asvl

ორი ახალგაზრდა გადაწყვეტს საცხოვრებლად სოფლიდან სტამბოლში გადავიდნენ, სადაც ისინი მრავალ დაბრკოლებას წააწყდებიან. მათ მოუწევთ გააკეთონ არჩევანი სიყვარულსა და სინდისს შორის.
ისტორია ულამაზესი ახალგაზრდა ქალის შესახებ, რომელიც ქორწილის დღეს მიატოვეს და ამით მას დიდი ტკივილი მიაყენეს. მან ამ დღის შემდეგ, გადაწყვიტა რომ ქორწილების ორგანიზატორი გამხდარიყო, 5 წლის შემდეგ კი, ის ყოფილი შეყვარებულის ქორწილის ორგანიზატორი აღმოჩნდება.
ქალი თავის შვილებთან ერთად პატარა ქალაქში ცხოვრობს და ფიქრობს რომ ამ ქალაქში შუასაუკუნეების ტრადიციების გამო ცხოვრება შეუძლებელია, ამიტომაც გადაწყვეტს გაიქცეს ამ ქალაქიდან შვილებთან ერთად და ახალი ცხოვრება დაიწყოს სტამბულში.
სერიალი 4 მეგობარი ქალის შესახებ ბოგვითხრობს, ისინი გადაწყვეტენ ერთად მოგზაურობას, მაგრამ ეს ყველფაერი მათთვის საკმაოდ რთული და ემოციებით დატვირთული აღმოჩნდება.
ისტორიული სასტუმრო, სადაც ჟურნალისტი წარსულში ბრუნდება, მან უნდა შეაჩეროს შეთქმულება, რომელსაც თურქეთის მომავლის შეცვლა შეუძლია.
ისტორია 35 წლის ქალზე სახელად ფატმაზე, რომელიც დამლაგებლად მუშაობდა და ასე გააქვს თავი. ერთ დღესაც ის იძულებულია მკვლელობა ჩაიდინოს და სწორედ ეს დღე გახდება მისთვის საბედისწერო.
ყვინთვის ინსტრუქტორი გადაწყვეტს შეუერთდეს ექსპედიციას წყალქვეშა ნავში, სადაც მას ძალიან რთული მისია ელის.
მატილდა, რომელიც ღამის კლუბში მუშაობს, ცდილობს როგორმე თავის ქალიშვილთან ურთიერთობა დაალაგოს, ამას კი ბევრი ხელშემშლელი ფაქტორი უდგას წინ.
მკვლელი, უფროსების ღალატის შემდეგ იძულებულია დაიმალოს მაღაზიაში, სადაც ის მეპატრონის გარდაცვლილ შვილად ასაღებს თავს.
ეს არის ისტორია 3 დის და მათი მამის შესახებ. გოგონები დედამ მიატოვა და ამიტომაც ისინი იძულებულები არიან როგორმე გათხოვდნენ, მაგრამ მათ ცხოვრებაში ბევრი რთული რამ მოხდება.
ამბავი პროფესორის შესახებ, რომელსაც ავადმყოფი შვილი ჰყავს. მას უსამართლოდ გაანთავისუფლებენ სამსახურიდან და ამის გამო ის საშინელ სიტუაციაში აღმოჩნდება.
გოგონას ძალიან რთული ცხოვრება ხვდა წილად, ჰყავს 6 ძმა, მამა ლოთია, ხოლო დედა სახლიდან წავიდა. ამიტომაც მას უწევს მოუაროს 6 ძმას და ფიქრობს რომ საკუთარი ცხოვრება არ აქვს და ამიტომაც მოულოდნელად მოსულ სიყვარულზე უარს ამბობს.
ულამაზესი ექიმი გოგონა მოულოდნელად გაიცნობს პლასტიკურ ქირურგ ემირის, რომელსაც ახალ გადასულია ამ საავადმყოფოში.
უბედური შემთხვევის გამო, ქალი ციხეში ხვდება და იძულებულია ამ ფაქტს შეეგუოს. ის ცდილობს ციხეში დაამყაროს საკუთარი სამართლიანობა და ამისათვის ყველაფერს გააკეთებს.
სიყვარულის ისტორია, რომელიც ახალგაზრდა სიმპატიურ მამაკაცს დაატყდება თავს. ის შემთხვევით შეხვდება ძალიან უცნაურ გოგონას, რომელსაც მამაკაცმა ტყუილი დაპირებები მისცა.
სევდა ულამაზესი გოგონაა, ძალიან ჭკვიანია და ენერგიით სავსეა. ის ოცნებობს წარმატებაზე და ამისთვის ყვეაფერს აკეთებს. სევდა ერთ დღესაც გაიცნობს ალის, რომელიც საიდუმლოებებით მოცული ადამიანია და მათ ერთმანეთი ძალიან შეუყვარდებათ.
ამბავი დედის შესახებ, რომელსაც ძალიან რთული და წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრება ხვდა წილად. წლების შემდეგ ის ბრუნდება თავის დაბადების ადგილას, რათა შური იძიოს ყველა იმ ადამიანზე, ვინც მას ცხოვრება გაუმწარა.
ერთ დროს ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ და მათშორის დიდი განსხვავება იყო, გოგონა მდიდარი ოჯახის შვილი იყო, ხოლო ბიჭი ერთი მეთევზე. მათ ყველაფერი დაკარგეს და მათი ცხოვრებაც დაინგრა
ყველა გოგო ოცნებობს კარგ მომავალზე და ნაზლიც სწორედ ასეა, ის ოცნებობს რომ გახსნას საკუთარი რესტორანი, ფულის შესაგროვებლად კი მდიდარ მამაკაცთან იწყებს მზარეულად მუშაობას, რაც მათ დიდ სიყვარულში გადაიზრდება.
ახალგაზრდა გოგონა რომელიც ძველი ტრადიციების მსხვერლია, ჭაში სიკვდილს ელოდება. მაგრამ გამოჩნდება მამაკაცი რომელიც მას გადაარჩენს და მის ცხოვრებას სრულიად შეცვლის.
მხატვარი მოგზაურობას იწყებს სტამბოლში, რადგან მან არქეოლოგიურ ძეგლთან დაკავშირებით დიდი საიდუმლო არმოაჩინა, რომელსაც კავშირი წარსულთან აქვს.
ბარიში წარმატებული და ამავდროულად ძალიან სიმპატიური მამაკაცია, მას სიყვარულის არ ჯერავს და ყურადღებასაც არ იჩენს ქალების მიმართ. მის ცხოვრებაში კი გამოჩნდება მხიარული და ძალიან ლამაზი გოგონა.
სერიალში ვითარება მიმდინარეობს 8 წლის გოგონას გარშემო, რომელიც ძალიან ჭკვიანია და სხვა ბავშვებისგან სერიოზულობით განსხვავდება. მას მამა ზრდის, რომელიც ძალიან მზრუნველია.
ძალიან ძლიერი ბოქსიორი სამწუხარო შემთხვევის შმდეგ კარიერას ემშვიდობება და ასევე ტიტულს. წლების შემდეგ ის გადაწყვეტს თავისი ვაჟის გამო, კარიერას დაუბრუნდეს და ბოლომდე იბრძოლოს.
ისტორიული სერიალი, რომელიც ოტომანთა სულთან მეჰმედ II-ს შესახებ მოგვითხრობს. ის ბიზანტიის დედაქალაქის, კონსტანტინოპოლის ასაღებად ეპიკურ ბრძოლას ანხორციელებს.
ამბავი ისტორიის მასწავლებელზე, რომლიც ერთ-ერთ კერძო სკოლაში ასწავლის. მას ჰყავს პატარა და, რომელზეც ის ზრუნავს და ხშირად უწევს მის გამო უამრავ პრობლემასთან შეჯახება.
ორი ადამიანი, რომლებიც ერთმანეთისთვის არიან დაბადებულები და ორი ოჯახი, რომლებიც მათზე გადაყოლილები არიან. ისინი ერთმანეთს შეხვდებიან და სიგიჟემდე შეუყვარდებათ ერთმანეთი, მაგრამ ცხოვრებაში იოლად არაფერი ხდება და მათ ბევრი დაბრკოლებაც შეხვდებათ.
აზიზეს სამი შვილი ჰყავს, მისი ცხოვრება კი იმდენად რთულია დედამთილთან ერთად რომ ერთი სული აქვს როდის დაბრუნდება მისი მოსიყვარლე ქმარი სახლში. ყველაფერს კი ომი ართულებს, რომელიც ვერადავერ დამთავრდა.
asvl