ერთმანეთისთვის სრულიად უცნობი ჩარლზი, ოლივერი და მაბელი მორა ზემო ვესტ-საიდში მდებარე მრავალსართულიან კორპუსში ცხოვრობენ. ისინი ნამდვილი დანაშაულითა და მკვლელობების საქმეებით არიან გატაცებულები. როდესაც მათ საცხოვრებელ კომპლექსში გარდაცვლილ მკვიდრს იპოვიან, გმირები მაშინვე მკვლელობაში რწმუნდებიან. ნამდვილი კრიმანილის სერიებზე მუშაობის მათი გამოცდილების დახმარებით ისინი საკუთარ გამოძიებას იწყებენ და სწრაფად აღმოაჩენენ, რომ მკვლელი შეიძლება მათ კორპუსში ცხოვრობდეს.
ისტორია როდ-აილენდელი ძმების ურთიერთგადამკვეთი ცხოვრებისეული გზების შესახებ. ტომი ადგილობრივი პოლიციელია, მაიკლი კი პროფესიონალი კრიმინალი, რომელიც ახალი ინგლისის ირლანდიური მაფიის წევრია. სერიალში ასევე ფიგურირებს მათი დედა- როზი, ბიძაშვილი კოლი კერი, ბავშვობის მეგობარი, როდ აილენდელი დეტექტივი დეკლან გიგსი, ირლანდიელი მაფიის ბოსი - ფრედი კორკი, ტომის მეუღლე ეილინი და მაიკლის კრიმინალი პარტნიორი - პიტ მაკგონალი.
კარლი, ყოფილი მაღალი რეიტინგის მქონე დეტექტივი, დანაშაულის გრძნობას განიცდის თავდასხმის შემდეგ, რომლის შედეგადაც მისი პარტნიორი პარალიზებული და კიდევ ერთი პოლიციელი გარდაცვლილი დარჩა. სამსახურში დაბრუნების შემდეგ, კარლს გაურკვეველი საქმის განხილვას დაავალებენ, რომელიც მის ცხოვრებას წაართმევს...
უბედური შემთხვევის შემდეგ შეძლებული ოჯახის მემკვიდრეს მეხსიერებაში სრული ჩავარდნები აქვს. ოჯახი ყველანაირად ცდილობს დაეხმაროს მოვლენების გახსენებაში...
ისრაელში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, ნაკრძალში დიდი ორმო ჩნდება, სადაც სამი ადამიანის ჩონჩხს პოულობენ. ყველაფერი რთულდება, როდესაც ჩონჩხების დნმ-ის ტესტები სამი ცოცხალი ადამიანის დნმ-ს დაემთხვევა. პირველი - ნაკრძალის ინსპექტორი იოელ რუსოა, რომელიც ცხრა წლის წინ ავტოავარიაში მეუღლის დაკარგვის შემდეგ, ერთადერთ ვაჟს ზრდის. მეორე – ხელოვანი ნოამ ზეიდია, უფრო ცნობილი, როგორც ნიკო. ერთ-ერთი წარმოდგენის დროს, ის კერენისგან შემაშფოთებულ ხილვას იღებს, რომელიც მის წარმოდგენაში მოხალისედ მონაწილეობს. ხილვაში ნიკო კერენს კლავს და მის სხეულს ხევში აგდებს. მესამე – მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა პატიმარი ავიგეილ ლავია. პოლიციის გამომძიებელი გაბი და დეტექტივი ხავა ორმოში ნაპოვნ ჩონჩხებს იკვლევენ, რომლის დროსაც უფრო და უფრო მეტი ალოგიკური კითხვა ჩნდება...
თქვენ რას გააკეთებ სიყვარულისთვის? როდესაც საუცხოო წიგნების მაღაზიის წარმატებული მენეჯერისა და ახალგაზრდა, დამწყები მწერლის გზები იკვეთება, პასუხი კითხვაზე ნათელი ხდება: ყველაფერს! ინტერნეტისა და სოციალური მედიის გამოყენებით აგროვებს რა მწერალზე უმნიშვნელოვანეს და დაწვრილებით ინფორმაციას, ცდილობს დაუახლოვდეს მას. მომხიბვლელი და მორიდებული შეყვარებული მალევე გადაიქცევა საშიშ ადამიანად, რამდენადაც ჩუმად და სტრატეგიულად იშორებს ყველა დაბრკოლებას - და ადამიანს - ვინც კი გზაზე გადაეღობება.
ახალგაზრდა მეზობლების, დევიდის და რობერტის საღამო კოშმარად გადაიქცევა, მას შემდეგ რაც ისინი შემთხვევით დაეჯახებიან ველოსიპედით მოსეირნე ქალს და შემთხვევის ადგილიდან გაიქცევიან. მაშინ როცა დევიდი სულ უფრო მეტად განიცდის დანაშაულის გრძნობას, რობერტი საერთოდ არ იჩენს სინანულს და ხდება დომინანტი...
ცნობილი ფილმი
სერიალში მოქმედება ვითარდება ჩიკაგოს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების გარშემო, კერძოდ კი ორი ჯგუფის პოლიციელებზე, რომლებიც იმყოფებიან ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე...
ამბავი მთავარი ინსპექტორის შესახებ, რომელიც ხედავს იმას, რასაც სხვები ვერ ხედავენ: სინათლე ბზარებში, მითიური ყოველდღიურობა და ბოროტება, რომელიც ჩვეულებრივად გამოიყურება. აღმოსავლეთით მედბარე ერთი შეხედვით იდილიურ პატარა დასახელბა სამ ფიჭვში მკვლელობების სერიის გამოძიებისას, მთვარი გმირი აღმოაჩენს დიდი ხნის დამალულ საიდუმლოებებს, სადაც ის ხვდება საკუთარ კოშმარებს.
საუკეთესო დეტექტივი შერლოკი, ამჯერად ახალ საქმეში თავის ქალიშვილთან ერთად ერთვება, რათა გლობალური კონსპირაცია და დედის მკვლელობის საიდუმლო გამოავლინოს...
დოგმენი ეს ადამიანი და ნახევრად ძაღლია, რომელიც ცდილობს დაიცვას ქალაქში სიმშვიდე და ებრძოლოს ბოროტმოქმედებს.
ბლანკამ ბავშვობაში დაკარგა მხედველობა, თუმცა მას განუვითარდა უნიკალური უნარი, გაიგოს, რას ამბობენ სინამდვილეში ადამიანები...
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ვენეციაში, პუარო, რომელიც ახლა პენსიაზეა გასული, უხალისოდ ესწრება სეანსს. მაგრამ როდესაც ერთ-ერთი სტუმარს მოკლულს იპოვიან, ყოფილი დეტექტივი კიდევ ერთხელ ერთვება გამოძიებაში.
გოგონა დედის სხვა ქვეყანაში წასვლის შემდეგ კარგად ერთობოდა და ატარებდა დროს, მანამ სანამ დედა არ დაიკარგა და მისი პოვნა შეუძლებელი გახდა.
მოქმედება 1991 წელს მაიამიში მიმდინარეობს და მოგვითხრობს ახალგაზრდა დექსტერის (პატრიკ გიბსონი) შესახებ, როდესაც ის სტუდენტიდან შირისმაძიებელ სერიულ მკვლელად გადაიქცევა. როცა მისი მკვლელობის სურვილების იგნორირება შეუძლებელი ხდება, დექსტერმა უნდა ისწავლოს მისი შინაგანი სიბნელის მართვა...
ერთი სკეპტიკოსი სასამართლო ექსპერტი - ფსიქოლოგი, მომავალ მღვდელთან და ერთ დურგალთან ერთად, ცდილობს გამოიძიოს და დაადგინოს ეკლესიაში მრავლად დაგროვილი სავარაუდო სასწაულები, დემონური შეპყრობის ფაქტები და აუხსნელი ფენომენები.
დასავლელი ჟურნალისტი, რომელიც მუშაობს ტოკიოს ერთ-ერთ გამომცემლობაში, იღებს ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კრიმინალურ ავტორიტეტს.
ბრიტანელი ელისი და ნილ ბენეტები, მდიდარი დაქორწინებული წყვილია, რომლებიც მათ შვილებთან, კოლინთან და ალექსთან ერთად აკაპულკოს მდიდრულ კურორტზე ისვენებენ. გმირების ცხოვრება იდეალური ჩანდა იქამდე, სანამ ნათესავის გადამწყვეტი სატელეფონო ზარი იდილიას არ დაარღვევს.
ფილმში მოვლენები ვითარდება 8 წლის გოგონას იდუმალი გაუჩინარების გარშემო, ხოლო კადოს ტბაზე წარსული სიკვდილისა და გაუჩინარების სერია იწყებს ერთმანეთში გადახლართას...
სალიჰი არის ადამიანი, რომელიც პასუხს აგებს იმ ადამიანების სიცოცხლეზე ვინც ცდილობს რომ თავი მოიკლას. ამიტომაც ის მაშინვე იქ ჩნდება სადაც მსგავსი შემთხვევა ხდება და ცდილობს გადაარჩინოს ეს ადამიანები.
მოვლენები ვითარდება 1963 წელს და მოგვითხრობს პენსიაზე გასული ლეგენდარული დეტექტივის სემ სპეიდის შესახებ, რომელიც ცხოვრებით ტკბება სამხრეთ საფრანგეთში.
ფილმში მოვლენები ვითარდება 1934 წელს, განდეგილი მილიარდელი ეპატიჟება ექვს, ერთი შეხედვით, უცნობ ადამიანს თავის კუნძულზე სამხრეთ ინგლისში. მოწვეულ სტუმრებს შორის ახალგაზრდა დამწყები დეტექტივი მირანდა გრინიც აღმოჩნდება. როდესაც ერთ-ერთ სტუმარს გარდაცვლილს იპოვიან, მირანდა ხვდება რა მიზნით აღმოჩნდა კუნძულზე, და ახლა მან უნდა გამოავლინოს მკვლელი, სანამ მისი ჯერი მოვა.
მანჰეტენში, 1979 წლის ზაფხულში ახალგაზრდა მამაკაცი დააპატიმრეს შოკისმომგვრელი დანაშაულისთვის, ახლა კი გამომძიებელმა უნდა გაარკვიოს საიდუმლო, სანამ ნამდვილი კრიმინალი კვლავ ჩაიდენს მძიმე დანაშაულს.
დეტექტივი ნიკოლსი ძალიან უცნაური საქმის გამოძიებას იწყებს, სადაც თითქოს ყველაფერი მოჩვენებითია და ილუზიის საბურველშია გახვეული.
ულამაზესი პროკურორის და ძალიან სიმპატიური ჟურნალისტის სიყვარული ისტორია, რომელიც ტყეში მკვლელობის ამბავის შემდეგ დაიწყება და მათ ცხოვრებას სრულიად საპირისპიროდ შეცვლის.
დასავლეთ ავსტრალია, 1987 წელი. ფსიქოპატი ჯონი და მისი მეგობარი ქალი ეველინი ახალგაზრდა გოგონების გატაცებით ერთობიან. აუპატურებენ მათ, შემდეგ კი ხოცავენ და ტყეში მარხავენ. შემდეგი მსხვერპლი 17 წლის ვიკი მალოუნი მიხვდება, რომ მათგან თავის დასაღწევი ერთადერთი გზა ეველინის ჯონის წინააღმდეგ ამხედრებაა.
მოვლენები ანარქიის შვილების
asvl