ადგილი სადაც ცხოვრობენ ძალიან ძლიერი და ამავდროულად ყოვლის შემძლე ნინძები, სრულიად მოულოდნელად დიდი საფრთხე დაემუქრება. ამირომაც ნინძები იძულებული გახდებიან მათი ტერიტორია სიცოცხლის ფასად დაიცვან.
ცინიზმი, შიში და ტყუილი - სასამართლო დრამის მთავარი თემებია... ჩიკაგოელი არქიეპისკოპოსის მკვლელობაში ბრალს ახალგაზრდა ბიჭს სდებენ, რომელიც მის მიმართ არსებული ყველა მტკიცებულების მიუხედავად, ბრალდებას უარყოფს და ადვოკატს თავის უდანაშაულობაში არწმუნებს.
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა არტურზე, რომელიც გარეუბანში ცხოვრობს და მეგობრებთან ერთად ცდილობს ფულის შოვნას. ის ხშირად ბრძოლობს ფულის საშოვნელად, ერთ დღესაც კი ის მივა მახვილთან შესახვედრათ და ყველაფერი აქედან იწყება...
ორი ძალიან განსხვავებული მეგობარი ერთ-ერთ კომპანიას წარმოადგენენ, რომელიც ენერგეტიკული სასმელებით ვაჭრობს. ერთი ძალიან მხიარულია, მეორეს კი არაფერი ახარებს.
ტიტანების შემოტევა უნდა დასრულდეს და ყველაფერს თავის პასუხი გაეცეს. დაპირისპირება, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა და ბევრი მსხვერპლი მოუტანა ყველა მხარეს, დასასრულს მიუახლოვდა.
სპანჯბობის საყვარელ მეგობარ ლოკოკინას, გერის გაიტაცებენ. სპანკბობი და პატრიკი ეპიკურ თავგადასავალში ერთვებიან, ამიტომაც ისინი გერის დასაბრუნებლად დაკარგულ ქალაქ ატლანტიდაში მიემგზავრებიან.
ჯიმი კარგავს სამსახურს, რომელმიც ვაფლის მაღაზიაში მუშაობდა. ის ძალიან მალე უმეგობრდება ედვარდს, ყოფილ მოვაჭრეს, რომელმაც გამოსცადა მძიმე ცხოვრებისეული გაკვეთილები.
არტურ ტრავმული წარსულის მქონე და ფსიქიკურად არასტაბილური შეთქმულების თეორეტიკოსია. ის დაბა ვანდერში მომხდარი მკვლელობის გამოსაძიებლად დაქირავების შემდეგ, არტური სიცრუის სამყაროში ჩაიძირება და იწყებს ფიქრს იმის თაობაზე, რომ მკვლელობა შეიძლება იგივე "შეთქმულების დაფარვის" ნაწილი იყოს.
კევინი როგორც იქნა მის საოცნებო კოლეჯში მოხვდა. ის გადაწყვეტს რომ შექმნას მოცეკვავეთა ჯგუფი, რომელიც კონკურენციას უკვე არსებულ მოცეკვავეთა ჯგუფს უნდა გაუწიოს.
გოგონას ძალიან რთული ცხოვრება ხვდა წილად, ჰყავს 6 ძმა, მამა ლოთია, ხოლო დედა სახლიდან წავიდა. ამიტომაც მას უწევს მოუაროს 6 ძმას და ფიქრობს რომ საკუთარი ცხოვრება არ აქვს და ამიტომაც მოულოდნელად მოსულ სიყვარულზე უარს ამბობს.
ორი მეგობარი პროფესიონალი ვალების ამომღებია, მაგრამ როდესაც მათ ლას ვეგასში გამოიძახებენ კაზინოს ფულის ამოსაღებათ, ყველაფერი სულ სხვანაირად წარიმართება.
შეყვარებული წყვილის ამბავი, რომელთაც ვარსკვლავები საერთოდ არ წყალობთ, რადგან ისინი თავიანთი ოჯახების დავაში აღმოაჩნდებიან ჩათრეულნი, რომელიც მიწის გამო აქვთ.
„თუ დაიწყებ თამაშს და ის მოგიგებს, შენ აუცილებლად მოკვდები!“ - საშიში თამაში, რომელის დასასრულიც სივდილით მთავრდება. ახალგაზრდები გადაწყვეტენ საშიში თამაში ითამაშონ, რაც მათ ძალიან ძვირად დაუჯდებათ.
ის ყოფილი სპეც აგენტია. ის გავიდა პენსიაში და მშვიდი ცხოვრება აირჩია, მაგრამ მის ქალიშვილს მის თვალწინ ააფეთქებენ, რის გამოც ის გადაწყვეტს თავად მოიძიოს მკვლელი და შური იძიოს მასზე.
12-13 წლის ბიჭუნა, შედის ბიბლიოთეკაში და სრულიად მოულოდნელად, მაგიის დახმარებით საუკეთესო საბავშო წიგნების სამყაროში აღმოჩნდება. საყვარელ გმირებთან ერთად იგი მონაწილეობას ღებულობს მულტიპლიკაციურ თავგადასავლებში.
სკოლადამთავრებული წყვილი, რომელიც ერთმანეთზე სიგიჟემდეა შეყვარებული, ტრაგიკული ავტოავარია ერთმანეთს დააშოლებს, რაილი თავის თავს დაადანაშაულებს შეყვარებულის სიკვდილში, მაშინ როდესაც კრისი სატუსაღოშია გამომწყვდეული.
სარა ევროპულ კოსმოსურ სააგენტოში ერთადერთი ქალია, რომელიც ძალიან რთულ პროგრამაში მონაწილეობს. იგი ასევე მარტოხელა დედაა, რომელიც რვა წლის ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ჩასული ჯგუფი ვიეტნამის ომის შესახებ ფილმს იღებს. ჯერ კიდევ გადაღების საწყის ეტაპზე ცხადი ხდება, რომ ისინი გეგმასაც ჩამორჩნენ და ბიუჯეტიც არ ყოფნით. გადამღებ ჯგუფს თავს დააცხრებიან ოპიუმის მომყვანი ადგილობრივი ნარკოტიკებით მოვაჭრეები, მაგრამ გადამღები ჯგუფი მათ დაქირავებულ