ფრანგი ბიჭი გაიცნობს გოგოს, რომელიც მას შუყვარდება. ამ გოგოს გულის მოსაგებად ის ყველაფრისთვის მზადაა. სინამდვილეში ეს გოგო აღმოჩნდება მარიხუანის რეალიზატორი, რომელიც ამ ბიჭთან ერთად ამსტერდამში ნარკოტიკებისთვის სავაჭროდ წავა.
მეხანძრეები ტყეში გაჩენილი ხანძრის დროს 3 ბავშვს გადაარჩენენ. მანამ სანამ ბავშვებს მშობლები მოაკითხავენ, ისინი იძულებულები არიან ბავშვები თავისთან წაიყვანონ და მოუარონ.
სასოწარკვეთილი და იმედგაცრუებული დიასახლისი კონი და მისი საუკეთესო მეგობრი მეოცნებე ვიდეობლოგერ ჯოჯო თავიანთ ჰობს მრავალმილიონიან აფიორად აქცევენ.
მეგობარს დეპრესია აქვს, ამიტომაც მეორე მეგობარი გადაწყვეტს ის წაიყვანოს კრუიზში. იქ წასულები კი მოულოდნელი და ამავდროულად საშინელი რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან.
იმედგაცრუებული ბავშვი ძალიან გაბრაზებულია თოვლის პაპაზე, ამიტომაც ის დაქირავებულ მკვლელს გზავნის, რათა იმედგაცრუების გამო შური იძიოს.
ბორატი ძალიან წარმატებული და ცნობილი ჟურნალისტია ყაზახეთში, ერთ დღესაც ის გადაწყვეტს რომ წავიდეს ამერიკაში და რეპორტაჟი მოამზადოს.
კომპანია, რომელმაც აღმოაჩინა კანაფის ახალი ჯიში, რომელიც სამედიცინო კანაფად მიიჩნიეს და მისი გაყიდვა გადაწყვიტეს. ისინი თავიაანთ თანამშრომელს გააგზავნიან მექსიკაში, სადაც ის ძალიან ბევრ ხიფათს წააწყდება და გაიტაცებენ კიდეც.
ამერიკის, გამოძიების ფედერალურ ბიუროში, საკმაოდ ბევრი აგენტები ჰყავთ. ყველასთვის გასაოცრად საკმაოდ პროფესიონალი ლამაზი გარეგნობის ქალებიც. ფილმის მთავარ როლსია ულამაზესი გოგონა, რომელიც გარეგნული მშვენიერების გარდა, არაჩვეულებრივად ფლობს საბრძოლო ხელოვნებას და საკმაოდ ჭკვიანიცაა. ის იღებს დავალებას გამოიძიოს ერთ-ერთი საკმაოდ ჩახლართული საქმე. იგი უნდა მოხვდეს კოლეჯის გოგონათა ჯგუფში, რომლებიც არსებული ინფორმაციით საიდუმლო საქმეებით არიან დაკავებული.
ნახევარ ძმები, რომელბმაც ერთმანეთის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგეს, როდესაც მამა ისინი დაიბარა და სიკვდილის წინ ერთი თხოვნის შესრულება სთხოვა. მათ დიდი მხიარული თავგადასავალი ელით.
წყვილი სამოგზაუროდ და დროის დიდებულად გასატარებლად მიდის, მაგრამ მათთვის გართობა სულ სხვა რამეებთან ასოცირდება. ისინი გაიცნობენ წყვილს, რომლებიც მათ რეალურ გართობას და დროის სასიამოვნოდ გატარებას ასწავლის.
აგენტს ამჯერად უკვე ახალი დავალება აქვს, მან უნდა დაიცვას ცნობილი მკვლელის ცოლი და როგორმე დაიჭიროს დამნაშავეები.
მაკა 30 წლის ფეშენ-ასისტენტია, რომელიც ცხოვრებას მაქსიმალურად იყენებს და ბედნიერებისკენ ისწრაფვის... ლეო კი მისი ყოფილი სიყვარული და ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომაა, მამაკაცი, რომელმაც მისი გული გაანდგურა...
ქაოსი მაშინ იწყება, როდესაც მამაკაცი ერთი ბრიტანული ოჯახის უფროსის შესახებ ბნელი საიდუმლოს ფარდის ახდას გადაწყვეტს.
სპორტულ აგენტს განსაკუთრებული უნარი აქვს, მას შეუძლია სხვა ადამიანების ფიქრები ამოიკითხოს და ამის დახმარებით ბევრ რამე თავის სასარგებლოდ გამოიყენებს.
ადამს და ლეილად წლების განმავლობაში ძალიან ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ, თუმცა ქორწინება მაინც შევიდა ჩიხში. მათ ურთიერთობაში ნაპერწკალი გაქრა და ადამმა მძაფრი ემოციური კავშირი სხვა ქალთან, ნერგისთან დაამყარა.
ამერიკელ პოლიციელებს გააგზავნიან ამერიკა-კანადის ერთ-ერთ სახიფათო ადგილას საზღვარზე, სადაც მათ წესრიგი უნდა დაამყარონ, მაგრამ ყველაფერი ძალიან უცნაური და სახიფათო გახდება.
მშობლები ბანაკში გაუშვებენ ბავშვებს, სადაც მათ ძალიან საინტერესო და მხიარული ხელმძღვანელი შეხვდებათ. ბავშვებს ამ ხელმძღვანელთან ერთად საინტერესო თავგადასავალი ელით.
თინეიჯერი ბიჭის მეზობლად მაგარი გოგონა ცხოვრობს, რომელიც ამ ბიჭს და მის მეგობრებს ძალიან მოსწონთ და მასთან ურთიერთობა უნდათ.
40 წლის ადამიანისთვის ცხოვრება რატომღაც ხშირ შემთხვევაში იცვლება, სწორედ ამის შესახებაა ფილმიც, 40 წლის დედის საინტერესო და სასაცილო ცხოვრების შესახებ.
ქურდი მოიპარავს ბრილიანტს, რომელიც ძალიან ძვირი ღირს და მისდა სამწუხაროდ პოლიციის განყოფილებაში მოუწევს მისი დამალვა. მას სურს დაიბრუნოს ბრილიანტი და ამისთვის პოლიციელი გახდება.
ოჯახი წყნარად და მშვიდად ცხოვრობს, მანამ სანამ მათ მეზობლად გოგონები არ გადმოვლენ საცხოვრებლად. ამ გოგოებს აქვთ გოგოები კლუბი და გართობის მოყვარულები არიან, მეზობელი ოჯახისთვის კი ეს მიუღებელია და ამიტომაც მათთან ბრძოლას იწყებენ.
ორი დაქალი სკოლაში ყველაზე პოპულარები იყვნენ და თან ძალიან კარგი მეგობრობა ჰქონდათ, მაგრამ ერთ დღესაც ერთ-ერთი მათგანი ძალიან პოპულალური გახდება და ამის გამო მათი მეგობრობა ჩიხში შევა.
ორი საკმაოდ ახალგაზრდა დაქირავებული მკვლელი კიდევ ერთ დავალებაზე მიდის. მათ ეს დავალება ძალიან მარტივი ჰგონიათ, მაგრამ ეს დავალება საკმაოდ რთული აღმოჩნდება.
მთელი სანათესაო გადაყვეტს შეიკრიბოს ბაბუა გორდის დაბადებისდღეზე, მალე კი ოჯახუსი საიდუმლოს ფარდა აეხდება და ყველაფერი ძალიას საინტერესო გახდება.
სარა და ნიკოლა ძალიან ბედნიერები არიან, რადგან მეორე ვაჟს ელოდებიან, ეს ყველაფერი კი მათთვის ძალიან სასიხარულო და ამავდროულად უცნაურიცაა.
ოჯახი ფიქრობდა რომ მათ მეზობლად მშვიდი და წყნარი ხალხი გადმოვიდოდა, მაგრამ მათ იმედები გაუცრუვდათ მაშინ, როცა გაიგეს რომ მათი მეზობლები ახალგაზრდები აღმოჩნდნენ.
დედ-მამა გამუდმებით ჩხუბობს, ამის შემხედვარე კი პატარა ბიჭუნა ყველანაირად ცდილობს, მშობლები როგორმე შეარიგოს და წერტილი დაუსვას ამ ჩხუბს.
საინტერესო ისტორია  ციხეში მყოფი რუსეთის პრეზიდენტის თაყვანისმცემელის და მისი მეგობარის, რომელიც მისგან ძალიან განსხვავდება.
asvl