სერიალი მოგვითხრობს ახალგაზრდა ლამაზ გოგონა ფერიჰაზე. მისი ოჯახი ინარჩუნებს ბინებს სტამბულის ელიტარულ ადგილზე. ფერიჰა ოცნებობს იყოს ისეთი ჩვეულებრივი ადამიანი, როგორიც მისი ოჯახის მსახურები არიან. იგი შედის უნივერსიტეტში სასწავლებლად და ამავდროულად იგი ფიქრობს მისი ოცნების განხორციელებაზე, მაგრამ მისი პრინცი ჯერ კიდევ არ ჩანს
უმუთი ძალიან ლამაზი ახალგაზრდაა და დიდი ოჯახი აქვს, ის ძმებთან ერთად ცხოვრობს და ხშირად კონფლიქტური სიტუაციებიც აწუხებს. მას უნდა მამაკაცი რომელსაც ძალიან ეყვარება და მასზე გათხოვდება, ასეთი კი ორი მამაკაცია რომლებიც მისი გულის მოსაგებად იბრძვიან.
თურქეთში საზოგადოება არის დაყოფილი ფენებად, სადაც ფულიან ადამიანს ყველაფერი შეუძლია მაგრამ რაღიბს არავინ აქცევს ყურადღებას და არც არაფერს უჯერებენ. იმანი ღარიბი ბიჭია და ციხე ემუქრება, მაგრამ გამოჩნდება ადვოკატი რომელიც მას გადაარჩენს და ანახებს თუ რა ხდება სინამდვილეში ქვეყანაში.
სერიალი მოგვითხრობს 1 ოჯახის ცხოვრებაზე, სადაც ქმარი ძალაინ მკაცრი და საშიშია. ის ცოლს საკმაოდ ცუდად ექცევა და შვილიც მისგან დაშინებულია. მას ცოლი ერთ შვილს დაუმალავს და მოატყუებს რომ დაეღუპა, მაგრამ მას თავის ძმიშვილად გაასაღებს და ბოლოს ეს ტყუილი გამოაშკარავდება
ორი ახალგაზრდა ერთმანეთს მოულოდნელად ერთი შემტხვევის დროს გაიცნობენ და მათ შორის დიდი სიყვარული პირველივე დანახვისთანავე გაჩნდება, მათთვის ეს პირველი სიყვარულია და ამიტომაც მათ მრავალი გამოცდა ელით წინ.
მეჰმეტსადა ნერმინს შორის დიდი სიყვარულია, ყოველდღე ისინი უფრო და უფრო მეტს მუშაობენ რათა გაუმკლავდნენ სიღარიბეს, ისინი ოცნებობენ დაქორწილდნენ და იცხოვრონ კარგ სახლში ...
სერიალი, რომელიც მოგვითხრობს თურქი აგენტის ცხოვრებაზე, მის ოჯახურ პრობლემებზე და დაპირისპირებაზე უცხოელ დამნაშავეებთან. მას მრავალი პრობლემა და წინააღმდეგობა ელოდება.
პატარა გოგონა ერთ დროს სტამბულში ცხოვრობდა, მაგრამ წლების განმავლობაში ის წასული იყო და მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ შეძლო დაბრუნება. ეს დაბრუნება კი ძალიან ცუდი გამოდგა, მამამისს ცილი დასწამეს და ციხეში ჩასვეს, გოგონას კი მოუწევს გაარკვიოს სიმართლე და დაიხსნა მამა ციხიდან.
მენეკშე 20 წლის ულამაზესი გოგოა და ცხოვრობს თურქეთში, მას შეუყვარდება ჰალილი და შორიდან ეტრფის. სამწუხაროდ მისი მამა გადაწყვეტს რომ მენეკშე სხვა მამაკაცს გაურიგოს.
ძმის სიკვდილის შემდეგ ძმა დადებს აღთქმას რომ რძალს ცოლად მოიყვანს, მაგრამ გოგონას საულაც არ სურს მას ცოლად გაყვეს და ცდილობს თავი დააღწიოს მის მანიაკალურ გამოხტომებს.
მათ ერთმანეთი ბავშვობიდან უყვარდათ და ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეეძლოთ, მაგრამ წამოიზარდნენ და ბედისწერის გამო მათ შორის დიდი დაპირისპირება მოხდა.
ცოლ-ქმარი შვილებთან ერთად ბედნიერეად ცხოვრობენ, მათ აქვთ კომპანია და უდარდელი ცხოვრება. სამწუხაროდ მათი ბედნიერება მაშინ შეწყდება როცა პოლიციელის ფორმაში გადაცმული ადამიანები მათ შვილს წაიყვანენ და გაუჩინარდებიან.
ისტორია ქალზე, რომელმაც ყველაზე ბედნიერ მომენტში, საყვარელი ადამიანი, ქმარი დაკარგა. მას ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწევს, რათა საკუთარ ორ შვილს როგორმე ბედნიერი მომავალი შეუქმნას, მაგრამ ეს არც ისე იოლი აღმოჩნდება.
დეფნესა და იალინის უწევთ იმუშაონ ერთ სივრცეში, მაგრამ მათ ერთმანეთი ძალიან არ მოსწონთ. დროთა განმავლობაში კი, მათ შორის დიდი სიყვარული აღმოცენდება.
ახალგაზრდა მამაკაცი ცხოვრებით ბედნიერი იყო და ამლე დაოჯახებასაც აპირებდა, მაგრამ ძალიან ახლობელმა ადამიანებმა ის ტყუილუბრალოდ გაწირეს და ციხეში გამოამწყვდიეს.
მუაზესს ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ადამიანიღა ჰყავდა და ეს მამამისი იყო, რომელიც მოულოდნელად დაიღუპა და ის სულ მარტო დარჩა. მუაზესი ძალიან ლამაზი გოგონა იყო და ყოველთვის იქცევდა მამაკაცების ყურადღებას, სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს შემდეგ მის ცხოვრების წარმართვას.
მიწისძვრის დროს დები ერთმანეთს დაკარგავენ, ამიტომაც ერთი და გადაწყვეტს რომ იპოვოს საკუთარი და. ამასობაში კი მას თავისი დის მეგობარი შეუყვარდება.
ზაფერი წარმატებული ბიზნესმენია, რომელსაც ცხოვრებაში ყველაფერი აქვს და ოჯახთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს. ერთ დღეს მის ოჯახში ტრაგედია დატრიალდება რაც მალე ბევრ სიმართლეს ფარდას ახდის.
ცხოვრებაში ბევრი პრობლემა და წინააღმდეგობა ხვდება ადამიანს, სწორედ ასეთი ცხოვრება აქვს ქარადაის. ის იბრძვის სამართლიანობისთვის და საყვარელი ადამიანისთვის.
გენეტიკის პროფესორი ცდილობს გადაარჩინოს საკუთარი და, რომელიც უკვე დიდი ხანია კომაშია და მას სურს მონახოს გზა რათა თავისი და სიკვდილს გამოგლიჯოს. ეს ყველაფერი კი მის ცხოვრებას ძირფესვიანად ცვლის
ამბავი აჰმეთისა და იასამინის ლამაზ სიყვარულზე, რომელსაც ძალიან ბევრი დაბრკოლება შეხვდა.
ლენი და ამანდა ზრუნავენ ნაშვილებ მაქსზე, რომელიც ძალიან ჭკვიანი მოზარდია. ლენი გადაწყვეტს მოძებნოს მაქსის ნამდვილი მშობლები, რადგან თვლის რომ ისინიც ძალიან კარგები უნდა იყვნენ. თუმცა მას მოლოდინი უცრუვდება, როცა იპოვის ლინდას, მაქსის დედას, რომელიც პორნო ვარსკვლავია.
ეს ფილმი მოგვითხრობს მეჩვიდმეტე საუკუნის ლიტერატურაზე, ხელოვნებასა და სიყვარულზე.
ფილმის ერთერთი გმირი თავს მიტოვებულად გრძნობს და მისტიურ ტყეში ხვდება...
ლანა ჯინის წარმოსახვაში არსებული სასიყვარულო ცხოვრება რეალობად იქცევა, როდესაც მისი პირადი სასიყვარულო წერილები, რომლებსაც იგი იმ ბიჭებს წერდა, ვინც კი ოდესმე ჰყვარებია, გასაჯაროვდება...
ეს არის თორმეტი წლის ორი მოზარდის ისტორია, რომლებსაც ერთმანეთი შეუყვარდებათ და გაიპარებიან.მათ ძიებაში სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები ჩაერთვებიან. სწორედ ამ დროს, კუნძულზე უძლიერესი ქარიშხალი ამოვარდება.
ფილმის მთავარი გმირები ბავშვთა სახლში იზრდებოდნენ და სამივე მათგანს აკრძალული ქონდა გარე სამყაროსთან ყველანაირი კონტაქტი. დროთა განმავლობაში მეგობრები იგებენ, რომ სინამდვილეში ისინი კლონები არიან, რომლებსაც ორგანოების დონორობისთვის ზრდიდნენ.
ოსკაროსანი ფილმი შეუდარებელი ვარსკვლავების მონაწილეობით, რომელიც ორი დის – მგრძნობიარე ელინორისა და ვნებიანი მარიანას სიყვარულისა და ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.
asvl