პოპულარული ჰორორის გაგრძელება ეშმაკისეულ თოჯინაზე, რომელიც ანაბელის დაწყევლილი სულის სათავსო გახდა. ვინც თავის სახლში მიიტანს ამ თოჯინას, კარს გაუღებს იმქვეყნიურ ბოროტებას, საშინელებას და სიკვდილს აუცილებლად ინანებს...
ნიუ-იორკის აეროპორტში დაჯდება ტრანსატლანტიკური ლაინერი, მკვდარი მგზავრებით. ცოტა ხანში მკვდრები ცოლცხლდებიან, მაგრამ ისინი ადამიანები აღარ არიან, ისინი დაუნდობელ ვამპირებად გადაიქცნენ.
სერიალი გადაღებულია ამავე სახელწოდების კომიქსების სერიის მიხედვით. ფილმი მოგვითხრობს ზომბი აპოკალიფსის შემდეგ გადარჩენილი რამდენიმე ადამიანის ბრძოლაზე გადარჩენისათვის.
ფილმი მოგვითხრობს ქალზე, რომელიც სიმშვიდის და მარტოობის მოყვარულია. ის ქმართან ერთად საცხოვრებლად ახალ სახლში გადადის. ის გადაწყვეტს ეს სახლი მთლიანად შეცვალოს და გაალამაზოს, სწორედ აქედან იწყება მისი ტანჯვა.
ფილმის დევიზია -
ფილმი საკმაოდ საშიში გამოვიდა და ალბათ ბევრი თქვენთაგანი მის ყურებას ვერც გაბედავს, ხოლო ვისაც უყვარს საშინელებათა ფილმები მათთვის ძალიან კარგი საყურებელი იქნება. ფილმში მთავარი გმირი პოულობს დისკს, შემდეგ რთავს  ვიდეოს სადაც არის ერთი გოგოს ისტორია, რომელიც ჭაში ჩააგდეს და დაახრჩვეს.
დრაკულა უდიდესი მმართველი და ბრწყინვალე მებრძოლი იყო, მაგრამ ბედმა მას ვერაგი მტრები შესძინა. დრაკულა გარიგებაზე წავიდა - ზეადამიანური ძალა, უკვდავი სულის სანაცვლოდ.
ადამიანები, რომლებიც სრულიად შემთხვევით ერთად აღმოჩნდებიან და ლიფტში იჭედებიან, მალევე აღმოაჩენენ რომ მათთან ერთად ეშმაკია.
ადამი ნიჭიერი მუსიკოსია, ცხოვრობს დეტროიტში და უკრავს 60იანი წლების მუსიკას, სახლიდან კი მხოლოდ ღამით გამოდის. მისი საყვარელი ევა კი ტანჟერში ცხოვრობს, უყვარს პოეზია და ლამაზად ჩაცმა. ადამი და ევა ათას წელზე მეტის არიან. დიდი ხნის წინ მათ გადაწყვიტეს, რომ ახალი სისხლის გამო არ მოეკლათ ადამიანი და სავადმყოფოში აღებული სისხლით საზრდოობენ. მათ ცოტა ხნით ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტეს, მაგრამ დიდხანს უერთმანეთოდ ვერ გაძლეს.
შხამი არის თრილერი რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდა ვარსკვლავები. მეგობრები ცდილობენ მეგობრის საიდუმლოეებით სავსე სიკვდილი ამოხსნან.
წყვილის ერთი უხერხული პაემანი შობის წინა საღამოს თეატრალურ წარმოდგენაზე დასწრებით დასრულდება. თეატრში უცნაურ და საშიშ საშობაო ისტორიებს წარმოადგენენ, რომლის მონაწილენიც ყველანაირად ცდილობენ დღესასწაულზე დატრიალებული საშინელებები აიროდონ. ამ დღესასწაულებზე ბევრი რამის უნდა გეშინოდეს - მოსაწყენი წვეულებებიდან დაწყებული და შურისმაძიებელი მდევრებისა თუ უკვდავი დემონებით დამთავრებული.
მამის გარდაცვალების შემდეგ, აარონ ჰამონდი მშობლიურ ქალაქში, განადგურებული დედის დასახმარებლად და ცუდ მოგონებებთან დასაპირისპირებლად ბრუნდება. მამის ნივთების დათვალიერებისას, მოულოდნელად, მისტიურ ნივთს გადააწყდება, რომელიც გაცილებით დიდი ძალის მატარებელია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
მანქანით სეირნობიდან დაბრუნებისას თავის შეყვარებულთან ერთად, ლიტერატურის მასწავლებელი ჯონ სმიტი ავარიაში ხვდება. კატასტროფის შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში ის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
ახალგაზრდა დამნაშავეთა ჯგუფი, რამდენიმე თავზეხელაღებული ძარცვის შემდეგ, მართმსაჯულებას ახლომდებარე ტყეებში ემალება. ხეტიალის დროს ისინი შემთხვევით მიტოვებულ ქარხანასთან აღმოჩნდებიან.
უნივერსიტეტის სტუდენტი ასტრალური პროექციის შედეგებს იწვნევს, როდესაც ამ პროექციას გარდაცვლილ დედასთან დასაკავშირებლად გამოიყენებს.
ქალი სამსახურის დაკარგვის შემდეგ, უქმეების წყნარად გასატარებლად ქალაქიდან გადის. ერთი ძველმოდური ქვრივი კაცისგან სახლს იქირავებს, რომელიც ცდილობს თავისი ფსიქოპატური გამოვლინებები დამალოს. მალე ორი თაობა ერთმანეთს უპირისპირდება, რაც საშინელი შედეგებით მთავრდება.
ახალგაზრდა მეგობრები, გადაწყვეტენ რომ გაატარონ ერთი ღამე სახლში, რომელიც უცნაურ ტყეში მდებარეობა. მალევე აღმოაჩენენ რომ ამ ადგილას დრო ძალიან სწრაფად გადის.
გაუცნობიერებელ და აკრძალულ ტერიტორიაზე მოგზაურობა, სივრცესა და დროში ჩახლართული სამი ზღაპრის მეშვეობით.
ახალგაზრდა ბიჭი სახელად აარონი პასუხობს განცხადებას სადაც ეძებენ ოპერატორს ერთი დღით. განცხადების ავტორია მამაკაცი სახელად ჯოზეფი, ის ამცნობს აარონს, რომ დაავადებულია თავის კიბოთი და რამოდენიმე თვეში გარდაიცვლება.
ერთი სცენარისტი ალპებში, შორეულ სახლში მიემგზავრება ოჯახთან ერთად, რათა თავისი ფილმი-ჰიტის გაგრძელება დაასრულოს, თუმცა მას შემდეგ რაც შემოქმედებითი სტაგნაციის სასტიკი პერიოდი დაუდგება, თავის გადაწყვეტილებას ინანებს.
წლების მანძილზე ტარდებოდა
asvl