რეალურ ცხოვრებაში თქვენ ვერ ნახავთ სუპერგმირს კომიქსებიდან, სამაგიეროდ თქვენ შეიძლება შეხვდეთ ნამდვილ გმირებს. ქარიზმატულმა გამპანღურებელმა და გლამურულმა ცხელმა-გოგონამ მოიპოვეს ახალი გუნდის მხარდაჭერა პოლკოვნიკ ამერიკას ხელმძღვანელობით.
გონებაარეულმა მწერალმა დაკარგა შთაგონება და ვერანაირად ვერ ახერხებს ახალი სცენარის დაწერას. ის უნებლიედ ხდება ჩათრეული ძაღლის გატაცების ამბავში რომელიც მისმა ექსენტრიულმა მეგობრებმა განიძრახეს.
ლეგენდარული მსოფლიო განძი მოპარულია, მათ შორის ფასდაუდებელი "ვარდისფერი ავაზას" სახელით ცნობილი ბრილიანტი. მთავარი ინსპექტორი დრეიფუსი იძულებულია ქურდის დასაჭერად შექმნილი საერთაშორისო საგამომძიებლო გუნდის უფროსად ინსპექტორი კლოზე დანიშნოს.
საიანი დაიბადა და გაიზარდა ალმა-ატაში. მას დიდი მომავალი ჰქონდა კრივში და ფიქრობდა, რომ ცხოვრების გზას თავისი მუშტებით გაიკვალავდა. თითქოს ყველაფერი კარგად იყო. მაგრამ დგება მომენტი, როდესაც ის ხვდება, რომ ცხოვრებაში ყველაფრის სამაგიერო უნდა გადაიხადო.
ხანშიშესულ პოლიციელს რიგითი დავალება აქვს სწრაფად მოლაპარაკე მოწმე პოლიციის განყოფილებიდან სასამართლოს შენობაში გადაიყვანოს, მაგრამ ყველაფერი რთულდება.
ერთ-ერთი მორიგი, წვრილმანი ძარცვის შემდეგ, ოსამუ და მისი ვაჟი, პატარა, გაყინულ გოგოს გადაეყრებიან. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს თავი გაჭირვებით გააქვს, ოსამუს ცოლის თანხმობით, უპატრონო გოგონას შეფარებას გადაწყვეტენ.
გონდურასში დაბადებული საირა თავისი დიდი ხნის ოცნების განსახორციელებლად ყველაფერზე არის წამსვლელი. მას აშშ-ში ცხოვრება უნდა. მექსიკაში გადასვლა კი, ამერიკისკენ მიმავალ გზაზე პირველი გადადგმული ნაბიჯია.
მისი აღმზრდელის, ბამფი ჯონსონის სიკვდილის შემდეგ, ფრენკ ლუკასი ჰარლემში ჰეროინის პირველი შემომტანი ხდება. მას ნარკოტიკი სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიიდან შემოაქვს და შემოტანის თავისი უნიკალური ხერხი აქვს მოფიქრებული.
დრაივერმა 10 წელი ციხეში გაატარა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მის ძმის მკვლელზე შურისძიებას გეგმავდა. ახლა როცა ის თავისუფალია, მისი გეგმის განხორციელებას ორი ადამიანი ეღობება წინ: პოლიციელი და და დაქირავებული მკვლელი.
ანჟელა ბენეტი ცხოვრობს კომპიუტერული ტექნოლოგიების საუკუნეში. მისი არსებობის ყველა ასპექტი ციფრებშია გადაყვანილი და კომპიუტერულ მონაცემთა ბაზაშია შეტანილი.
საიდუმლო სამსახურის ვეტერანი აგენტი ფრენკ ჰორიგანი - საკუთარი მარცხით დამძიმებულია, რადგან პრეზიდენტ კენედის დაცვა ვერ განახორციელა, როდესაც იგი დალასში, პრეზიდენტის დაცვის სამსახურის შემადგენლობაში იმყოფებოდა.
ყოფილი პოლიციელი მეთ სკადერი ლიცენზიის გარეშე დაქირავებულ დეტექტივად მუშაობს. ამასთან ერთად ცდილობს ალკოჰოლს თავი დაანებოს. ერთხელაც, მას დაიქირავებენ, რათა ადგილობრივი ნარკოდილერის მოტაცებული ცოლი მოძებნოს.
დაგ მაკრეი გამოცდილი ქურდია და მის გუნდის წევრებზე ბევრად ჭკვიანია, ახლა კი თამაშიდან გასვლა სურს. მაგრამ როდესაც საქმე ბანკის ფილიალის ახალგაზრდა მიმზიდველი მენეჯერის, კლერ კისის გატაცებას ეხება იგი ისევ საქმეშია.
ჟან გაბენის სიტყვაძვირი და უშიშარი გმირი ყოფილ დამნაშავეებს ეხმარება. ამჯერად მისი დახმარების ობიექტი ჯუნოა, რომელსაც ის არაერთხელ დაეხმარა. მაგრამ მას პოლიციაში დაუმარცხებელი მტერი დარჩა, რომელიც გასაქანს არ მისცემს.
მშვენიერ დამნაშავეს პოლიციელის მკვლელობისთვის სიკვდილი აქვს მისჯილი, თუმცა მას მეორე შანსი ეძლევა - გახდეს საიდუმლო პოლიტიკური მკვლელი, რომელსაც მთავრობა გააკონტროლებს.
იური ორლოვი მოგზაური იარაღით მოვაჭრეა. ყველაზე სახიფათო საომარი ზონების გავლით, იური ახერხებს ერთი ნაბიჯით წინ გაუსწროს ინტერპოლის აგენტს, მის მეტოქეებს, ზოგიერთ მის კლიენტსაც კი, რომელთა რიგებში მსოფლიოს ყველაზე ცნობილი დიქტატორები შედიან.
მაქს დემბო ციხიდან 7 წლის შემდეგ გამოდის, თუ მას უკან ციხეში დაბრუნება არ უნდა აუცილებლად მასზე მეთვალყურე ოფიცერს უნდა დაემორჩილოს, რაც არც თუ მარტივი საქმეა...
შობის დღესასწაულის წინ ლონდონში მშობიარობის დროს გარდაიცვლება ახალგაზრდა რუსი ქალი, რომელიც ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. მედდა, რომელიც მის წარმოშობას ინიშნავდა ჟურნალში გარკვეულ საიდუმლოებას აწყდება მასსა და გოგონას რუს ოჯახს შორის.
ძარცვის დროს შექმნილი შეფერხებები პოლიციის ინფორმატორის არსებობაზე მიუთითებს, რის გამოც საწყობში სადაც ისინი არიან დაძაბულობა მატულობს. დანაშაული ძალადობას წარმოქმნის. გადარჩენილები: ვეტერანი მისტერ უაიტი, ახალბედა მისტერ ორენჯი, ფსიქოპატი მისტერ ბლონდი, მისტერ პინკი და სასიამოვნო ახალგაზრდა ედი -