადი ხდება, რომ ისინი გეგმასაც ჩამორჩნენ და ბიუჯეტიც არ ყოფნით. გადამღებ ჯგუფს თავს დააცხრებიან ოპიუმის მომყვანი ადგილობრივი ნარკოტიკებით მოვაჭრეები, მაგრამ გადამღები ჯგუფი მათ დაქირავებულ მსახიობებად აღიქვამს. ყაჩაღები ტაგ სპიდმენს გაიტაცებენ, მსახიობს რომლის პოპულარობაც ნელნელა ეცემოდა.ახლა ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა მისი გადარჩენა უნდა შესძლონ.
ახალდაქორწინებული წყვილი გადაწყვეტს რომ საქორწინო მოგზაურობაში წავიდეს, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოგზაურობა არაა, მათ არ აქვთ ფული.
ამ სასტიკ ქუჩებში ადამიანი უნდა გამოჩნდეს. გმირი დაიბადოს, მოკლან და ხელახლა დაიბადოს. როდესაც ახალბედა პოლიციელი დენი კოლტი საიქიოდან როგორც სული ისე ბრუნდება, ის გმირია, რომელმაც ქალაქის ბნელი ძალა,
კომედია შპიონაჟზე. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოდან დათხოვნილი ოფიცერის მემუარები, სპორტულ დარბაზში მომუშავე ორ ჭკუასუსტ ადამიანს ჩაუვარდება ხელში და მათ გამოყენებას ცდილობენ.
ამბავი ნიჭიერი და წარმატებული ქალის შესახებ, რომელსაც ძალიან რთული ცხოვრება ხვდა წილადა და სამწუხაროდ ბევრ შემთხვევაში არ გაუმართლა.
მუსიკოსი უკვე 6 წელია რაც ტელევარსკვლავ სარა მარშალს აღმერთებს. როდესაც სარა ბრიტანელ როკ-მუსიკოსთან უღალატებს, პიტერის მყუდრო სამყარო უეცრად ნგრევას იწყებს.
ქალაქში ადამიანები უგზოუკვალოდ იკარგებიან, ამიტომაც მათ მოსაძებნად ადამიანთა ჯგუფი მიდის. ისინი ფიქრობენ რომ ადგილობრივები მათ მტრულად დახვდებიან, მაგრამ პირიქით მტერი სულ სხვა მხრიდან მოვა.
ეს არის ამბავი ებრაელი ძმების შესახებაა, რომლებიც პოლონეთიდან ბელარუსიის ტყეებში გარბიან და თან ანტიფაშისტურ ბრძოლაში ერთვებიან.
ფილმის მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ჩრდილოეთ ავსტრალიაში ვითარდება. ინგლისელი არისტოკრატი ქალი,რომელიც მემკვიდრეობით რანჩოს მიიღებს, ერთერთ ადგილობრივ ფერმერს მისი საკუთრების დასაცავად დაიქირავებს. ფერმერი ქალს ნახირის გადაყვანაში უნდა დაეხმაროს და სწორედ ამ დროს, ისინი იაპონელების მიერ განხორციელებულ დაბომბვაში მოყვებიან.
1959-70 წლებში კრიმინალი ჟაკ მესრინი თავისი კარიერის დასაწყისში ალჟირში სამხედრო ვალს იხდიდა, პარიზის მაფიოზური დაჯგუფების ლიდერთან, მხიარულ კანონდამრღვევ და ამავე დროს მის უახლოეს მეგობარ ჟანთან და კანადის ციხიდან გამოქცეულ ყოფილ პატიმართან ერთად.
asvl