ჯეინ ოსტინის კლასიკური ისტორიის ბოლივუდური ვერსია რომელშიც ქალბატონ ბაკშის მისი ქალიშვილებისათვის შესაფერისი საქმროების პოვნა სურს.
1903 წლის ივნისი, უმუშევარი მეზღვაური აღმოჩნდება ლონდონში. ქუჩაში ის შეხვდება მილიონერ ძმებს, რომლებიც მაცდურ წინადადებას შესთავაზებენ.
მხიარული კომედია სასაცილო სიტუაციებით, სადაც ყურადღების ცენტრში ხვდება მზა კაბების მაღაზიის მენეჯერი - სამანტა. ის მივლინებით პარიზში მიემგზავრება, სადაც ასევე მივლინებით მყოფ ჟურნალისტს დაუახლოვდება.
ახალგაზრდა კოლინ კლარკი, სტუდენტი კინორეჟისურის ფაკულტეტის, ცდილობს ჩაერთოს გადაღების პროცესში. ფილმში ნაჩვენებია მერლინ მონროს და სერ ლოურენს ოლივიეს მუშაობა ფილმზე
ჯინი თავისი ცოლის ფოტოგრაფი ლაურა ფრიდის სიკვდილის შემდეგ ყოველდღიურ ცხოვრებას მორცხვ თინეიჯერ შვილთან ერთად კონრადთან აგრძელებს.
ესტონეთი, 1870 წელი. ახალგაზრდა და შეუპოვარი ანდრესი, ცოლთან ერთად ფერმაში ჩადის, რომელიც სესხით იყიდა, რათა ახალი ცხოვრება დაიწყოს.
ოსკარი ერთ ქარიშხლიან ღამეს გაჩნდება პატარა ქალაქის საავადმყოფოში და იმთავითვე ნათელი გახება, რომ მასშო რაღაც უჩვეულოა: იგი გრავიტაციის კანონებს არ ექვემდებარება, ჰაერში ტიტივებს, ბუშტივით დაფარფატებს გაოგნებული დედისა და ბებიის თვალწინ.
ბრიტანელი მედიცინის დოქტორი ჩინეთის პატარა სოფელში ხოლერის ეპიდემიას ებრძვის, სადაც უიღბლო ქორწინებაში მყოფი, თავის მოღალატე ცოლთან ერთადაა გამომწყვდეული.
პერსპექტიული ჟურნალისტის ისტორია, რომლის რწმენაც დიდი გამოცდის წინაშე დგება მას შემდეგ, რაც ეცდება აიღოს ინტერვიუ ადამიანისგან, რომელიც თავს ღმერთს უწოდებს.
მკაცრი პედაგოგის მეთვალყურეობის ქვეშ ნიჭიერი ახალგაზრდა დრამერი წარმატებას აღწევს.
კარლ ჩაილდერსი, მრავალი წლის შემდეგ, ფსიქიატრიული კლინიკიდან გამოუშვეს, რომელიც სპეციალურად შეურაცხადი დამნაშავეებისა და მანიაკებისთვისაა განკუთვნილი.
ქორწილების ცერემონიალის ორგანიზატორი ლორენ კრანდელის დაევალა მისი ოცნების მამაკაცის ქორწილის დაგეგმვა.
ორი პოპულარული თინეიჯერი, რომლებსაც ბავშვობიდან ახლო მეგობრობა აკავშირებთ, აღმოაჩენენ, რომ მათი ცხოვრება, ოჯახები და მეგობარი გოგონები სრულიად შეიცვალნენ, მეჩვიდმეტე დაბადებისდღის წვეულების ღამეს მომხდარი ინციდენტის შემდეგ.
ეს ტრივიალური კომედია, ამერიკული ცხოვრების სტილის უხეში კრიტიკაა. ბად ბაქსტერი ნიუ -იორკის მსხვილი სადაზღვევო კომპანიის რიგითი, მორცხვი აგენტია, რომელიც კარიერაში წინ წასაწევად თავის უფროსს ბინის გასაღებსაც კი ანდობს, ქალებთან გართობის მიზნით.
საშინელი საზღვაო კატასტროფის შემდეგ, ახალგაზრდები უკაცრიელ კუნძულზე მარტო აღმოჩნდნენ. ამის შემდეგ მრავალი წელი გავიდა და მათ ახალგაზრდა გულებში ლამაზი სიყვარული აღმოცენდა.
სარა კოლეჯში ხვდება, საერთო საცხოვრებელში კი ის გაიცნობს თავის ოთახის მეზობელს რებეკას. გოგონები მეგობრები ხდებიან.
ბავშვობაში ებრაელი ბიჭი სახელად დენი ბალინტი გააგდეს რელიგიური სკოლიდან
გულუბრყვილო მეძავი მამაკაცი და მისი ძალიან ახლო მეგობარი, ნიუ-იორკის ქუჩებში გადარჩენისათვის იბრძვიან.
ჰილსაიდი, ერთი ლამაზი პატარა ქალაქია სადღაც ამერიკაში. ვიღაცას ის შეიძლება ამერიკული ოცნების ქალაქად მოეჩვენოს. მაგრამ მოზარდმა დინმა მის შესახებ გაცილებით მეტი იცის...
ახალდაქორწინებული წყვილი, რომელიც ოჯახის შექმნას ახლა იწყებს, ძალიან ბევრ ცხოვრებისეულ გაკვეთილს მიიღებს მათი მოუსვენარი და ცელქი ლაბრადორისაგან, სახელად მარლი.
ჰენრი და ნიკი კარგი მეგობრები არიან, ისინი ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობენ და ცოტა დრო რჩებათ მეორე მსოფლიო ომშ გამგზავრებამდე.
asvl