ცხოვრებით ბედნიერი ოაჯახი თავის 5 შვილთან ერთად გადაწყვეტს რომ საცხოვრებლად სტამბოლში გადავიდეს. რათა შუათანა ქალიშვილმა კარგი განათლება მიიღიოს. სამწუხაროდ ყველაფები ძალიან ცუდად და დრამატულად განვითარდება.
შაჰერაზადა ძალიან ლამაზი და ჭკვიანი ქალია, მას ჰყავს შვილი რომელსაც თავის ტვინი აქვს დაავადებული და სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. სამწუხაროდ მას ქმარი დაეღუპა და ოჯახის წევრებმა მასზე უარი თქვეს, ამიტომ ის ცდილობს შვილის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთოს და იძულებულია მდიდარ კაცს გაყვეს ცოლად იმისათვის რომ შვილი არ დაეღუპოს.
ეს არის ისტორია 3 დის და მათი მამის შესახებ. გოგონები დედამ მიატოვა და ამიტომაც ისინი იძულებულები არიან როგორმე გათხოვდნენ, მაგრამ მათ ცხოვრებაში ბევრი რთული რამ მოხდება.
ახალგაზრდა გამუდმებით ცდილობს ბავშვობის მოგონებები როგორმე აღიდგინოს. ის მიაგნებს გზას, რომლის დახმარებითაც წარსულში გადადის და კვლავ ბავშვია, მას შეუძლია მოვლენების განვითარება შეცვალოს, მაგრამ მალე იგი ხვდება, რომ ყველა ამ ცვლილებას გაუთვალისწინებელი შედეგები მოყვება.
ახალგაზრდა, რომელსაც ძალიან უნდა გოგონას ნახვა, რომელიც მან ინტერნეტით გაიცნო. გადაწყვეტს თავად ჩააკითხოს გოგონას და თან თავის მეგობრები წაიყვანოს.
ჩეთინს ყველაფერი დალაგებული აქვს ცხოვრებაში, ჰყავს საყვარელი ადამიანი და საქმეს წარმატებით უძღვება. მაგრამ მისი ყოფილი შეყვარებულის გამოჩენის შემდეგ, ყველაფერი თავდაყირა დგება.
სამი მხიარულების მოყვარული მეგობარი ერთ ღამეს გოგონებთან გაერთობა, მალევე კი აღმოაჩენენ რომ სამივე მათგანი მამა გახდება, რაც მათ გართობის დასასრული აღმოჩნდება.
ორი თინეიჯერი გოგონა დაიღლება მდიდრული ცხოვრებით, თავისი მდიდარი კლასელებით და ერთფეროვნებით, სწორედ ეს გახდება მიზეზი რის გამოც ისინი ქალაქის ჯურღმულებში ამოყოფენ თავს.
ამბავი უფროსი ბანკირის შესახებ, რომელსაც მიუხედავად მის წინააღმდეგ მიმართული დიდი ფინანსური სკანდალისა, მას უწევს ამოხსნას კორუმპირებული სქემები.
ირლანდიელი კრიმინალი გაიტაცებს გოგონას სახელად ჰოლის, მამამისის მოსაძებნად. მისი მიზანია,  გამოასწოროს თავისი დაწყევლილი ოჯახის იღბალი.
უბედური შემთხვევის გამო, ქალი ციხეში ხვდება და იძულებულია ამ ფაქტს შეეგუოს. ის ცდილობს ციხეში დაამყაროს საკუთარი სამართლიანობა და ამისათვის ყველაფერს გააკეთებს.
ჟენოვიის პრინცესას, ბედნიერების გზაზე ახალი გამოცდა ელის. ის მალე დედოფალი გახდება. ამისათვის გამოცდა უნდა ჩააბაროს სახელმწიფოს მართვაში.
ახალგაზრდა ძლიერი ქალი დედის სიკვდილის შემდეგ ნიუ-ორლეანში ბრუნდება.
თურქი გოგონა, გერმანიაში დაიბადა და გაიზარდა. მისი ოჯახი ძალიან ტრადიციულია, მაგრამ გოგონას თავისუფლება და გართობა უყვარს, მაგრამ თავისი ოჯახიდან გამომდინარე ვერ ახერხებს გართობას და ოჯახისთვის თვალის ასახვევად თანამემამულეს გაჰყვება ცოლად.
ფილმს რამდენიმე მთავარი გმირი ჰყავს და ფილმი მოგვითხრობს სიძულვილზე, რომელიც ადამიანებშია და ის ყველას და ყველაფერს ანგრევს ისევე როგორც შეჯახება!
ზეჰრას და ომერის სიყვარული ისევ გამოცდის წინაშეა, მათ უნდა გაუძლონ ახალ სირთულეებს და შეინარჩუნონ ის სიყვარული რომელიც მათ შორის არის. ამიტომაც მათ ბევრი წინააღმდეგობა ელით წინ!
არსებობს მულტსერიალი მსუქან ალბერტიზე, რომელმაც მაყურებლის გულები მალე მოინადირა. ამჯერად ეს ფილმი მოგვითხრობს მსუქან ალბერტიზე რომელიც თავის მაგობრებთან ერტად ეკრანიდან ანმდვილ ცხოვრებაში გადმოდის.
ისინი უფროსკლასელები არიან და მათ მთავარი გამოცდის ჩაბარება ელით წინ. მათ ამ გამოცდის ძალიან ეშინიათ და ამიტომაც ცდილობენ გვერდი აუარონ ამ ურთულეს გამოცდას.
ისინი ხუთი დანი არიან და დედასტთან ერთად ცხოვრობენ. ერთ დღეს მათი დედა გარდაიცვლება და დები იძულებულები არიან ახალი ცხოვრება თავიდან დაიწყონ.
გერმანელი-ებრაელი ბიზნესმიენი საკუთარი ოჯახის გადასარჩენად ყველაფერზეა წამსვლელი. მეორე მსოფლიო ომია, მისი ოჯახი საფრთხეშია, მაგრამ ოჯახის გადასარჩენად ის იძულებულია დათმოს თავისი ბიზნესი.
ორი გამომგონებელი მეგობრი ფარეხში ააწყობენ მოწყობილობას, რომელსაც ობიექტის მასის დაპატარავება შეუძლია, მაგრამ შემთხვევით აღმოაჩენენ გაუთვალისწინებელ შესაძლებლობებს, რისი დახმარებითაც თითქმის ყველაფერის გაკეთება შეუძლიათ.
ფათიჰი, სტამბულის ღარიბი კვარტალია, სადაც ახალგაზრდა გოგონა, ნერიმანი ცხოვრობს. მას დედა ბავშვობაში დაეღუპა და ახლა მამასთან და დეიდასთან ერთად ცხოვრობს. ოჯახი ძველი ტრდიციების მიხედვით მიმდევარია. ნერიმანის ბავშვობის მეგობარი, შინასი, დიდი ხანია ოცნებობს მასთან ქორწინებაზე
ახალგაზრდა ენერგიული მამაკაცი ქორწილისთვის ემზადება, მაგრამ მოულოდნელად მის მამას ტყუილ ბრალს დასდებენ და სიკვდილით უნდა დასაჯონ. მამის გადასარჩენად კი ის ყველაფერზე წავა.
მამა ცდილობს თავის ქალიშვილებს კარგი მომავალი შეუქმნას და ამიტომაც ის პროვინციული ქალაქიდან, სტამბოლში გადადის. მას ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა და პრობლემებთან გამკლავება მოუწევს.
მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარის საფრანგეთი. ეს არის სახელმწიფო, რომელიც მხარს ეკლესიას უჭერს და ამავდროულად კრძალავს დიდროს
ზვიგენთა ცნობილი მაფიოზური კლანის მეთაურის შვილის მკვლელობამ მთელი წყალქვეშა სამყარო შეძრა და გააოგნა. მთავარი ეჭვმიტანილი კი ოსკარია, რომელიც დაუნდობელ შურისმაძიებელთა სასტიკი დევნის ობიექტი გახდა.
ოკეანის ცხოვრებაზე დოკუმენტური ფილმის გადამღები ზისუ გამოივლის ყველანაირ ცხოვრებისეულ სიტუაციას, რომლის წარმოდგენაც კი შეიძლება, აგრეთვე ცხოვრებისეულ კრიზისსაც, როცა იგი შეეცდება გადაიღოს ფილმი იმ არსების შესახებ, რომელმაც მას ტკივილი მიაყენა.
კენფიმ მთელი თავისი ბავშვობის წლები აფრიკაში გაატარა მშობლებთან ერთად და ამიტომ მან კარგად იცის წესები თუ როგორ გადარჩეს.