ახალგაზრდა მამაკაცის ცხოვრება თითქოს დალაგებულია და მას ყველაფერი აქვს, მაგრამ ერთი მოულოდნელი ცოხვრება მის ცხოვრებას სრულიად შეცვლის.
ეს არის პოსტ-აპოკალიფსური ზღაპარი, სადაც არქტიკაში მყოფი მარტოხელა მეცნიერი იბრძვის, რომ სალი და მისი თანამემამულე ასტრონავტები გადაურჩნენ სიკვდილს.
კლოუნ ზედმეტ სახელად
მეგობრები გადაწყვეტენ ერთად ისადილონ და ამავდროულად გაუზიარონ ერთმანეთს ყველა ის შემოსული შეტყობინება თუ ზარი, რომელსაც ტელეფონში მიიღებენ.
ამბავი ფერმაზე, სადაც ძალიან ბევრი ქათამი ცხოვრობს, მაგრამ მათი პატრონი მათთვის ძალიან მიუღებელია, ამიტომაც ისინი ცდილობენ გაიქცნენ ფერმიდან.
მთავარი გმირი საფოსტო სამსახურის თანამშრომელია. ის გამოუსწორებელი პედანტია და სამსახურის გამო საკუთარი ცხოვრებისთვის დროც არ რჩება, რათა საკუთარ შეყვარებულს დრო დაუთმოს. ერთ დღესაც თვითმფრინავი, რომლითაც ის მიფრინავს, ოკეანეში ჩავარდება და მხოლოდ ის გადარჩება.
უბედური შემთხვევის გამო, ქალი ციხეში ხვდება და იძულებულია ამ ფაქტს შეეგუოს. ის ცდილობს ციხეში დაამყაროს საკუთარი სამართლიანობა და ამისათვის ყველაფერს გააკეთებს.
ოჯახის უფროსის გარდაცალების შემდეგ ხუთსულიანმა ოჯახმა უნდა განაგრძოს ცხოვრება ირანისა და ერაყის საზღვარზე პატარა სოფელში. სიტუაცია რთულდება მას შემდეგ , რაც 12 წლის აიოუბი, ოჯახის ახალი უფროსი, გაიგებს რომ მის ინვალიდ ძმას სიცოცხლის შესანარჩუნებლად სასწრაფო ოპერაცია სჭირდება.
ჩინეთის იმპერატორის ულამაზეს პრინცესას გაიტაცებენ ველურ დასავლეთში, იმპერატორი კი გაგზავნის თავის ერთგულ ჯარისკაცებს რათა იხსნან პრინცესა და უკან დააბრუნონ.
სერიალი მოგვითხრობს ორი ბავშობის ძმაკაცზე, რომელებსაც ერთი გოგო უყვართ. სამწუხაროდ, მათ მძიმე ცხოვრება შეხვდებათ და ერთ-ერთ მათგანს საბრძოლველად მოუწევს წასვლა ავღანეთში.
იაპონიის ელჩი მარსელში, ქალაქის კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ მებრძოლი პოლიციის მუშაობას უნდა დააკვირდეს. ამ სტუმრობის დროს მას იაკუძას დაჯგუფება გაიტაცებს. ახალგაზრდა ოფიცერი ემილიენი ძალებს არ იშურებს იმისათვის, რომ აღადგინოს მათი განყოფილების ღირსება და გადაარჩინოს ელჩი და ოფიცერი პეტრა (მისი მეგობარი გოგონა), რომელიც ასევე იაკუძას მიერ არის მოტაცებული. ისევ და ისევ იგი დასახმარებლად სიჩქარეზე გაგიჟებულ, ტაქსისტ დენიელს იძახებს.
ფილმი მოგვითხრობს ბევრისთვის ნაცნობი პერსონაჟის, რიდიკის პირველ ეკრანიზებულ თვგადასავალს. ფილმის გმირები ხვდებიან პლანეტაზე სადაც საოცრად საშიში არსებები ბინადრობენ...
ნეზი - წარმატებული ბავშვთა ექიმია და იტალიაში იმყოფება, სადაც კონფერენციაზე გამოდის სიტყვით. ქუჩაში სეირნობისას მოწმე ხდება ძლიერი ალერგიული შეტევისა ზდასრულ მამაკაცზე და უნებურად აღმოუჩენს დახმარებას. თუმცა დროის დაკარგვის გამო კარგავს თურქეთში გადაფრენის შანსს. სამაგიეროდ მას ავადმყოფის მეგობარი წარმატებული ბიზნესმენი შესთავაზებს საკუთარი თვითმფრინავით დაბრუნებას თურქეთში...
ახალგაზრდა ენერგიული მამაკაცი ქორწილისთვის ემზადება, მაგრამ მოულოდნელად მის მამას ტყუილ ბრალს დასდებენ და სიკვდილით უნდა დასაჯონ. მამის გადასარჩენად კი ის ყველაფერზე წავა.
ფილმში მოთხრობილია ისტორიული ფაქტები. სასულიერო პირი წავა ვიეტნამში, სადაც მან უნდა გაავრცელოს თავისი სარწმუნოება, ის ასეც იქცევა და მიმდევრებსაც პოულობს, მაგრამ შემდეგ ყველაფერი სხვანაირად ვითარდება და ის ძალიან რთულ მდგომარეობაში ვარდება...
ორი სამყარო შეეჯახა ერთმანეთს, როცა გენიოს მოჭადრაკეს ლამაზმანი შეუყვარდა.
მაფიოზი სახელად ჯიმი
მოვლენები ნიუ-იორკის მეოცე საუკუნეში ვითარდება, ლილი ბარტი ცხოვრების მეგზურად მდიდარ სასიძოს ირჩევს, მაშინ, როცა ნამდვილ გრძნობას აიგნორებს და კარგავს შანსს, იყოს ბედნიერი.
რობი – თავისი საქმის ნამდვილი ფანატიკოსია, საქმე კი მუსიკალური ფირფიტების გაყიდვაა. მისი დღეები ერთფეროვნად და წყნარად გადიან. მაგრამ ერთხელაც მისი ცხოვრება გადატრიალდება: საყვარელი გოგონა სხვასთან წავიდა! ახლა მელომანს მოუწევს თავისი ცხოვრება უკან გადატრიალოს, მან ხომ სადღაც შეცდომა დაუშვა.
აშშ-ში იმართება კონკურსი სახელად
მთავარი გმირები სუ და ჩოუ ორ ოთახს ქირაობენ, რომლებიც გვერდი-გვერდ არიან განლაგებული. რაც ყველაზე სამწუხაროა მთთვის, ეს არის ის რომ მათი მეუღლეები არასოდეს არიან სახლში.
ავტობიოგრაფიული ფილმი 15 წლის ბიჭის შესახებ, რომლელსაც დავალებული ჰქონდა თვალი ედევნებინა ცნობილი როკ-ბენდის გასტროლებისთვის იმისთვის, რომ შემდეგ როლინგ სტოუნის ჟურნალისთვის შეეგროვებინა ინფრომაციული მასალა.
ელისი მისი ინჟინერი ქმრის დასახსნელად, რომელიც ანტი-სამთავრობო დაჯგუფებამ სამხრეთ ამერიკაში გაიტაცა, პროფესიონალ შუამავალს დაიქირავებს...
asvl