ახალგაზრდა მარტოხელა დედა იძულებული შეიქნა ალმასის მაღაროში ემუშავა, რომელიც პატარა პროვინციულ ქალაქში, შემოსავლის ერთადერთი წყაროა. მისი ცხოვრება კი მაშინ შეიცვლება როდესაც სათავეში ახალი ბიზნესმენი მოდის.
წყვილს ურთიერთობის დალაგება სურთ და ერთ დღესაც მოხუცს შეხვდებიან. ეს მოხუცი მოუთხრობს თავის ცოლთან გატარებულ ნახევარ საუკუნიან თანაცხოვრებაზე, რომელიც მათ ურთიერთობის დალაგებაშიც დაეხმარება.
პოლიტიკოსების ქმედებები აჩვენებს თუ როგორ მოქმედებს მათი გადაწყვეტილებები ქვეყნის მაცხოვრებლების ცხოვრებაზე და ოცნებებზე. სწორედ ამას უპირისპირდებიან სერიალის გმირები, რომ საკუთარი ოცნებები აიხდინონ, უყვარდეთ ერთმანეთი და ხელისუფლება გამოაფხიზლონ.
მამას ჰქონდა სიკვდილამდე ერთი სურვილი, მაგრამ ებრაელების ოჯახს არ შეუძლია ამ სურვილის ასრულება თავისი რელიგიის გამო, ამიტომაც მათ მოუწევთ გადახედონ თავის შეხედულებებსა და ტრადიციებს.
ფილმში ვითარება 1990 წელს ხდება, სადაც 13 წლის სტივენი სკეიტბორდზე კატაობით და მეგობრებთან ერთად გართობით არის დაკავებული და მომავალზე საერთოდ არ ფიქრობს.
ისტორია იწყება წელთაღრიცხვამდე 52 წელს, კეისარი რვაწლიანი ომის შემდეგ დაიპყრობს გალიას და ემზადება რომში დასაბრუნებლად. რომში კი ბევრი ადამიანი მის დაბრუნებას შიშით ელოდება.
ახალგაზრდა ქალი, საკუთარ დაბადების ადგილზე ბრუნდება, სადაც ის თავის დას უნდა დაეხმაროს. მას იქ ხვდებიან ძველი ნაცნობი სახეები, რომლებმაც მის ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დატოვეს.
ნიუ-იორკელი მემანქანე ტეს მაკ-გილი თავბრუდამხვევ კარიერაზე ოცნებობს. მაგრამ წარმატების მიღწევისთვის მას ჩაცმის, დავარცხნისა და ურთიერთობის კულტურა არ ჰყოფნის.
ცნობილი გამომძიებელი და სამუშაოდ ნიუ იორკში გადადის, სადაც მას ბევრი თავსატეხი და გამოცანა ელოდება. ის მზადაა ყველაფერი გამოიძიოს თავისი უნიკალური ნიჭის დახმარებით.
ბობი ცნობილი ამერიკელი მბრბოლელია, ერთხელაც შეჯიბრისას მისი მეგობარი იღუპება, რის შემდეგაც ის უარს ამბობს საჭესთან დაჯდომაზე. სანატორიუმში ბობი სასიკვდილო სენით შეპყრობილ გოგონას გაიცნობს, რომელიც მასში ხელახლა აღვიძებს სიცოცხლის ჟინს.
ბედის მაძიებელი ჰოლი გოლაიტლი მოიხიბლა მწერალი პოლ ვაჟაკით, რომელიც მდიდარი ქალის ხარჯზე ცხოვრობს. პოლს და ჰოლის შორის რომანი გაჩაღდება და ამ დროს გამოჩნდება დოკ გოლაითლი, რომელიც ჰოლის წარსულს ამჟღავნებს.
ჯეფერისს ფეხი თაბაშირში აქვს, კვირების განმავლობაში უსაქმოდაა და თავს ფანჯრიდან მეზობლების ცქერით იქცევს. ამ თვალთვალისას მას ეჩვენება,რომ მკვლელობის მოწმე გახდა.თავის მეგობარ გოგონა ლიზასთან და მომვლელთან ერთად ისინი ცდილობენ საიდუმლოს და შესაძლო მკვლელობის გახსნას.
იტალიაში ერთდროულად ჩავა ორი ოჯახი, რომლებიც გახსნიან სხვადასხვა პიცერიას და ცდილობენ ერთმანეთს კონკურენცია გაუწიონ. ამის გამო მათ შორის დიდი დაძაბულობაა, მაგრამ მათ შვილებს ერთმანეთი შეუყვარდებათ და ყველაფერი საინტერესო სწორედ აქედან დაიწყება.
გოგონა მამასთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს, მაგრამ ერთ დღესაც გაიგებს რომ დედა ცოცხალი ჰყავს და ის სირიაშია. ერთადერთი გზა კი დედის სანახავად და სირიაში ჩასასვლელად ყალბი ქორწინებაა.
პატარა და-ძმა მანამდე მშვიდად ცხოვრობდნენ სანამ მათი მამა ციხიდან გამოვიდოდა. მამა კი ჩამოყალიბებული კრიმინალია და ცდილობს ფული რაც შეიძლება მარტივად იშოვოს, ამისთვის კი თავის პატარა ვაჟს ქურდობას დააწყებინებს.
დეფნე და ქაჰრამანი მდიდრები არიან, მაგრამ შვილი არ უჩნდებათ. ამიტომაც დეფნე გადაწყვეტს სუროგატ დედას გააჩენინოს შვილი და ამით მემკვიდრე აჩუქოს თავის ქმარს.
ჩიჩეკი არის პატარა გოგონა, რომელიც გაიზარდა ერთ პატარა სოფელში. მას ძალიან ბევრი შეკითხვები აქვს საკუთარ ცხოვრებასთან და პასუხები არ აქვს. მისი ცხოვრება კი მაშინ შეიცველბა როდესაც ლიტერატურის მასწავლებელი შეუყვარდება.