მდიდარი ბიზნესმენი ქირაობს ცნობილ კინორეჟისორს, რომლის დახმარებითაც სურს რომ გადაიღოს წარმატებული ფილმი.
ძალიან ლამაზ და ჭკვიან გოგონა იძულებული ხდება სწავლას დაანებოს თავი და იმუშაოს, რათა საკუთარ ოჯახს დაეხმაროს პრობლემების მოგვარებაში.
ანკარაში მცხოვრები ძალიან მდიდარი ოჯახი დიდ საიდუმლოს ინახავს, ეს საიდუმლო კი სულ რამდენიმე ადამიანმა იცის და მისი გამხელა შესაძლოა მძიმე შედეგები მოყვეს. როგორც ყოველთვის საიდუმლოებები ადრე თუ გვიან მჟღავნდება.
ბილი და მისი მეუღლე გაკვირვებულნი აღმოჩნდებიან მას შემდეგ, რაც მათი უფროსი ქალიშვილი სოფია მაიამიში მდებარე სახლში ჩავა და მათ მის ახალ შეყვარებულს ადანას გააცნობს.
ამბავი პროგრესირებადი ალცჰაიმერით დაავადებული მოხუცი დედის შესახებ, რომლის მეუღლე საკუთარი გაუარესებული ჯანმრთელობის ფონზე მთელი ძალებით ცდილობს თავის ცოლზე იზრუნოს.
გოგონა გადაწყვეტს ოჯახის დასახმარებლად სამოდელო სააგენტოში დაიწყოს მოდელად მუშაობა, მალევე აღმოაჩენს რომ ამ ყველაფრის უკან მძიმე საიდუმლო იმალება და ის სულ სხვა მიზნითაა დაქირავებული.
ებრაელი მამაკაცი ცდილობს ყველაფერი მოიმოქმედოს იმისათვის რომ საკონცენტრაციო ბანაკის თავი როგორმე დააღწიოს, ამისთვის კი მოიტყუება რომ სპარსული იცის.
ორი ერთმანეთისგან სრულიად გახნსხვავებული ახალგაზრდა ცდილობს გამონახოს საერთო ენა და ეს საკმაოდ საინტერესო და ამავდროულად რთულია.
თითქმის ყველაფერი კარგადაა, გარდა ორი ახალგაზრდის ცხოვრებისა, რომლებიც ერთიდაიგივე დღეში არიან ჩარჩენილები.
ახალგაზრდა შეყვარებული წყვილი კლერი და ეიდენი დებენ შეთანხმებას, რომ ისინი კოლეჯში წასვლის წინ ერთმანეთს დაშორდებიან სინანულისა და გატეხილი გულების გარეშე.
ძალიან ბედნიერი წყვილის საქორწილო გეგმები მაშინ იშლება, როდესაც საქმროს ღვიძლის სიმსივნის დიაგნოზს დაუსვამენ.
მდიდარი ოჯახის მემკვიდრე და ერთი ჩვეულებრივი ლამაზი გოგონას გზები, მოულოდნელად იკვეთება და მათ შორის დიდი სიყვარული ჩნდება.
სერიალის სიუჟეტი მომხიბვლელი ქალბატონის, გიულსერენის რომანტიული სიყვარულის ფონზე ვითარდება. მან უკვე მოასწრო ცხოვრებისგან მწარე გაკვეთილების მიღება და ყოფილ მეუღლესთან განქორწინება. ქალი სტამბულის ღარიბებით დასახლებულ კვარტალში ცხოვრობს. იგი დილიდან დაღამე-ბამდე შრომობს და მისი ყოფის მდგომარეობას, ამაყი და ამბიციური ქალიშვილი ჰაზალი კიდევ უფრო ამძიმებს.
ორი ბავშვის ისტორია, რომელთაც სრულიად განსხვავებული ცხოვრება აქვთ, მაგრამ ყველაფერი სრულიად იცვლება.
რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმი, რომელიც მოგვითხრობს ორი წყვილის შესახებ, რომელთა ცხოვრებაც ერთმა გაუთვალისწინებელმა ამბავმა დააკავშირა.
ახალგაზრდა და კარგად აღზრდილი გოგონა ცხოვრებისგან მწარე გაკვეთილებს იღებს, ეს კი მისთვის არც ისე მარტივი გასაძლებია.
ასიე საკმაოდ ახალგაზრდა მარტოხელა დედაა, რომელსაც უწევს ორი შვილის აღზრდა საკუთარი ძალებით და მათი დაცვა. მისი ცხოვრება სრულიად შეიცვლება, როცა მას სიყვარული ახლიდან ეწვევა.
ძალიან სიმპათიური ახალგაზრდა იამანი უბედური ადამიანია. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მის ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება, როდესაც ის ოპტიმისტ და ლამაზ ნეფეს ხვდება.
ვიკი და მელინდა ხელს უწყობენ ცხოვრებას ქრებოდა ქორწინებაში, მოყვარულთა დახმარებით. ყველაფერი იცვლება, როდესაც ადამიანი კვდება მათი ქცევის გამო.
სკოლის მასწავლებელი, რომელსაც ძალიან კარგი ქმარი ჰყავს და ასევე ულამაზესი შვილები, მოულოდნელად მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდება, როდესაც მისი ქალიშვილი იკარგება.
გონულს მძიმე ბავშვობა ჰქონდა, მან ოჯახის წევრები პატარაობაში დაკარგა და ამიტომაც ის ინტერნეტში გაგზავნეს. მას უწევდა ჩაგვრის და დაცინვის ატანა, ყველაფერი კი მაშინ დასრულდა როცა ის წარმატებული ექიმი გახდა და მამაკაცების ყურადღება მიიბყრო.
ახალგაზრდა გოგონა, რომელიც კოლეჯში წასვლამდე ზაფხულში იდუმალ ბიჭს ილაის ხვდება, რომლესაც უძილობა აწუხებს, და ის გოგონას ღამის მეგზური ხდება.
რეიანი არის ძალიან ლამაზი და  მოკრძალებული ახლაგაზრდა გოგონა. მას შემდეგ რაც მისი საყვარელი დედა გარდაიცვლება და ის დაობლდება, მისი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვლება.
ალი რიზა ერთი ჩვეულებრივი ტაქსის მძღოლია, რომელიც თავისი დის საუკეთესო მეგობარზე მითხოვებისთვის ემზადება და ქორწილი აქვთ დაგეგმილი. ყველაფერი კი სწორედ ამ ქორწილის დროს იცვლება.
ულამაზესი გოგონა პატარა ქალაქიდან არის. ის თავის ძმასთან და რძალთან ერთ სახლში ცხოვრობს. მუშაობს რძის ფერმაში და ცხვრის ფარას მწყემსავს, მას წინ მრავალი სიურპრიზი და რთული სიყვარული ელის.
თანამედროვე ლონდონში მცხოვრები ახალგაზრდა ჟურნალისტი გოგონა, რომელიც ქალაქის არქივში საიდუმლო სასიყვარულო წერილების სერიას აღმოაჩენს. მათში ჯენიფერ სტირლინგის და ენტონი ო’ჰარას 1960-იანი წლების ძალიან რომანტიკული, მაგრამ აკრძალული ურთიერთობის ისტორიაა მოთხრობილი.
მასწავლებელი რომელიც სირიაში ასწავლიდა ომის გამო იძულებულია ქვეყნიდან გამოიქცეს, მაგრამ მას წინ ძალიან ბევრი ბოროტება და დაბრკოლება ელის.
ამბავი ადამიანზე, რომელიც თავისივე სურვილით ციხის პლატფორმაში ხვდება. ამ ციხეს აქვს მრავალსართულიანი პლატფორმა, სადაც ყოველ სართულზე 2 პატიმარია.
asvl