ჯადოსნური სკოლა-ინტერნატი ალფეა, სადაც თინეიჯერი ფერიები თავიანთი მაგიური ძალების მართვას სწავლობენ, ისინი აქ ძალიან ბევრ საინტერესო მოვლენას და სიტუაციას აწყდებიან.
ერთ-ერთ სანაპირო ქალაქში, ზაფხულის არდადეგების დროს 16 წლის დენიზი თავის ბავშვობისდროინდელი შეყვარებულის ძიებაში სასიყვარულო სამკუთხედში აღმოჩნდება.
ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანის ისტორია, ერთი მათგანი აგენტია და საკუთარი საქმის გარდა ვერაფერს ამჩნევს, მეორე კი ულამაზესი მანდილოსანია და ამასთან ერთად პროფესიონალი ქურდია.
ის ღარიბი მებაღეა და ქალიშვილთან ერთად ვილაში საცხოვრებლად გადავიდა, სადაც ის თან მუშაობდა და თან ცხოვრობდა. მას სურდა მისი ქალიშვილი წარმატებული ყოფილიყო და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა. მათი ამ სახლში მისვლა კი ნამდვილ ვარდების ომში გადაიზრდება.
თანაკლასელების ბავშვობის რომანი ნორასა და ჰაე სუნგს შორის მოულოდნელად მთავრდება, როდესაც ნორას ოჯახი ემიგრაციაში წავა კანადაში. თორმეტი წლის შემდეგ, ნორა, ახლა სტუდენტია ნიუ-იორკში, რომელიც შენიშნავს, რომ ჰაე სუნგი ეძებს მას სოციალურ ქსელებში. შედეგად, ახალგაზრდა გმირები ხელახლა იკრიბებიან ონლაინ, ხშირად საუბრობენ და გაერთაინებაზე ოცნებობენ. მაგრამ გადის კიდევ ათი წელი, სანამ ისინი საბოლოოდ შეხვდებიან რამდენიმე საბედისწერო დღეს ნიუ-იორკში სუნგის ვიზიტის დროს.
კაცი ბრუნდება გუიჟოუში და ეძებს იდუმალი ქალის კვალი. ის იხსენებს 20 წლის წინ მასთან გატარებულ ზაფხულს.
ეს 20 წლის დანიელის ისტორიაა, რომელიც სულიერ ტრანსფორმაციას განიცდის ახალგაზრდობის შრომა-გასწორების კოლონიაში. დანაშაული, რომელსაც ის ჩაიდენს, ხელს უშლის სემინარიაში ჩააბაროს, ხოლო მას შემდეგ რაც თავდებით გამოუშვებენ, ერთ ხუროსთან გაამწესებენ სამუშაოდ სახელოსნოში. თუმცა დანიელს არასდროს უთქვამს უარი თავის ოცნებაზე და მღვდლის ფორმაში გადაცმული, პატარა ქალაქის მრევლს ემსახურება.
ეფე პატარა ბიჭუნაა, რომელსაც მეძავი დედა ჰყავდა. ამ დედამ კი გადაწყვიტა შვილი მდიდიარი ოჯახისთვის მიეცა, რომელთაც შვილი არ უჩნდებოდათ. ყველაფერი კი მაშინ იცვლება როცა ქალი რომელსაც ეგონა რომ არასდროს ეყოლებოდა შვილი დაორსულდა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვაჟს, ალექს კლერმონ-დიაზს და ბრიტანეთის პრინც ჰენრის ბევრი რამ აქვთ საერთო: განსაცვიფრებელი გარეგნობა, უდაო ქარიზმა, საერთაშორისო პოპულარობა… და სრული ზიზღი ერთმანეთის მიმართ. ოკეანეთი გაყოფილი, მათი დიდი ხნის მტრობა ნამდვილად არ იყო პრობლემა მანამ, სანამ სამეფო ღონისძიებაზე კატასტროფული და ძალიან საჯარო კამათი არ გახდა ტაბლოიდების საკვები, რაც აშშ-ბრიტანეთს შორის ურთიერთობის დაძაბვას გამოიწვევს. შედეგად, დაზიანებების აღდგენის რეჟიმში გადასული, მათი ოჯახი და კურატორები ორ მეტოქეს დადგმული “ზავის” დადებას აიძულებენ. მაგრამ როდესაც ალექსისა და ჰენრის ყინულოვანი ურთიერთობა მოულოდნელად იწყებს დნობას, არასაიმედო მეგობრობა, რომელიც მათ შორის არსებობდა, რაღაც უფრო ღრმაში გადაიზრდება, ვიდრე ისინი ელოდნენ.
ის, ცნობილი ბიზნესმენია. მას ჰყავს ცოლი და 3 შვილი. მას ტენდერში მონაწილეობის დროს თავს დაესხმევიან, შემდეგ კი მისი ცხოვრება სრულიად იცვლება
ულამაზეს 14 წლის გოგონას ძალით გააათხოვებენ და მის ცხოვრებას სრულ კოშმარად აქცევენ.
ასლი ფიქრობს, რომ ქორწინება
ერთი მაღაზიის გაყიდველი გოგონა, სახელად სანემი დაიწყებს მუშაობას ერთ-ერთ ძლიერ თურქულ მარკეტინგულ კომპანიაში. სადაც ის გაიცნობს ჯანს, რომელიც არის ამ კომპანიის დირექტორი. მათშორის დიდი სიყვარული დაიდებს ბინას და ყველაფერს კი ნაადრევი ფრინველი სახელად ალბატროსით დაიწყება.
კლერი, მომუშავე მედდად მეორე მსოფლიო ომის დროს, შემთხვევით გადაადგილდება დროში და ხვდება 1743 წლის სამყაროში, ის იქ გაიცნობს შოტლანდიელ რაინდს ჯეიმსს.
ძლიერი და ამავდროულად მებრძოლი ახალგაზრდა ქალი, რიო-დე-ჟანეიროს გარეუბნიდან გახდება ადამიანებით ვაჭრობის თურქული ქსელის მსხვერპლი.
წარმოუდგენელი მოვლენები ერთ პატარა ქალაქში ხდება, სადაც ხალხი ნაწილობრივ არაა მზად ამ ყვლეაფრისთვის.
სამი და, ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად სხვადასხვა ადგილზე იზრდებოდნენ, ერთ დღეს კი მიიღებენ იდუმალ წერილს დაისინი  ერთმანეთს შეხვდებიან ერთ-ერთი დის ქორწილში.
გოგონა სახელად ბაჰარს ძალიან კარგი ცხოვრება ჰქონდა, მას მხოლოდ დედა აკლდა, რომელიც ბავშვობაში გარდაეცვალა.
ფერჰატს და სირინს ერთმანეთი გაგიჟებით შეუყვარდებათ, მაგრამ მათ ძალიან დიდი დაბრკოლება და წინააღმდეგობები შეხვდებათ ბანუს სახით. მათ კი უნდა დაიწყონ ბრძოლა საკუთარი სიყვარულისთვის.
ისტორია ახალგაზრდა შეყვარებული წყვილის, რეკუელის და არესის შესახებ, რომელთა ვნებიან ურთიერთობას გარშემომყოფები და საკუტარი ეგო ამძიმებს.
კუნძულზე, რომელსაც
მეოცე საუკუნის მიწურულს, ზუსტად 1998 წელს, თურქი თინეიჯერი სკოლის მოსწავლეები თავისი ცუდი ყოფაქცევის გამო სკოლიდან გარიცხვის კანდიდატები არიან. მათ მხოლოდ ერთი მასწავლებელი იცავდა და ისიც წასვლას აპირებს სკოლიდან, ამიტომაც ისინი იძულებულები არიან გაერთიანდნენ და მასწავლებელს არ მისცენ წასვლის უფლება.
სერიალი მოგვითხრობს წარმოშობით ინდოელ გოგონაზე, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს და საწავლობს. ის სწავლისას გაიცნობს ბიჭს, რომელიც მის ცხოვრებას სრულიად შეცვლის.
მძიმე ტრაგედიის შემდეგ ოჯახი განადგურებულია, რადგან დაკარგეს ვაჟიშვილი და ეს მათთვის ძალიან რთულია. მაგრამ ჩდება იმედი, რომელიც ყველას ცხოვრებას შეცვლის.
რამდენად რთულია განშორება ხანგრძლივი ურთიერთობის ან ქორწინების შემდეგ? რამდენად რთულია სიტყვების და გზების პოვნა? რამდენად ძნელია გინდოდეს დატოვო ადამიანი ისე, რომ არ დატანჯო? და თუ ერთ დღეს, სასოწარკვეთილებისა და მარტოობის მომენტში, დაწერ წერილს, გამოუშვებ ორთქლს ან იპოვნი ვინმეს, ვინც გეტყვის როგორ შეიძლება დატოვო თქვენი პარტნიორი ტანჯვის გარეშე? მაგრამ რაც მთავარია, რა მოხდება, თუ ეს ანონიმური წერილი ჩვენს პარტნიორს მიუვა?
მაია თავისუფალი ადვოკატია, რომელიც მცირე წარუმატებლობის შემდეგ ცხოვრობს მშობლების ავტოფარეხის ზემოთ ბინაში. მექსიკური საცხობი მის გულში თბილ ადგილს იკავებდა რადგან იქ მუშაობდა მისი გულისსწორი...
სტეისიმ გაუძლო პირველი ქმრის გარდაცვალების ქარიშხალს და შეძლო კვლავ ეპოვა სიყვარული თავის უფროსთან, დევიდთან. მაგრამ ერთ დღეს დევიდი გარდაიცვალა.
ენტონი ბრაიანი იმიგრანტების სკანდალში გაეხვევა, რის გამოც მას დააპატიმრებენ...
asvl