დედოფლის ძაღლი უზრუნველად და ლაღად ცხოვრობდა, სამწუხაროდ ერთ დღესაც ის დაიკარგება და ქუჩაში ნამდვილ მშიშარა ძაღლად იქცევა. მას ძალიან ბევრი თავგადასავალი ელის წინ.
ენკანტო ეს არის ოჯახი, სადაც ოჯახის თითოეულ წევრს აქვს ჯადოსნური ძალა, რომლის მეშვეობითაც შეუძლიათ სასწაულების მოხდენა. ერთ დღესაც მათი სახლი დანგრევის საშიშროების წინაშე აღმოჩნდება.
კიდევ ერთი ლამაზი საჩუქარი პატარებს "მინიონების" შემქმნელებისგან. ფილმი მოგვითხრობს ცხოველებზე, რომლებიც ცდილობენ იმღერონ და ამით შეძლონ 100000$-ს შოვნა...
რალფი საკუთარ სამყაროში ვეღარ ეტევა, ამიტომაც ის გადაწყვეტს გაარღვიოს ინტერნეტი და ის აღმოჩნდება ინტერნეტ სამყაროში, სადაც რალფს დიდი თავგადასავალი ელის.
სასტუმროს მფლობელი გრაფი დრაკულა და მისი საყვარელი მონსტრების ოჯახი, ბნელ ციხე-სასტუმროში მონსტრები ცივილიზაციისგან და ადამიანის თვალისგან შორს ისვენებენ, სადაც ყველაფერი თავდაყირა დადგება.
ტანჯირო, ნახშირით მოვაჭრე გულკეთილი ბიჭია, ის მოულოდნელად თავის ოჯახს დემონის მიერ მოკლულს პოულობს. თითქოს და ეს საკმარისი არ ყოფილიყო, მისი უმცროსი და, სახელად ნეზუკო, დემონად იქნა გადაქცეული.
სამყაროში უკვე ურჩხულთა ჭიდაობაც კი გლობალური სპორტია და მონსტრები სუპერვარსკვლავი სპორტსმენები არიან. თინეიჯერი ვინი ცდილობს მამამისის კვალს გაჰყვეს და წარმატებული მწვრთნელი გამოვიდეს.
ისტორია 12 წლის გოგონას ლაქის და მისი მოუთვინიერებელი მუსტანგის სახელად სპირიტის შესახებ. ისინი ძალიან საინტერესო და დაბრკოლებებით სავსე თავგადასავლისთვის ემზადებიან.
ბლინკი ბილი, ეს არის პატარა კოალა, რომელსაც საოცრად დიდი წარმოსახვის უნარი აქვს. ის გულის სიღრმეში საოცარი თავგადასავლების მოყვარულია, ის ოცნებობს დატოვოს თავისი პატარა ქალაქი და გაჰყვეს დაკარგული მამის ნაკვალევს
სანტა, ყოველთვის ცდილობს საიდუმლოდ დატოვოს საჩუქრების დამზადების და დარიგების პროცესი, მაგრამ ამ ანიმაციაში ამ ყველაფერს ფარდა აეხდება და გაირკვევა, თუ როგორ აკეთებს სანტა ამ ყველაფერს.
ეს ანიმაცია მოგვითხრობს ერთ პატარა მეოცნებე გოგოზე, რომელიც ბალერინობაზე ოცნებობს. ოცნების ახდენაში მას თავისი მეგობარი ბიჭი დაეხმარება და წაიყვანს ბალერინების კონკურსზე, სადაც გოგონა დამლაგებელს გაიცნობს. ეს დამლაგებელი მას დაეხმარება თავდაჯერებულობაში და ოცნებისკენ სწრაფვას ასწავლის.
ეს ანიმაცია მოგვითხრობს პატარა ბავშვზე, რომელიც ერთმა ოჯახმა იშვილი. ეს ბავშვი შინამდვილეში არა არის ჩვეულებრივი ბავშვი და ამიტომაც ის სხვა ბავშვებთან ერთად საიდუმლო გეგმებს ადგენს და თავის ახლად შეძენილ ძმასაც რთავს ამ გეგმებში...
მეცნიერი ყველანაირად ცდილობს კაცობრიობის ღარიბი ნაწილი როგორმე შიმშილისგან იხსნას. მაგრამ მოულოდნელად რაღაც ირევა და ექსპერიმენტის შედეგად ციდან, ნალექის სახით, საჭმელები ცვივა.
ალბათ გეგონათ რომ სპაიდერმენი მხოლოდ ერთი იყო, მაგრამ ეს ასე არა არის. სინამდვილეში სპაიდერმენი ბევრნაირია, მაგრამ მათ მხოლოდ განზომილებები აშორებთ, მაგრამ ერთ დღესაც ისინი ერთ განზომილებაში ხვდებიან.
დედა კატას ჰყავს ძალიან მოუსვენარი შვილი კნუტი, რომელიც ერთ დღეს დაიკარგება და სახლში აღარ დაბრუნდება. ამიტომაც დედა კატა გადაწყვეტს მოძებნოს ის და დააბრუნოს სახლში.