ახალგაზრდა და მიზანდასახული ბიჭი არმიიდან ბრუნდება და ოცნებობს ინსტიტუტში ჩაბარებაზე. ოცნებას სამწუხაროდ ასრულება არ უწერია, რადგან ის თავის სამ მეგობართან ერთად ძალიან დიდი შარში აღმოჩნდება.
ფილმის მთავარი გმირი, წავა ციმბირში რათა მოიპოვოს ბრილიანტი და შემდეგ ის მაღალ ფასში გაყიდოს, სამწუხაროდ ის მხოლოდ ტყუილ ქვას მოიპოვებს და ამის გამო ნამდვილ შარში ამოყოფს თავს.
ორი მცირეწლოვანი შვილის ახალგაზრდა მარტოხელა დედა ხაფანგში აღმოჩნდება, როდესაც მათ სახლში მისი ყოფილი მოძალადე ბოიფრენდი შეიჭრება, რომელიც გოგონას საკუჭნაოში გამოკეტავს, ხოლო თავადა მის შვილებთან მარტო დარჩება.
მაქსი და ეივერი აპლიკაციის გამოყენებით შეხვდებიან პირველ პაემანზე. ისინი ერთ მოჩვენებებით სავსე სახლში აღმოჩნდებიან და გააცნობიერებენ, რომ შესაძლოა ტრავმამ, რომელსაც ორივენი განიცდიან, ან გადაარჩინოს ისინი ან მათთვის დაუვიწყარ კოშმარად იქცეს.
ახალგაზრდა ინგლისელმა მწერალმა თავისი პირველი სასიყვარულო რომანი გამოაქვეყნა, რომელიც სამწუხაროდ, წარუმატებელი აღმოჩნდება. მაგრამ მოულოდნელად მისი წიგნი ბესტსელერი ხდება მექსიკაში და ჰენრის სარეკლამო ტურში გააგზავნიან, სადაც მას უკვე გულშემატკივრების არმია ელოდება.
მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდება, ორგანიზაცია სახელად კინგსმენი, რომელტა მტავარი მიზაინია წინააღმდეგობა გაუწიონ ძალას, რომელტა მიზანიცაა უამრავი ადამიანის დაღუპვა.
ნაშვილებ თინეიჯერ გოგონას არ სჯერა, რომ იმსახურებს საკუთარ სასიყვარულო ისტორიას. მაგრამ ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, რაც ის შემთხვევით გაიცნობს სკოლის მოსწავლე სკაილერს, რომელიც ნამდვილი რომანტიკოსი აღმოჩნდება.
ამბავი მოზარდ გოგონა რეკუელის შესახებ, რომელსაც დიდი ხანია მისი იდუმალი მეზობელი ბიჭი არესი სიგიჟემდე უყვარს. გოგონა ფარულად უთვალთვალებს მას, მაგრამ ისინი არასოდეს ლაპარაკობენ.
დედოფლის ძაღლი უზრუნველად და ლაღად ცხოვრობდა, სამწუხაროდ ერთ დღესაც ის დაიკარგება და ქუჩაში ნამდვილ მშიშარა ძაღლად იქცევა. მას ძალიან ბევრი თავგადასავალი ელის წინ.
ენკანტო ეს არის ოჯახი, სადაც ოჯახის თითოეულ წევრს აქვს ჯადოსნური ძალა, რომლის მეშვეობითაც შეუძლიათ სასწაულების მოხდენა. ერთ დღესაც მათი სახლი დანგრევის საშიშროების წინაშე აღმოჩნდება.
ფილმი მაიას ცივილიზაციის შესახებ, სადაც ადამიანის იდილიურ ყოფას უხეშად არღვევს ძალადობა. შიშით და ჩაგვრით მართულ ქვეყანაში, ფილმის გმირი ცდილობს გადაარჩინოს საყვარელი ქალი და ოჯახი.
დისტოპიურ სამყაროში, ეპიდემია ვრცელდება, რომელიც სიტყვიერი კომუნიკაციის გზით გადადის. ტირანული ინსტიტუტი კი მისდევს ლინგვისტს, რომელიც იმუნურია დაავადების მიმართ.
მოვლენები კალიფორნიაში 1850 წლის ოქროს ციებ-ცხელების პიკის დროს ვითარდება და ახალგაზრდა ენჯელის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ბავშვობაში სექსუალურ მონად გაყიდეს.
მიმდევრების რიცხვის შემცირების გამო ტურისტული ვიდეობლოგერები ტედი და კლერი, გადაწყვეტენ ინტერნეტში გაუშვან კონტენტი მათი ბოლო "სუპერმასპინძლის" რებეკას შესახებ, რომელსაც ამ ორისგან უფრო მეტი სურს, ვიდრე კარგი რეპორტაჟია.
კიდევ ერთი ლამაზი საჩუქარი პატარებს "მინიონების" შემქმნელებისგან. ფილმი მოგვითხრობს ცხოველებზე, რომლებიც ცდილობენ იმღერონ და ამით შეძლონ 100000$-ს შოვნა...
ახალგაზრდა ლამაზ გოგონას მხოლოდ ორი რამ დარჩენია, უნდა იცხოვროს ბედნიერი მოგონებებით და ის რაც დედისგან დარჩა. მაგრამ ამ ყველაფერსაც კი საფრთხე დაემუქრება.
ჯული თბილი, კეთილი და ოჯახის მოყვარე ქალია, რომელიც საბავშვო ბესტსელერის ავტორია. მისი წიგნები ბავშვობის შიშის გამოვლენას ეხება. წინ ბნელი საიდუმლოს გამჟღავნებაა.
მატიე, ეს არის ახალგაზრდა და ნიჭიერი "შავი ყუთების" ანალიტიკოსი, რომლის მიზანი ახალი თვითმფრინავის სასიკვდილო კატასტროფის მიზეზის გარკვევაა, თუ რა მოხდა დუბაი-პარიზის რეისზე, სანამ ის ალპებში ჩამოვარდებოდა.
ბავშვები, ბაბუის მიერ დატოვებულ სახლში აღმოაჩნენე უცნაურ მოწყობილობებს, რომელთა გამოყენებაც არ ციციან. მაგრამ მალე ქალაქში ჩნდებიან მოჩვენებები, რომელთა მოსაცილებლად ბავშვებმა ეს მოწყობილობები უნდა გამოიყენონ.