ახალგაზრდა ძლიერი ქალი დედის სიკვდილის შემდეგ ნიუ-ორლეანში ბრუნდება.
ჯეფერისს ფეხი თაბაშირში აქვს, კვირების განმავლობაში უსაქმოდაა და თავს ფანჯრიდან მეზობლების ცქერით იქცევს. ამ თვალთვალისას მას ეჩვენება,რომ მკვლელობის მოწმე გახდა.თავის მეგობარ გოგონა ლიზასთან და მომვლელთან ერთად ისინი ცდილობენ საიდუმლოს და შესაძლო მკვლელობის გახსნას.
იტალიაში ერთდროულად ჩავა ორი ოჯახი, რომლებიც გახსნიან სხვადასხვა პიცერიას და ცდილობენ ერთმანეთს კონკურენცია გაუწიონ. ამის გამო მათ შორის დიდი დაძაბულობაა, მაგრამ მათ შვილებს ერთმანეთი შეუყვარდებათ და ყველაფერი საინტერესო სწორედ აქედან დაიწყება.
თურქი ბაბუის და შვილიშვილის  გულისამაჩუყებელი ისტორია, რომლებიც იძულებულები არიან საცხოვრებლად თურქეთიდან საბერძნეთში გადავიდნენ.
გოგონა მამასთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს, მაგრამ ერთ დღესაც გაიგებს რომ დედა ცოცხალი ჰყავს და ის სირიაშია. ერთადერთი გზა კი დედის სანახავად და სირიაში ჩასასვლელად ყალბი ქორწინებაა.
გოგონა სულ რაღაც 16 წლის იყო, როდესაც ის ძალით გაათხოვეს და სახლში გამოკეტეს. 8 წლის მანძილზე მას სასტიკად ეპყრობოდნენ და ძალადობდნენ მასზე.
პატარა და-ძმა მანამდე მშვიდად ცხოვრობდნენ სანამ მათი მამა ციხიდან გამოვიდოდა. მამა კი ჩამოყალიბებული კრიმინალია და ცდილობს ფული რაც შეიძლება მარტივად იშოვოს, ამისთვის კი თავის პატარა ვაჟს ქურდობას დააწყებინებს.
დეფნე და ქაჰრამანი მდიდრები არიან, მაგრამ შვილი არ უჩნდებათ. ამიტომაც დეფნე გადაწყვეტს სუროგატ დედას გააჩენინოს შვილი და ამით მემკვიდრე აჩუქოს თავის ქმარს.
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ინგლისელ ბიჭზე, რომელიც დაუპირისპირდება თავის საიდუმლოებით მოძულ ბიძაშვილს. მაგრამ მოვლენები სხვანაირად განვითარდება...
ჩიჩეკი არის პატარა გოგონა, რომელიც გაიზარდა ერთ პატარა სოფელში. მას ძალიან ბევრი შეკითხვები აქვს საკუთარ ცხოვრებასთან და პასუხები არ აქვს. მისი ცხოვრება კი მაშინ შეიცველბა როდესაც ლიტერატურის მასწავლებელი შეუყვარდება.
თურქი მწერალი საკმაოდ შთაგონებული იყო, მანამსანამ დიდი ტრაგედია არ დაატყდა თავს და ამის გამო მან თავი დაანება წერას. 20 წლის შემდეგ კი ის სტამბულში უნდა დაბრუნდეს და დაეხმაროს ცნობილ რეჟისორს ავტობიოგრაფიის დაწერაში.
ორი სტუდენტი ერთმანეთს გაიცნობს და მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, ყველაფერი თითქოს ძალიან კარგად არის და მათი სიყვარულიც თითქოს ოცნებას ჰგავს, მაგრამ სამწუხაროდ მათი ცხოვრება მოულოდნელობის შედეგად განადგურდება.
კჰანი არის წარმოშობით ინდოელი და სარწმუნოებით მუსულმანი. ის საშინელი სინდრომით იტანჯება მაგრამ მას ჰყავს საცოლე რომელიც ძალიან უყვარს. ყველაფერი კი 2001 წელს 11 სექტემბერს შეიცვლება.
ძალიან ლამაზი გოგონა პატარა ასაკში დაკარგავს მხედველობას და სმენას. მას მოხოლოდ შეუძლია შეიგრძნოს და თავის პატარა სამყაროშია ჩაკეტილი
მწერალი, რომელსაც წიგნი არ გამოუქვეყნეს ბრუნდება საკუთარ ქალაქში, სადაც ის ცდილობს იპოვოს ადამიანი რომელიც მას ამ წიგნის გამოქვეყენებაში დაეხმარება, მაგრამ მას მამამისის ცოდვებზე მოუწევს პასუხისგება.
თურქი გოგონა, გერმანიაში დაიბადა და გაიზარდა. მისი ოჯახი ძალიან ტრადიციულია, მაგრამ გოგონას თავისუფლება და გართობა უყვარს, მაგრამ თავისი ოჯახიდან გამომდინარე ვერ ახერხებს გართობას და ოჯახისთვის თვალის ასახვევად თანამემამულეს გაჰყვება ცოლად.
ისინი ბავშვობიდან ერთმანეთზე იყვნენ შეყვარებულები, მაგრამ გარემოებების გამო ერთმანეთი დაკარგეს და მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ შეხვდნენ ერთმანეთს. სწორედ აქედან დაიწყო მათი ახალი თავგადასავალი და ძველი სიყვარულის გაგრძელდება.
ორი მარტოხელა ადამიანის ისტორია, რომლებიც ერთმანეთის ნატესავები არიან და ერთად მოუწევთ ცივ ზამტარში სტამბულის ქუჩებში ხეტიალი.
კოსმოსი ეს არის ადამიანი, რომელსაც სასწაულების მოხდენა შეუძლია. ის მოხვდება სოფელში, სადაც ბიჭს გადაარჩენს და სწორედ აქედან დაიწყება მისი საინტერესო ისტორია.
ისტორია მოგვითხრობს ტაქსისტზე, რომელიც უკვე დიდი ხანია ტაქსაობს და 60 წლის ასაკში გადაწყვეტს რომ ისწავლოს ინგლისური. ამაში კი მას უმეტესად მისი მგზავრების დახმარება სჭირდება.
ძალიან მშრომელ და მზრუნველ ცოლ-ქმარს, საკუთარ ფერმაში მოსაწყენი ცხოვრება აქვთ, მანამ სანამ მათთან დასახმარებლად რიზა და თავის ცოლი არ ჩავლენ.
ამბავი ერთ პროვინციულ ქალაქში ცხოვრებაზე, სადაც რაღაც სიახლეს ელოდები მაგრამ ყველაფერი ისეთვივეა როგორიც უკან მოხედვისას.
ეს სერიალი მოგვითხრობს ერთი ქალის ცხოვრებაზე, რომელიც დაქორწინებულია, მაგრამ მას ქმართან არ აქვს კარგი ურთიერთობა. ერთხელაც ის შეხვდება სხვა მამაკაცს, რომელიც...
ფილმი მოგვითხრობს მეექვე კლასელ გოგონაზე და მის კლასელებზე. ეს გოგონა ძალიან ჩელქია და უყვარს ბიჭებთან ერთად თამაში, მაგრამ ერთ დღეს მისი ცხოვრება დიდ კოშმარად გადაიქცევა.
ორი ძალიან ღარიბ ახალგაზრდას უყვართ ერთმანეთი და მალე აპირებენ დაოჯახებას. ერთ დღესაც ბიჭი მოიგებს ფულს და გადაწყვეტს შეყვარებულთან ერთად ბიზნესი დაიწყოს, მაგრამ გამოჩნდება ერთი მდიდარი და ძალიან ბოროტი მამაკაცი, რომელიც შეცვლის მათ ცხოვრებას.
ამ ადგილზე, ნებისმიერ წყვილს შეუძლია გაიგოს აქვს თუ არა მათ ურთიერთობას მომავალი. სპეციალური აპარატი იგებს თუ რამდენად ეწყობიან წყვილები ერთმანეთს. ერთ დღესაც კი მისი შემქმნელები რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან.
მდიდარი ბიჭი, ტრაგიკული შემთხვევის შედეგათ ეტლს მიეჯაჭვება და გადაადგილებას მის გარეშე ვერ ახერხებს. ამიტომაც ის დაიქირავებს ახალგაზრდა გოგოს მომვლელად, რომელიც შემდეგ მას შეუყვარდება.
მავის მოუკლავენ უდანაშაულო ძმას და მისი მკვლელი ეგონებათ კაცი რომელსაც სინამდვილეში არ ჩაუდენია მკვლელობა. მაგრამ ის მოიხდის სხვის მაგივრად სასჯელს, მავი კი ციხის გარედან დაუახლოვდება ამ კაცს რათა შემდგომში შური იძიოს და მოკლას
asvl