კოლეჯ დამთავრებული ახალგაზრდა იძულებულია ვალების გამო სკოლა მიატოვოს და კრიმინალურ ადამიანებთან გაერიოს, ეს ყველაფერი კი მისთვის ძალიან მძიმე შედეგების მომტანი გახდება.
ძალიან მძიმე მეორე მსოფლი ომის დასრულების შემდეგ, ამერიკელი ქალი, რომელიც ცდილობს ახალი ცოვრება დაიწყოს თავის ქმართან ერთად მეზობელს გაიტაებს და ამით ფირქობს რომ შური იძიოს.
ახალგაზრდა ომიდან სახლისკენ ბრუნდება, სრულიად შემთხვევით კი მატარებელში გაიცნობს ლამაზ გოგონას, რომელიც ცოლიანი კაცისგან შვილს ელოდება.
ისტორია ცნობილი მწერლის შესახებ, რომელსაც ძალიან რთული ურთიერთობა აქვს ყოფილ ცოლთან და შვილებთან.
ახალდაქორწინებული წყვილი გადაწყვეტს რომ საქორწინო მოგზაურობაში წავიდეს, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოგზაურობა არაა, მათ არ აქვთ ფული.
გოგონა, რომელსაც უკურნებელი სენი სჭირს, გადაწყვეტს რომ სამყარო რაც შეიძლება მეტად შეიგრძნოს და სიცოცხლის ბოლო დღეებით დატკბეს.
მეგობრები გადაწყვეტენ ზუმი ჩართონ და დაიქირაონ მედიუმი, მაგრამ ეს გართობა მათთვის ძალიან ცუდად დამთავრდება, რადგან ისინი მიიღებენ უფრო მეტს ვიდრე ელოდებოდნენ.
მეგობრები გადაწყვეტენ ერთად ისადილონ და ამავდროულად გაუზიარონ ერთმანეთს ყველა ის შემოსული შეტყობინება თუ ზარი, რომელსაც ტელეფონში მიიღებენ.
სკოლის უფროსკლასელები გადაწყვეტენ რომ შექმნან ჯადოქრების ჯგუფი და ისინი მათთვის უცხობი ძალების დაუფლებით დაკავდნენ.
პიანისტის ძალიან მძიმე ცხოვრება, რომელსაც ომის დროს დამალვა და სიცოცხლისთვის ბრძოლა უწევს, მაგრამ იმედს და მუსიკისადმი სიყვარულს არ კარგავს.
5 ხალგაზრდა მუტანტი ლაბორატორიაში არიან გამოკეტილები და უწევთ იბრძოლონ თავის ძალის წინააღმდეგ, ასევე იბრძოლონ საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენადაც კი.
ძალიან წარმატებული და ამავდროულად მდიდარი ბანკირი ერთ დღესაც იძულებული ხდება განგსტერისა და სუტინიორის როლი მოირგოს.
ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ცხოვრობს ციმბირის ერთ-ერთ დასახლებაში, ჩათრეულია საკუთარი ქალაქის კრიმინალური დაჯგუფების ცხოვრებაში. ჩვენ ვხედავთ ახალგაზრდა ბიჭის ცხოვრებას, რომელსაც უწევს მიიღოს და გაიზიაროს საერთო კრიმინალური წეს-ჩვეულებები...
ერაყის ომში ნამყოფი ვეტერანები, გაუგებრობაში აღმოჩნდებიან და ისინი ძებნილები გახდებიან. სინამდვილეში ისინი უდანაშაულოები არიან და სახლში დაბრუნებას ცდილობენ, მათ საოცარი თავგადასავალი ელით...
ერთი გოგონა, ძალიან ღარიბ ოჯახში იზრდება. მისი დედა ექცენტრიული მსახიობია, მამა კი ალკოჰოლიკი. მშობლები ცდილობენ იმედი ჩაუნერგონ მის ბავშვურ წარმოსახვაში, რათა როგორმე ყურადღება გადაატანინონ სიღარიბიდან.
მოქმედება ვითარდება გერმანიის ქალაქ ბერლინში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლამის ნანგრევებად იყო ქცეული. ამერიკელი სამხედრო კორესპოდენტი ჯეიკ გეისმარი აღმოჩნდება ჩათრეული პოლიტიკურ თამაშებში თავისი ყოფილი საყვარლით ლენა ბრანდტით, ვისი უგზო-უკვლოდ დაკარგული ქმარი ძებნის ობიექტი ხდება, როგორც ამერიკული, ასევე საბჭოთა კავშირის არმიის.
ასტრონავტი 2029 წელს ხვდება ამოუცნობ პლანეტაზე, სადაც მოლაპარაკე მაიმუნები ცხოვრობენ და ადამიანების რასაზე ბატონობენ.
ადამაინები, რომლებიც მუტანტები არიან დიდი საფრთხის წინაშე დგანან და ამავდროულად მთლიანად დედამიწაც საფრთხეშია.
ძალიან ცუდი ჰოლივუდის რეჟისორი გადაწყვეტს რომ როგორმე გადაიღოს ფილმი, რომელიც მას დიდ ფულს მოუტანს. მაგრამ ძნელია დაითანხმოს ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი.
ბრიტანელი ჯალათის ძალიან რთული და ამავდროულად დამაფიქრებელი ცხოვრება, რომლის სამუშაოც ძალიან რთულია მაგრამ ის იძულებულია სოცოცხლე წაართვას სიკვდილმისჯილებს.
ახალგაზრდა ქალს ქორწილში საქმროს მოუკლავენ, ამ მკვლელობის ჩამდენები კი ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან ქალმა ყველა მკვლელის სია შეადგინა და გადაწყვეტილი აქვს რომ ისინი მოკლას.
მაგიური საგანი, რომელსაც გოგონა იპოვის საიდუმლო ძალის მქონე აღმოჩნდება. ამ საგანს შეუძლია გოგონა პარალელურ სამყაროში ამოგზაუროს.
ეს არის წყალქვეშა სამყარო, სადაც თევზები ლაღად და მშვიდად ცხოვრობენ. მაგრამ მათ ცხოვრებაშიც იჩენს ხანდახან პრობლემები თავს და ეს მათ უნდა მოაგვარონ.
სამი მხიარულების მოყვარული მეგობარი ერთ ღამეს გოგონებთან გაერთობა, მალევე კი აღმოაჩენენ რომ სამივე მათგანი მამა გახდება, რაც მათ გართობის დასასრული აღმოჩნდება.
ჯერო ცხოვრებასა და აზრებში მოგზაურობა. ისტორია, როგორ დაიბადა ჰოლდენ კოლფილდი, ბევრი თაობისათვის საყვარელი რომანის გმირი.
ჯეკ სადელშტაინს, ლოს-ანჯელესის წარმატებულ სარეკლამო მენჯერს, რომელსაც ულამაზესი ცოლი და შვილები ჰყავს, ყოველ წელს მხოლოდ ერთადერთი თარიღის შიში აქვს: მადლიერების დღეზე მასთან თავის ტყუპის ცალი და, ჯილი ჩამოდის. ჯილის მოთხოვნებს და პასიურ აგრესიას ჯეკი ჭკუიდან გადაჰყავს, რაც მის წყნარ ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.
ფრენკ ვეგა გახდება ადგილობრივი მასშტაბის ვარსკვლავი ინტერნეტ–რგოლის შემდეგ, სადაც სცემს ნაძირლებს. მაგრამ მალე ვეგაზე შურს იძიებს ბანდის მეთაური და მოკლავს მის საუკეთესო მეგობარს. «BAD ASS» ბეისბოლის ბიტის საშუალებით გადაწყვეტს შური იძიოს, მაგრამ აღმოაჩენს რომ მისი მეგობრის სიკვდილში ასევე ჩარეულია ადგილობრივი პოლიცია.
ერთ პატარა ქალაქში ჰეროინის ეპიდემიაა გამეფებული, ამის გამო მოსახლეობა იწყებს გაერთიანებას რათა ეს დაავადება დაამარცხოს რადაც არ უნდა დაუჯდეთ.
asvl