ხელოვნურად შექმნილმა ვირუსმა, მთელი კაცობრიობა ამოწყვიტა. მაგრამ ამას გადაურჩა მეცნიერი, რომელსაც არ ეგონა რომ ეს ვირუსი ასე გავრცელდებოდა და ასეთ შედეგებს გამოიღებდა.
ფილმი მოგვითხრობს მამის ისტორიას, რომელიც ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოვებულ ვაჟს მალავს რელიგიური სექტისა და მთავრობის აგენტებისგან.
ცხოვრებისგან გადაღლილი 4 ახალგაზრდა მოულოდნელად აღმოაჩენს რომ მათ ქალაქში უცხოპლანეტელები დათარეშობენ. ისინი საკუთარი ქალაქისა და მსოფლიოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
1950 წლების მიწურულს, ერთ საბედისწერო ღამეს, ნიუ მეხიკოში, ახალგაზრდა სატელეფონო სადგურის ოპერატორი ფეი და ქარიზმატული რადიო დიჯეი ევერეტი უცნაურ რადიო სიხშირეს აღმოაჩენენ, რომელსაც შეუძლია მათი პატარა ქალაქი და მათი მომავალი სამუდამოდ შეცვალოს.
9 წლის ბიჭის ისტორია, სახელად მაილო. ჭამო საზიზღარი საჭმელები, გაიტანო ნაგავი, ადრე დაწვე დასაძინებლად - ვის სჭირდება დედა, რომელიც ამ ყველაფრის გაკეთებას გვაიძულებს? ასე ფიქრობდა იგი, სანამ არ აღმოაჩინა, რომ დედა უცხოპლანეტელებმა მოსტაცეს.
მარიო და ლუიჯი, რომლებიც წყალსადენის ოსტატები არიან, აღმოაჩენენ სხვა სამყაროს, სადაც დინოზავრიებმა ევოლუცია განიცადეს.
ის, რასაც ასე ელოდნენ, მოხდა - დედამიწაზე უცხოპლანეტელები ჩამოფრინდნენ. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მათი ხომალდები ამხელა და ამდენი იქნებოდა. მაგრამ აღტაცება და გაოცება საშინელებად გადაიქცევა, როდესაც კოსმოსური იარაღი ამოქმედდება და ქალაქებს ნანგრევებად აქცევს. გადარჩენილი ადამიანები უნდა გაერთიანდნენ, რათა მტერს საერთო ძალებით შეუტიონ.
ისტორიის ცენტრშია მოლეკულარული მედიცინის ბიოლოგი და მისი ასიასტენტი. ერთად ისინი არაჩვეულებრივ აღმოჩენას აკეთებენ, რომელსაც შეუძლია რადიკალურად შეცვალოს თანამედროვე საზოგადოება.
სამი ჰაკერი-სტუდენტი მოულოდნელად მიიღებენ საიდუმლო შეტყობინებებს უცნობისგან სახელად NOMAD (მაწანწალა). მაგრამ ისინი ვერც კი ხვდებიან, რომ საქმე აქვთ არა ადამიანთან, არამედ არამიწიერ გონებასთნა.
კომპიუტერული კორპორაციის მეცამეტე სართულზე შემუშავებულ იქნა ვირტუალური რეალობის სრულყოფილი მოდელი, რომლის შექმნას საიდუმლო მკვლელობების მთელი სერია მოჰყვა.
asvl