ფილმის მთავარი გმირები ბავშვთა სახლში იზრდებოდნენ და სამივე მათგანს აკრძალული ქონდა გარე სამყაროსთან ყველანაირი კონტაქტი. დროთა განმავლობაში მეგობრები იგებენ, რომ სინამდვილეში ისინი კლონები არიან, რომლებსაც ორგანოების დონორობისთვის ზრდიდნენ.
ოსკაროსანი ფილმი შეუდარებელი ვარსკვლავების მონაწილეობით, რომელიც ორი დის – მგრძნობიარე ელინორისა და ვნებიანი მარიანას სიყვარულისა და ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.
შოდერლო დე ლაკლოს რომანის,
ფილმის მოქმედება მეცხრამეტე საუკუნეში ვითარდება. ფრანგი ენვერ ჟანკური ახალგაზრდა ცოლიანი მამაკაცია, რომელიც აბრეშუმის კონტრაბანდას ეწევა. ის საფრანგეთიდან იაპონიაში მიემგზავრება, რათა საიდუმლო ტვირთი წამოიღოს. იაპონიაში ჟანკური ლამაზ გოგონას გაიცნობს, რომელიც იაპონელი გავლენიანი ბიზნესმენის საყვარელია. მამაკაცს ლამაზმანისადმი ვნება შეიპყრობს. მათ შორის არსებული ენობრივი ბარიერის გამო, ისინი იძულებულები არიან წერილებით იკონტაქტონ.
ასაკში მყოფი ჰოლივუდის ვარსკვლავი გაიცნობს ახალგაზრდა ლათინოამერიკელ მოლარე გოგონას, მათ ერთად ბევრი წარმოუდგენელი თავგადასავალის და პრობლემის გადალახვა მოუწევთ.
ფეიტს (მარისა ტომეი) სჯერა ბედისწერის და იმის, რომ ორი ადამიანი შეიძლება ერთამენეთისთვის იყოს დაბადებული.
ორლანდო იმდენად ლამაზი და ჭკვიანია, რომ ინგლისის დედოფლის საყვარელი ხდება. სიკვდილის შემდეგ დედოფალი, სასახლეს, სიმდიდრეს და მიწებს უტოვებს. ორლანდო კი, არ ბერდება. მხოლოდ პერიოდულად ძილს მიეცემა ხოლმე, რის შემდეგაც მისი სიცოცხლე ისევ და ისევ გრძელდება, უკვე 400 წელია. და ერთ-ერთი მორიგი
შობა ახლოვდება. მეგი, ერთი გამომცემლობი რედაქტორი თავისი უფროსის, ამანდასთვის, საკუთარი ინიციატივით პაემანის მოწყობას გეგმავს. მაჭანკლობა მეგისთვის ერთგვარი ჰობია, თუმცა მისის მაჭანკლობა აღარავის სჭირდება, როდესაც ჯექსონი, მისი ძველი, სტუდენტობისდროინდელი შეყვარებული, წარმატებული ავტორის რანგში გამოჩნდება რედაქციაში. მეგი დიდი სიამოვნებით უარყოფდა რაიმე შემორჩწნილი გრძნობის არსებობას მის მიმართ, თუმცა ჯექსონი ასე ადვილად თავს არ ანებებს. ამანდა ჯექსონს თვალს დაადგამს, მეგის კი მოუწევს წარსულის გადაწყვეტილებას თვალი გაუსწოროს, რათა საშობაოდ ერთ კარგი წყვილი დააქორწინოს.
ფილმის მოქმედება ფრანგულ სასტუმროში ხდება. ახალგაზრდა მამაკაცი ცდილობს დაარწმუნოს გოგონა, რომ წინა წელს ისინი უკვე შეხვედრიან ერთმანეთს ფრედერიკსბურგის ბაღში
თანამედროვე დაქორწინებული წყვილის ურთიერთობა დროის სხვადასხვა მონაკვეთში.
ჯენ ტეილორი მუშაობს სარეკლამო სააგენტოში,მაგრამ მისი ცხოვრება მოულოდნელად თავდაყირა დგება, როდესაც იგი დეიდასგან მემკვიდრეობით მიიღებს სასტუმროს ალასკაზე. როდესაც ჯენი სასტუმროს შესამოწმებლად წავა, იგი სასიამოვნოდ გაკვირვებული რჩება. იქ გაიცნობს ქალაქის ადვოკატს ბრაიან ანდერსონს, პატარა ქალაქის საზოგადოება კი სავსეა სასიამოვნო სადღესასწაულო საშობაო ტრადიციებით.
ახალგაზრდა გოგონა, სახელად ჯუნო, აღმოაჩენს რომ ორსულადაა და ცდილობს პრობლემას თავად გაუმკლავდეს. ის მალე სწავლობს თუ როგორია იყო მოზრდილი.
მომხიბლავი, მხიარული ალექსი (რომან დურისი) პროფესიონალი დონ ჟუანია, რომელიც ფულს შეყვარებული წყვილების დაშორებით შოულობს მის დასთან, მელანისთან ერთად (ჯული ფერიე). იმის გამო, რომ მათ ბიზნესს ცოტა ტემპი დაუვარდა, ისინი თავიანთ მთავარ პრინციპს არღვევენ – დააშორონ მხოლოდ უბედური წყვილები და დათანხმდებიან მისტერ ვან დერ ბერქზე მუშაობას. ალექსს მხოლოდ ერთი კვირა აქვს იმისათვის რომ მდიდარი კაცის ქალიშვილს, ჯულიეტს (ვანესა პარადი) გადააფიქრებინოს დაქორწინება კაცზე რომელზეც უგონოდ არის შეყვარებული. ალექსი მალე თვითონვე გაებმება საკუთარი
სურათი მწერალი ქალის მიერ შექმნილი ორიგინალური დღიურის შესახებ. რომლის ფურცლებიც არც მეტი არც ნაკლები, ადამიანის კანზე დაწერილი თავებისაგან შედგება.
პრინცი ევროპიდან შეხვდება მომხიბვლელ მიმტანს, მისი მოგზაურობისას ამერიკაში საშობაო არდადეგებზე. იგი ამერიკაში გაემგზავრა, რათა თავი აარიდოს დაგეგმილ ქორწინებას.
ღმერთი აძლევს ყველას რაღაცას, რომ უკეთესნი გახდნენ. ახალგაზრდა გოგონა ბესის, რომელიც შოტლანდიის ჩრდილო-დასავლეთის განცალკავებული თემიდანაა, შეუყვარდება ბიჭი - იანი. ის მუშაობს საქაჩ დანადგარზე ზღვაში. მიუხედავად იმისა, რომ ნათესავები წინაამღდეგნი არიან, ბესი და იანი დაქორწინდებიან. ბესი ღმერთს სთხოვს, რომ მისი რჩეული სულ მასთან იყოს. იანი დაბრუნდება ბესთან დასახიჩრებული და დაინვალიდებული, უბედური შემთხვევის გამო, რომელიც სამსახურში შეემთხვა
დიდი ხნის შეყვარებულთან დაშორების შემდეგ კაილი უკავშირდება მისი სკოლისდროინდელ მეგობარ ნიკს. აღდგენილი მეგობრობის დახმარებით კაილი იყენებს ნიკის რესტორანს, რათა გაიმარჯვოს კოჭას კაცუნების ცხობის კონკურსში, რომელიც მას საკუთარი საცხობის გახსნაში დაეხმარება.
პარიზის აეროპორტში ქალი და მამაკაცი ერთმანეთს გაიცნობენ. უამინდობის და გადადებული რეისების გამო ისინი დიდ დროს გაატარებენ ერთად და გრძნობა გაუჩნდებათ.
მოვლენები ნიუ-იორკის მეოცე საუკუნეში ვითარდება, ლილი ბარტი ცხოვრების მეგზურად მდიდარ სასიძოს ირჩევს, მაშინ, როცა ნამდვილ გრძნობას აიგნორებს და კარგავს შანსს, იყოს ბედნიერი.
ქალი, კაცი, ზაფხული პარიზში, ვნება, გაყრა, შერიგება - ეს სასიყვარულო ისტორიაა.
ცივი ომის მძვინვარებისას, ერთი ჯარისკაცი აკრძალულ სასიყვარულო სამკუთხედს შექმნის მამაც მფრინავ-გამანადგურებელსა და მის მეგობარ ქალთან, და ეს ხდება საბჭოთა საჰაერო ძალების ბაზაზე სახიფათო ვითარებაში.
მამაკაცი დადებს ნიძლავს რომ 10 დღეში ნებისმიერ ქალს შეაყვარებს თავს, მაგრამ მას არ გაუმართლებს, რადგან ამოირჩევს ქალს, რომელიც ჟურნალისტია და ახალ სტატიაზე მუშაობს
საუკეთესო დაქალების მეგობრობამ უნდა გაიაროს გამოცდა, როცა ერთი ძლიერ დაავადდება, ხოლო მეორე ფეხმძიმედაა.
ხელისუფლების წარმომადგენელი სან-ფრანცისკოდან პატარა სასტუმროს შეიძენს ახალ ზელანდიაში, მიატოვებს ქალაქურ ცხოვრებას და ამ უძრავ ქონებას ერთი სიმპატიური მამაკაცის დახმარებით სრულიად ახალ სახეს მისცემს.
ცნობილი სცენარისტი და რეჟისორი საშინელ ავტოკატასტროფაში ხვდება, რის შემდეგაც მხედველობას კარგავს. ის ვეღარ შეძლებს ფილმების გადაღებას. მას ტოვებს შეყვარებული ქალი, რომელიც მისი ცხოვრების აზრი იყო. მხედველობასთან ერთად ყველაფერს კარგავს.
ხუთი ქალი, ხუთი სიცოცხლე და ერთი ბანკი. ხუთი ქალის განსხვავებული სასიყვარულო ისტორია.
ჯერ კიდევ გონს არ იყო მოსული გამოსაშვებ საღამოზე ჩაშლილი პაემანის შემდეგ, როცა, ახალგაზრდა კაცს კვლავ მიეცა შანსი თავისი ძველი, მეწყვილე გოგონა მოეძებნა. იგი გოგონას სხვა თაყვანისმცემლებს გადაეყრება, მათ შორის საეჭვო რეპუტაციის დეტექტივს, რომელიც მანვე დაიქირავა შეყვარებულის მოსაძებნად.
არქეოლოგი 1000 წლიდან მომავალში აღმოაჩენს ჩვენს დროში დაწერილ რომანტიკულ ნოველას. ცნობისმოყვარე კაცი მოგზაურობს უკან