ისტორია დაქორწინებულ წყვილზე, რომელსაც ერთი ღამე სხვადასხვა ადგილას ყოფნა უწევს, რადგან ქმარი მივლინებაში წავა მის თანამშრომელ ქალთან ერთად, რომელიც მას ძალიან იზიდავს. სანამ ქმარი ცდილობს ცდუნებას შეეწინააღმდეგოს, ცოლი ყოფილ სიყვარულს შეხვდება.
შობის წინ შეყვარებულთან დაშორება მარის ყოველგვარ სადღესასწაულო განწყობას დაუკარგავს. დედა მისთვის ბავშვობისდროინდელი ნაძვის ხის სათამაშოების გაგზავნით ცდილობს მისთვის განწყობის გაუმჯობესებას, ახალი მეზობელი მუსიკით, ნაძვის ხითა და ციგურებით სრიალით, მეგობარი კი სთავაზობს ბავშვებს დაეხმარონ.
სიუზანი, რომელიც ადვოკატია და რატომღაც ბევრი საქმე აქვს აღებული, გასამრჯელოს არ იღებს ამ საქმეებიდან. მაგრამ ის აიღებს საქმეს, საიდანაც დიდი ფულის შოვნის შანსი ეძლევა.
17 წლის გოგონა, კიდევ ერთ მოსაწყენ ზაფხულს ატარებს მშობლებთან ერთად, როდესაც სრულიად შემთხვევით გაიცნობს პროფესიონალ მოცეკვავეს და შეუყვარდება.
შეყვარებულ წყვილი და ქალი ცდილობენ როგორმე გაფრიდნენ პარიზში, მაგრამ მოგზაურობის დროს ძალიან დიდი საფრთხეში აღმოჩნდება ქალი.
მამაკაცის ყოფილი შეყვარებული დროში გადაადგილების პორტალს აღმოაჩენს და მე-19 საუკუნიდან არისტოკრატ ლეოპოლდს გადმოიყვანს.
მთავარი გმირები სუ და ჩოუ ორ ოთახს ქირაობენ, რომლებიც გვერდი-გვერდ არიან განლაგებული. რაც ყველაზე სამწუხაროა მთთვის, ეს არის ის რომ მათი მეუღლეები არასოდეს არიან სახლში.
პუტკუნა თინეიჯერი და მისი საუკეთესო მეგობარი პენი ერთ-ერთი შოუს ქასთინგზე გავლენ და ტრეისი გაიმარჯვებს. მაგრამ ამბერი და დედამისი არ ნებდებიან და ეს ყველაფერი ქაოსში გადაიზრდება.
ეს არის ისტორია ცოდვის ქალაქში, რომელიც ორი ადამიანის თავს დატრიალდა. აღვირახსნილი ღამის მეორე დილით წყვილი აღმოაჩენს, რომ დაქორწინებულები არიან.
1903 წლის ივნისი, უმუშევარი მეზღვაური აღმოჩნდება ლონდონში. ქუჩაში ის შეხვდება მილიონერ ძმებს, რომლებიც მაცდურ წინადადებას შესთავაზებენ.
მხიარული კომედია სასაცილო სიტუაციებით, სადაც ყურადღების ცენტრში ხვდება მზა კაბების მაღაზიის მენეჯერი - სამანტა. ის მივლინებით პარიზში მიემგზავრება, სადაც ასევე მივლინებით მყოფ ჟურნალისტს დაუახლოვდება.
ქორწილების ცერემონიალის ორგანიზატორი ლორენ კრანდელის დაევალა მისი ოცნების მამაკაცის ქორწილის დაგეგმვა.
ეს ტრივიალური კომედია, ამერიკული ცხოვრების სტილის უხეში კრიტიკაა. ბად ბაქსტერი ნიუ -იორკის მსხვილი სადაზღვევო კომპანიის რიგითი, მორცხვი აგენტია, რომელიც კარიერაში წინ წასაწევად თავის უფროსს ბინის გასაღებსაც კი ანდობს, ქალებთან გართობის მიზნით.
საშინელი საზღვაო კატასტროფის შემდეგ, ახალგაზრდები უკაცრიელ კუნძულზე მარტო აღმოჩნდნენ. ამის შემდეგ მრავალი წელი გავიდა და მათ ახალგაზრდა გულებში ლამაზი სიყვარული აღმოცენდა.
ახალდაქორწინებული წყვილი, რომელიც ოჯახის შექმნას ახლა იწყებს, ძალიან ბევრ ცხოვრებისეულ გაკვეთილს მიიღებს მათი მოუსვენარი და ცელქი ლაბრადორისაგან, სახელად მარლი.
ჰენრი და ნიკი კარგი მეგობრები არიან, ისინი ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობენ და ცოტა დრო რჩებათ მეორე მსოფლიო ომშ გამგზავრებამდე.