უზარმაზარი წვეულება, სადაც უამრავი ადამიანია თავისი საიდუმლოებებითა და ჩუმი სურვილებით, მთავრდება მკვლელობით. ეჭვმიტანილი კი ყველა მათგანია.
ორო მამაკაცი რომლებსაც შვილები ძალიან ავად ჰყავთ, ყველანაირად ცდილობენ იშოვონ პროფესიონალი ექიმი, რომელიც მათ შვილებს გადაარჩენს.
ახალგაზრდა გოგონა რომელიც ძველი ტრადიციების მსხვერლია, ჭაში სიკვდილს ელოდება. მაგრამ გამოჩნდება მამაკაცი რომელიც მას გადაარჩენს და მის ცხოვრებას სრულიად შეცვლის.
მხატვარი მოგზაურობას იწყებს სტამბოლში, რადგან მან არქეოლოგიურ ძეგლთან დაკავშირებით დიდი საიდუმლო არმოაჩინა, რომელსაც კავშირი წარსულთან აქვს.
ბარიში წარმატებული და ამავდროულად ძალიან სიმპატიური მამაკაცია, მას სიყვარულის არ ჯერავს და ყურადღებასაც არ იჩენს ქალების მიმართ. მის ცხოვრებაში კი გამოჩნდება მხიარული და ძალიან ლამაზი გოგონა.
სერიალში ვითარება მიმდინარეობს 8 წლის გოგონას გარშემო, რომელიც ძალიან ჭკვიანია და სხვა ბავშვებისგან სერიოზულობით განსხვავდება. მას მამა ზრდის, რომელიც ძალიან მზრუნველია.
ძალიან ძლიერი ბოქსიორი სამწუხარო შემთხვევის შმდეგ კარიერას ემშვიდობება და ასევე ტიტულს. წლების შემდეგ ის გადაწყვეტს თავისი ვაჟის გამო, კარიერას დაუბრუნდეს და ბოლომდე იბრძოლოს.
ისტორიული სერიალი, რომელიც ოტომანთა სულთან მეჰმედ II-ს შესახებ მოგვითხრობს. ის ბიზანტიის დედაქალაქის, კონსტანტინოპოლის ასაღებად ეპიკურ ბრძოლას ანხორციელებს.
ამბავი ისტორიის მასწავლებელზე, რომლიც ერთ-ერთ კერძო სკოლაში ასწავლის. მას ჰყავს პატარა და, რომელზეც ის ზრუნავს და ხშირად უწევს მის გამო უამრავ პრობლემასთან შეჯახება.
ორი ადამიანი, რომლებიც ერთმანეთისთვის არიან დაბადებულები და ორი ოჯახი, რომლებიც მათზე გადაყოლილები არიან. ისინი ერთმანეთს შეხვდებიან და სიგიჟემდე შეუყვარდებათ ერთმანეთი, მაგრამ ცხოვრებაში იოლად არაფერი ხდება და მათ ბევრი დაბრკოლებაც შეხვდებათ.
გოგონა რომელიც ოცნებობდა ნათელ მომავალზე, დიდი უბედურება დაატყდა თავს. ბიძამ მას ოჯახის წევრები ამოუხოცა და ფულის სანაცვლოდ 30 წლით უფროს კაცზე გაყიდა.
დედა-შვილის ცხოვრება ძალიან რთული და დაბრკოლებებით სავსე აღმოჩნდება, მას შემდეგ რაც მათი ბიძა სასტიკი და დაუნდობელი გახდება.
ძალიან განებივრებული გოგონასთვის ცხოვრება მაშინ შეიცვლება, როდესაც მამამისი ციხეში მოხვდება და მას მოუწევს ბაბუასთან რანჩოში იცხოვროს.
ოჯახის უფროსის გარდაცალების შემდეგ ხუთსულიანმა ოჯახმა უნდა განაგრძოს ცხოვრება ირანისა და ერაყის საზღვარზე პატარა სოფელში. სიტუაცია რთულდება მას შემდეგ , რაც 12 წლის აიოუბი, ოჯახის ახალი უფროსი, გაიგებს რომ მის ინვალიდ ძმას სიცოცხლის შესანარჩუნებლად სასწრაფო ოპერაცია სჭირდება.
მანქანების მაგნატი ჩვეულებრივად და აუღელვებლად ცხოვრობდა, მანამ სანამ მის ერთმა შეცდომამ ყველაფერი არ გააფუჭა და მისი ცხოვრებაც ამის გამო დაინგრა.
ახალგაზრდა მარტოხელა დედა იძულებული შეიქნა ალმასის მაღაროში ემუშავა, რომელიც პატარა პროვინციულ ქალაქში, შემოსავლის ერთადერთი წყაროა. მისი ცხოვრება კი მაშინ შეიცვლება როდესაც სათავეში ახალი ბიზნესმენი მოდის.
ქარხნის რიგით მუშა ქალი შეუყვარდება მის მილიონერ უფროს და მათ შორის ნამდვილი სიყვარული დაისადგურებს, მათ წინ უამრავი დაბრკოლება და თავგადასავალი ელით.
წყვილს ურთიერთობის დალაგება სურთ და ერთ დღესაც მოხუცს შეხვდებიან. ეს მოხუცი მოუთხრობს თავის ცოლთან გატარებულ ნახევარ საუკუნიან თანაცხოვრებაზე, რომელიც მათ ურთიერთობის დალაგებაშიც დაეხმარება.
პოლიტიკოსების ქმედებები აჩვენებს თუ როგორ მოქმედებს მათი გადაწყვეტილებები ქვეყნის მაცხოვრებლების ცხოვრებაზე და ოცნებებზე. სწორედ ამას უპირისპირდებიან სერიალის გმირები, რომ საკუთარი ოცნებები აიხდინონ, უყვარდეთ ერთმანეთი და ხელისუფლება გამოაფხიზლონ.
მამას ჰქონდა სიკვდილამდე ერთი სურვილი, მაგრამ ებრაელების ოჯახს არ შეუძლია ამ სურვილის ასრულება თავისი რელიგიის გამო, ამიტომაც მათ მოუწევთ გადახედონ თავის შეხედულებებსა და ტრადიციებს.
ფილმში ვითარება 1990 წელს ხდება, სადაც 13 წლის სტივენი სკეიტბორდზე კატაობით და მეგობრებთან ერთად გართობით არის დაკავებული და მომავალზე საერთოდ არ ფიქრობს.
კოლინს მისჯილი აქვს გამოსასწორებელი სამუშაოები და ძალიან სურს დაუბრუნდება მშვიდ ოჯახურ ცხოვრებას. ის ასევე ცდილობს გამოასწოროს მისი მეგობარი
ისინი საუკეთესო მეგობრები არიან და თითქმის სულ ერთად ატარებენ დროს, მაგრამ ვერ ხვდებიან რომ ამასობაში ერთმანეთი უყვართ და ამას მხოლოდ სხვები ამჩნევენ.
რამდენიმე მდიდარი იტალიური  ოჯახი იბრძვის იმისათვის რომ მოიპოვონ პატივისცემა და გამოჩნდნენ სხვა ოჯახებთან შედარებით უფრო პატივსაცემები.
შვიდი სამეფოს ერთიანი ტახტისთვის და ძალაუფლების მოსაპოვებლად ბრძოლაში ებმებიან, მეფეები და დედოფლები, რაინდები და ამბოხებულები.
ისტორია იწყება წელთაღრიცხვამდე 52 წელს, კეისარი რვაწლიანი ომის შემდეგ დაიპყრობს გალიას და ემზადება რომში დასაბრუნებლად. რომში კი ბევრი ადამიანი მის დაბრუნებას შიშით ელოდება.
განსხვავებული შეხედულება მარიამ მაგდალინელის ცხოვრებაზე. ქალზე რომელიც იყო ფემინისტი და პიონერი.
ახალგაზრდა ქალი, საკუთარ დაბადების ადგილზე ბრუნდება, სადაც ის თავის დას უნდა დაეხმაროს. მას იქ ხვდებიან ძველი ნაცნობი სახეები, რომლებმაც მის ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დატოვეს.
asvl