პიტერი ერთი და იგივე სიზმარს ხედავს, რომელშიც იგი მუდმივად კარგავს ოჯახს. ერთხელ სიზმარი თითქმის ახდება, დედამიწაზე უცხოპლანეტელები ჩამოვლენ, რომლებიც სიკვდილს, განადგურებასა და შიშს თესავენ. ოჯახის გადარჩენის მცდელობისას პიტერი საკუთარ თავში მოულოდნელ ძალას აღმოაჩენს.
დომ კობი ძალიან ნიჭიერი ქურდია, საუკეთესო საუკეთესოთა შორის. ის იპარავს ძვირფას საიდუმლოებებს ქვეცნობიერის სიღრმეებიდან, როდესაც ადამიანს სძინავს.
სერიალში მოქმედება ვითარდება 80-იანი წლების კონტრკულტურის ფონზე. ეს არის ისტორია თინეიჯერი მარკუსის შესახებ, რომლიც ქუჩაში ცხოვრობს და ის შემთვევით ელიტარულ კერძო აკადემიაში მოხვდება. იქ კი, მსოფლიოს კრიმინალური სამყაროს ცნობილი ოჯახების შვილები სწავლობე.
კაპიტან ამერიკის საუკეთესო მეგობრები, ფალკონი და ზამთრის ჯარისკაცი დედამიწაზე ცდილობენ წესრიგი დაამყარონ და ბოროტებას ებრძოლონ.
დედამიწა საფრთხეშია, რადგან გამოჩნდნენ უცხო პლანეტელები. ისინი ცდილობენ დაიკავონ ადამიანების ადგილები და მათზე იბატონონ, მაგრამ ამას სუპერ აგენტები არ დაუშვებენ.
ამბავი გრეგის თავბრუდამხვევი სიყვარულის შესახებ, რომელიც განქორწინების და სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ, ქუჩაში მცხოვრებ იდუმალ ქალს იზაბელას შეხვდება.
ახალგაზრდა გამუდმებით ცდილობს ბავშვობის მოგონებები როგორმე აღიდგინოს. ის მიაგნებს გზას, რომლის დახმარებითაც წარსულში გადადის და კვლავ ბავშვია, მას შეუძლია მოვლენების განვითარება შეცვალოს, მაგრამ მალე იგი ხვდება, რომ ყველა ამ ცვლილებას გაუთვალისწინებელი შედეგები მოყვება.
ქალი, რომელიც საკმაოდ ძლიერი აგენტია, ის იყენებს განსაკუთრებულ ტექნელოგიას, რომლის წყალობითაც მას შეუძლია ტვინის გადანერგვა სხვა სხეულში და ამას თავისი მიზნების მისაღწევად იყენებს.
ასტრონავტი 2029 წელს ხვდება ამოუცნობ პლანეტაზე, სადაც მოლაპარაკე მაიმუნები ცხოვრობენ და ადამიანების რასაზე ბატონობენ.
მაგიური საგანი, რომელსაც გოგონა იპოვის საიდუმლო ძალის მქონე აღმოჩნდება. ამ საგანს შეუძლია გოგონა პარალელურ სამყაროში ამოგზაუროს.
დედამიწაზე სუნთქვა შეუძლებელი გახდება, რის გამოც ითენი იძულებული ხდევა მომავლის სამყაროში გაემგზავროს. მისი მოგზაურობა ბევრ საფრთხეს შეიცავს, მაგრამ მას სხვა გზა არ აქვს.
საბჭოთა კოსმონავტმა და გმირმა საკუთარ სხეულში ჩაბუდებული ამოუცნობი არსება ჩამოიყვანა დედამიწაზე. ეს ყველაფერი კი მას ძალიან ძვირად დაუჯდა.
დოქტორი ემა თავის გუნდთან ერთად უკვე მესამე ზაფხულს ატარებს კუნძულზე და სწავლობენ კლიმატის ცვლილების შედეგებს დიდ თეთრ ზვიგენებზე.
სტუდენტთა ჯგუფი ცოტა სარისკო გადაწყვეტილებას იღებს და იდუმალი გამოქვაბულში შედის, იქ შესულები კი აღმოაჩენენ, რომ დრო აქ სხვაგვარად მიედინება.
ახალგაზრდა მეცნიერს რომელიც NASA -ს კვლევითი ლაბორატორიაში მუშაობს, უცხოპლანეტელები გაიტაცებენ. რმაგრამ მის ისტორიას არავინ დაიჯერებს, თუმცა ყველაფერი ზუსტად ამ დროს იწყება.
ახალგაზრდა ქალი, ყოველთვის ოცნებობდა საბავშვო მწერლობაზე, მაგრამ მისი ცხოვრება სულ სხვანაირად განვითარდა.
ამბავი ვიკინგი ბავშვების შესახებ, რომლებიც მოგზაურობას შეუდგებიან მიდგარდიდან ვალჰალასკენ.
მოქმედება ხდება არქტიკაში და მთავარი პრესონაჟები კი მკვლევართა ჯგუფია, რომლებსაც პარაზიტი–მკვლელი დაესხმება თავს.
დედამიწის ზედაპირი საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდა. ამიტომაც მოსახლეობის უმეტესობა იძულებულია ღრუბლებს ზემოთ იცხოვროს, თუმცა ადამიანთა გარკვეული ჯგუფი მაინც ახერხებს ლანდშაპტზე დაბრუნებას, სადაც ჯერ კიდევ შეიძლება საჭირო საგნების პოვნა.
ახალგაზრდა ქალის ცხოვრება თავდაყირა მას შემდეგ დადგება, რაც მის ცხოვრებაში გამოჩნდება უჩინარი მამაკაცი. კაცი რომელსაც მხოლოდ ქალი ამჩნევს, დიდი ზიანის მომტანი აღმოჩნდება მისთვის.
მამა შეშინებულია გარე სამყაროთი და თავის უშიშარ 7 წლის ქალიშვილს სახლში გამოკეტავს, მაგრამ ბავშვს ეს ძალიან არ მოსწონს და გარბის.
რუსეთში სრული პანიკაა, კერძოდ კი მოსკოვში ეპიდემია მძვინვარებს. მთელი მოსახლეობა შოკირებულია და საკვებს დაეძებს, ქალაქი კი მკვდარი ადამიანებითაა სავსე.
ძალიან წვრილმანი დანაშაულის გამო მამაკაცი, რომელიც განსკუთრებულად დიდ ძალას ფლობს გადაწყვეტს დაუპირისპირდეს პოლიციას და ნამდვილი აურზაური მოაწყოს.
არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც არსებობს ერთი ადგილი სადაც ქალთევზები ცხოვრობენ. მათ შორის კი არის ერთი მწვანეთვალება გოგონა, რომელიც ბევრს სიკვდილს მოუტანს.
ეს არის სერიალი, რომელსაც აქვს ორი განსხვავებული სტილი -ერთი, კლასიკური სიტუაციური კომედიისა და მარველის კინოსამყაროს ნაზავია, რომელშიც ვანდა მაქსიმოვი და ვიჟენი - ორი ზებუნებრივი ძალის მქონე არსება, რომლებიც წყნარი ცხოვრებით ცხოვრობს, დაფიქრდება, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
დედამიწაზე გიგანტური არსება გამოჩნდა, რომელიც მთლიანად დედამიწას დიდ საფრთხეს უმზადებს. მან გაანადგურა ქალაქები და შეიწირა უამრავი ადამიანი, ამიტომაც აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო მზადაა ის როგორმე გაანადგუროს.
საფრანგეთში სრული განუკითხაობა და დიდი უმუშევრობაა, ხალხი ამას ვერ ეგუება და ემზადება ერთი დიდი რევოლუციისთვის. ამ ყველაფერს კი მთავრობა უცნაური ხერხით ებრძვის, რომელიც თავსი მხრივ ამართლებს კიდეც.
ქმრისგან დაღლილი ცოლი გადაწყვეტს ძველი მეგობრის დახმარებეით ქმარის სიკვდილი გაითამაშოს და ამიტომაც ის ძველ მეგობართან ჩავა თავის ქმართან ერთად, სადანც ის ქმრის მკვლელობას ცდილობს.
asvl