ის ძალაინ ცნობილი ადვოკატია. სამწუხაროდ მის ქალიშვილს და ცოლს ერთ დღეს მოკლავენ, სწორედ ამ დღიდან შეიცვლება მისი ცხოვრება. ის თავად გადაწყვეტს მოძებნოს და შური იძიოს მკვლელზე
ნევადას უდაბნოში მდებარე საიდუმლო ერთ სამხედრო ბაზაზე მოულოდნელად ზომბი ვირუსი ჩნდება. აშშ-ს მთავრობა ზომბების არმიის მიერ დაკავებული ცოდვების ქალაქის გარშემო კედლის აშენებით, ეპიდემიის აფეთქების შეჩერებას ახერხებს, მაგრამ მთელი სიმდიდრე ზომბებით სავსე კაზინოებში რჩება.
დედამიწაზე ადამიანებს გადაშენება უწერიათ. სამყაროში, უცნაური რობოტები გამოჩნდნენ, რომლების ადამიანებს იტაცებენ და სადღაც მიჰყავთ. მაგრამ გამოჩნდებიან მებრძოლები, რომლების მათ დასმარცხებლად მზად არიან.
მარსელში არსებული კრიმინალური კლანის შესახებ დაიწყება გამოძიება. რიჩარდ ვრონს კი ბანდების წინააღმდეგ შექმნილი ბრიგადის ერთ-ერთი წევრია, ის თავისებური მეთოდებით ცდილობს გამოიძიოს ბანდა, რომელსაც კოსტა მეთაურობს.
ერთ ჩვეულებრივ დღეს ლოს ანჯელეს გლობალური პანდემია დაატყდება თავს, ცნობილი ტელევარსკვლავი კი იძულებული გახდება თავის სოფელს დაურბუნდეს, მაგრამ წინ ნამდვილი ჯოჯოხეთი ელის.
ტომი საინჟინრო ფაკულტეტის გამორჩეული კურსდამთავრებულია, რომელიც ესპანეთში მდებარე ერთ-ერთი ბანკის საცავით ძალიან არის დაინტერესებული. ბანკის შენობა 100 წლის წინ გეგმის გარეშე აშენდა და უსაფრთხოების სისტემა მიწისქვეშა მდინარეს მოიცავს, რის გამოც საგანგებო სიტუაციის დროს დაცულ ტერიტორიას წყლით ავსებს.
იდენტობის დისოციაციური აშლილობით დაავდებული, მარკ სპექტორი ჩიკაგოში მცხოვრები რაბინის ოჯახში დაიბადა. ის ოცნებობდა გამხდარიყო პროფესიონალი მოკრივე, მაგრამ საბოლოოდ აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსს და შემდეგ CIA-ს შეურთდა და პარარელურად დაქირავებულ ჯარისკაცად მუშაობდა.
ისინი კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან და ერთ დღესაც მიიღებენ შეკვეთას რომ მილიარდელის ქალიშვილი მოკლან, მაგრამ ეს არცისე ადვილია რადგან ამ გოგონას ერთი პატარა მაგრამ ძლიერი ბანდა მფარველობს.
ანა ლამაზი გოგონაა და სამოდელო კარიერაზე ოცნებობდა, ის აირჩიეს კიდეც მოდელად მაგრამ სინამდვილეში ის სიკვდილის მანქანად აქციეს. მას მოუწევს თავის სილამაზით მამაკაცები მოხიბლოს და ბოლოს გაანადგუროს.
ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანები აღმოჩნდებიან ოთახში, რომელშიც ისინი ჩაიკეთებიან და თუ სურთ გადარჩენა, მაშინ უნდა მოახერხონ ამ ოთახიდან თავის დაღწევა.
სამყარო სრული კატასტროფის წინაშე დადგება, მას შემდეგ რაც გოძილა გამოჩნდება და ყველაფრის განადგურებას დაიწყებს. მას მხოლოდ კონგმა შეიძლება გაუწიოს წინააღმდეგობა და გადაარჩინოს დედამიწა.
ორი მამაკაცი, სხვადასხვა ადგილებიდან ებრძვიან მაფიას და მაფიის ბინძურ საქმეებს. ისინი ცდილობენ დაამარცხონ ბოროტება და რაც მთავარია გაუმკლავდნენ ბეჭედს, რომელიც მაფიაში უმთავრესია.
ოკლაჰომელი მენავთობე ბილი, იძულებულია მარსელში გაემგზავროს, რათა მკვლელობის გამო ციხეში მჯდომი მისი გაუცხოებული ახალგაზრდა ქალიშვილი ელისონი მოინახულოს და დაეხმაროს.
1903 წლიდან დაძინებული ვულკანი, რომელიც ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის საზღვარზეა სრულიად მოულოდნელად ამოიფრქვევა. არსებობს გარდაუვალი ამოფრქვევების საფრთხე, სწორედ ამიტომ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის უნიკალურად მომზადებული პროფესიონალების ჯგუფები ერთიანდებიან.
გლორია საკუთარ თავში აქამდე უცნობ ძალას აღმოაჩენს. საიმისოდ, რათა სიკვდილს გადაურჩეს, მან მთელი თავისი ჭკუის, მახვილგონიერებისა და ძალების მობილიზაცია უნდა მოახდინოს.
მთავარი გმირი არის ადამიანი, რომლმაც უნდა გადაარჩინოს დედამიწა და ზოგადად კაცობრიობა. ის არის შეიარაღებული და შეუძლია ნებისმიერი იმ ადამიანის განადგურება, ვინც მსოფლიოს საფრთხეს უქმნის.